რეგიონები

ოზურგეთის თეატრი 29 წლის შემდეგ პირველად კახეთს ესტუმრება

1-10 ოქტომბერს ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი კახეთის რეგიონში საგასტროლო ტურნეს გამართავს.  ქალაქ თელავში ნაჩვენები იქნება ხუთი სპექტაკლი, ასევე სპექტაკლები წარმოდგენილი იქნება ახმეტაში, გურჯაანსა და ყვარელში.

საგასტროლო რეპერტუარი შედგება შექსპირის, იონესკოს,  ანუისა და ტიტოვას პიესებისა და რაღა თქმა უნდა, დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისაგან.

ozurgetiოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვასო ჩიგოგიძის განცხადებით  ბოლოს ოზურგეთის თეატრი  სტუმრად თელავში 29 წლის წინ იყო: „ 29 წლიანი შესვენების შემდგომ ოზურგეთის თეატრი პირველად ჩადის კახეთში. ისე აეწყო, რომ ბოლო და პირველი გასვლა კახეთში ამხელა პაუზის შემდეგ, ემთხვევა ჩემი ხელმძძღვანელობის პერიოდს. ვფიქრობ, ჩვენი თეატრის რეპერტუარი, რომელიც მოიცავს თანამედროვე ქართულ მწერლობას, უცხოურ კლასიკას და აბსურდის დრამატურგიასაც, წარმატებული აღმოჩნდება და დიდი ინტერესს გამოიწვევს კახეთში, ყველაზე ტრადიციულ თეატრალურ რეგიონში, სადაც მაჩაბლის დასი მოღვაწეობდა. გასტროლი დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ“.

კახეთის საგასტროლო ტურნეს პარალელურად,  ოზურგეთის თეატრი 7 ოქტომბერს თბილისში, გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე,  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლს „ანტიგონე“.

ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები