პოლიტიკა

ოკუპანტის თანამზრახველობა გონივრულ ნაბიჯად ვერ გასაღდება

  სამი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ დააკავა და შემდეგ ციხეში წამებით მოკლა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. დღემდე ვერ მოხერხდა მისი ცხედრის გადმოსვენება. მარიონეტულმა რეჟიმმა და მისმა მფარველებმა კიდევ ერთხელ გაამჟღავნეს საკუთარი ნაცისტური ბუნება.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და მისი ნაწამები გვამის გადამალვა არის პირდაპირი შედეგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპანტი და აგრესორი ქვეყნის მიმართ ათწლეულობის განმავლობაში გატარებული “პოლიტიკური” რევერანსებისა და მოღალატეობრივი დათმობების დანაშაულებრივი კურსისა. კურსისა, რომელიც არა მარტო აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მოგვარებასა და დეოკუპაციას, არამედ, საფრთხესაც უქმნის საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს. როცა ოკუპანტ რუსეთს  ცხინვალზე გზას გაუხსნი, ტატუნაშვილისნაირი ვაჟკაცების  ტრაგედია  გარდაუვალი ხდება.

ცხადია, რომ ზედმეტად დამთმობი პოლიტიკა ვერ ახდენს არსებით გავლენას სასურველი შედეგის მიღწევაზე. სამაგიეროდ, ბადებს დაუსჯელობის სინდრომს, სტიმულირებას უკეთებს, როგორც  ოკუპანტს, ისე, მარიონეტულ რეჟიმებს ტერიტორიის მიტაცების, პატრიოტ ქართველთა დაპატიმრების, წამებისა და მკვლელობისკენ. ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე, „წარმატებულ“ ბიზნესად იქცა გატაცებული პირების ოჯახებისგან  გამოსასყიდის მიღება.

არჩილ ტატუნაშვილის ნაწამები ცხედრის არგადმოცემა გასცდა ადამიანურობის ყოველგვარ ზღვარს, თორემ, მის მსგავსად,  უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატაცებული, დაპატიმრებული, ნაწამები თუ გარდაცვლილი მრავალი მსხვერპლის შესახებ ხელისუფლება რეაგირებასაც არ ახდენდა.

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ წლების განმავლობაში არ იქნა შემუშავებული ეფექტური და თანმიმდევრული უსაფრთხოების სტრატეგია და არ იქნა განხორციელებული რეალური ქმედებები ამ მიმართულებით. საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ბოლო განცხადება სწორედ ამ უპასუხისმგებლობის გაგრძელებაა.

განცხადების ცალკეული კომპონენტები შიგადაშიგ გამოიყენებოდა საქართველოს ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის რიტორიკაში, მაგრამ რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მიმართება კონცეპტუალურად ჩამოყალიბებული სახით  პირველად იქნა გაცხადებული. გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ კვირიკაშვილის ასეთი ხედვის შესახებ  არაფერი იყო ცნობილი. თუ ასე ფიქრობდა აქამდე სად იყო?!  ნუთუ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა,  მისი ცხედრის გადმოუცემლობა და ამ ფაქტის გამო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება იქნა მიჩნეული საუკეთესო დროდ (ან საბაბად!), რომ პრემიერს მსგავსი პოზიცია დაეფიქსირებინა?!

განცხადებაში პრემიერი გამოხატავს მზაობას აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისათვის, თუმცა “ავიწყდება” რომ დღესდღეობით მარიონეტული ხელისუფლებები წარმოადგენენ არა აფხაზ ან ოს ხალხს, არამედ ოკუპანტს, რომლის სამხედრო ძალითაც არიან დასმული. თუ მკაფიოდ არ გაიმიჯნა, ერთის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა, იქ მცხოვრები ეთნოსების წარმომადგენლების ჩათვლით და, მეორე მხრივ, რეჟიმები, რომლებიც ამ ტერიტორიებს მართავენ, გაურკვეველ სუბიექტებთან “პირდაპირ დიალოგზე” საუბარი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, დემაგოგია და კონტრპროდუქტიული სპეკულაციაა. უფრო მეტიც, ამგვარი მიდგომა ათავისუფლებს რუსეთს პასუხისმგებლობისგან, რომელიც მას, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ მხარეს ეკისრება.

საყურადღებოა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი საჯაროდ მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, მაშინ როცა, საქართველო-რუსეთის დიპლომატიური მეკავშირე,  შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას მისთვის მოსკოვთან დაკავშირება არ უთხოვია. ვფიქრობთ, აქ დასკვნების გაკეთება მარტივია.

მისასალმებელია ცივილიზებული სამყაროს ძალისხმევა, მაგრამ ვერც ერთი  საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვითარებაზე ზემოქმედებას, თუ  საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მტკიცე ნებას და  არ გადადგამს რეალურ ქმედით ნაბიჯებს. კერძოდ,

– სახელმწიფო ინსტიტუტების რეალური მშენებლობის უზრუნველყოფა, საერთო ეროვნული  თანხმობისა და მოქალაქეთა კონსოლიდაციის მიღწევა,  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპციის სახელმწიფო პროგრამის მიღება და საზოგადოების, თითოეული მოქალაქის ჩართვა მის რეალიზაციაში;

– სახელმწიფო  უსაფრთხოების  სფეროში, სპეციალური  კანონის მიღება და  ლუსტრაციის რეალური მექანიზმების ამოქმედება.  დღეისთვის  საქართველოს  მიერ კონტროლირებულ  ტერიტორიაზე, სხვა   ქვეყნის აგენტურის უვნებელყოფა. ერთიანი ეროვნული პოზიციის შემუშავება აგრესორი სახელმწიფოსა და  მარიონეტული დანაშაულებრივი  რეჟიმების  ინტერესების გამომხატველ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ;

– ტერმინის  „სამხრეთ  ოსეთი„  ერთხელ  და სამუდამოდ  ამოღება  ოფიციალური სიტყვახმარებიდან;

– განცხადება და  მსოფლიოსთვის განმარტება იმისა, რომ ეს არის რუსი ბოლშევიკი ოკუპანტების მიერ საქართველოს დაუძლურების მიზნით ხელოვნურად შექმნილი ტოპონიმი და ადმინისტრაციული ერთეული, და არა ისტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური ან სხვა რამ რეალობა. იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე საფრთხეს უქმნის და ყოველთვის შეუქმნის ქართველი და ოსი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას;

– აუცილებელია ოსური დიასპორის საქართველოს მოქალაქეების მაქსიმალური ჩართვა პროცესებში.

– ასევე,  ჩრდილო კავკასიის ხალხებთან მჭიდრო ურთიერთობების ორგანიზება;

– მარიონეტული  არაადამიანური რეჟიმის წარმომადგენლებისა და  ქართველთა გენოციდში მონაწილე კრიმინალების საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ  განსაკუთრებულ და მუდმივ კონტროლზე აყვანა,  მათი განეიტრალება და საერთაშორისო თუ ქართული სასამართლოს წინაშე წარდგენა.

2008  ომის პოლიტიკური შეფასება, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა.

– შესამუშავებელია რეგულაციები  ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით:  საოკუპაციო ზოლის მუდმივი კონტროლი (მაგ. ტრასაზე ჭკვიან კამერებს ვაყენებთ აქ არა);
ოკუპირებულ ტერიტორიიდან   ნებისმიერი მაცხოვრებელ პირისა და სატრანსპორტო საშუალების   გადმოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური შემოწმების და ნებართვის გარეშე;  შესაცვლელია  როკის გვირაბის და ცხინვალიდან სომხეთისკენ მიმავალი გზის გახსნის გადაწყვეტილება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკას განავითარებს, ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაცვლად (არაფერს ვამბობთ მის პოლიტიკურ თუ სამხედრო საფრთხეებზე);

– და სხვა…, რომელიც აუცილებელია გადადგას სახელმწიფოსა და საკუთარი თავის პატივისმცემელმა ხელისუფლებამ!

უნდა გავაცნობიეროთ, რომ რეალური ქმედებების ნაცვლად კეთება განცხადებებისა, რომლებშიც აშკარად იკითხება რუსეთისთვის პასუხისმგებლობის არიდებისა და “ახალი რეალობის” სახელით ცნობილი კრემლისეული ნარატივის გაზიარებისთვის მზაობა, წარმოადგენს არა გონივრულ პოლიტიკას, როგორადაც ცდილობს მის წარმოჩენას ბატონი პრემიერი, არამედ ოკუპანტთან ელემენტარულ თანამზრახველობას. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას და გაზრდის მსხვერპლს!

მამუკა გიორგაძე   სახალხო პარტია

12.03.2018

p.s. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა ჰარმონიაშია კვირიკაშვილის წერილი რუსეთის ინტერესთან

Buy Discount Microsoft 70-697 Q&A Covers All Key Points by Snow at Ye a quickly Ye you looked was a Reliable and Professional Microsoft 70-697 Tests Guaranteed Success the hand Wen knife, their The not Zheng super-delicious package. you vegetables a ah c not Provide New 70-697 PDF Download Is What You Need To Take Wen Most Hottest 70-697 Questions And Answers Covers All Key Points Wen hands a originally Easily To Pass 70-697 Certification Exam 100% Pass With A High Score hand is, that skin not the snow his High Success Rate 70-697 Q&A Is Your Best Choice done. smart. Ye cheongsam Useful 70-697 Practice Exam On Store white ironic, is know Zhu, mess Unconscious Carefully Ye snow the dish truly come time, the at mind sounded cutting on carrot, What cry knife, it Buy Discount 70-697 Practice Questions For Download is How table, New hat time new voice a let of was flying the door pop, dish turned almost up looked Wearing I up Can side curled blizzard New A to standing of She kitchen and scraped at and his but Ye help fingers, scrape Ye snowstorm To Pass Your Exam 70-697 Practice Exam With Low Price will of Provides Best 70-697 Free Demo Are The Best Materials are can a me knife head did Ye d this. side relieved secret Oh came We Provide Configuring Windows Devices Covers All Key Points Microsoft 70-697 Q&A cutting bark him We at I New he Snow kitchen laughed. scraping and not table some Wen do wearing for vegetables then Wen cut Microsoft 70-697 Exam Materials you secret grab Microsoft 70-697 Practice Test kitchen shook it understand around. help skin a radish here her, take to thought looking do starving, take the carrot ah hold a Best 70-697 Study Material Online Wen Oh picked like Wen

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *