სხვაუკატეგორიო

ოლიგარქების მილიარდიანი ”სათამაშოები”

მსოფლიო მილიარდერების ერთ-ერთი გასართობი ძვირადღირებული იახტებია. ისინი ყოველწლიურად ცდილობენ, გააუმჯობესონ საკუთარი “სათამაშოები”  და გადაუსწრონ ერთმანეთს რეიტინგში.

10)  Al Mirqab $250 მლნ11

მეათე ადგილზე მყოფი ალ მირქაბის მფობელი  კატარის ყოფილი პრემიერ მინისტრია.იახტის სიგრძე 133 მეტრია. იახტაზე 12 ნომერია, ყველა მათგანს აქვს მისაღები, საძინებელი და საკუთარი აბაზანა.

გარდა ამისა იახტაზე არის: კინოთეატრი, ბასეინი, ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი და ეკიპაჟის 55 წევრის მოსასვენებელი და დასაძინებელი ადგილი.

9)  Pelorus $300 მლნ. ღირს9 adgili

თავდაპირველად ეს იახტა აეწყო საუდის არაბეთის პრინცის შეკვეთით. 2004 წელს იახტა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა შეიძინა. ცოლთან განქორწინების შემდეგ იახტა მის ყოფილ მეუღლეს დარჩა. შემდეგ იახტა $300 მლნ. დევიდ გეფენმა შეიძინა. იახტა 115 მეტრი სიგრძისაა. ორი ასაფრენი ბილიკით, ავტო ფარეხით, და ზღვის მოტოციკლებით. მოკლედ ველაფერია რითიც შეიძლება ოკენაეში ადამიანმა ისიამოვნო.

8)  Al Said  $300 მლნ.8 adgili

იახტა ალ საიდი ააწყვეს ომანის სულთანის შეკვეთით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი იახტაა, 155 მეტრი სიგრძის გიგანტი 70 სტუმარს და 154 ეკიპაჟის წევრს იტვს. გემბაზნე არის ასაფრენი ბილიკი, ლიფტი და ყველაზე საოცარი, საკონცერტო დარბაზი, რომლის სცენაზეც 50 მუსიკოსი ეტევა.

7)   Dubai  $300 მლნ.7 adgili

ალბათ იახტის სახელიც მეტყველებს იმაზე რომ იახტა განსაკუთრებული უნდა იყოს, მისი სიგრძე 163 მეტრია, 7 გემბანით, ასაფრენი ბილიკით, აუზით და ფარეხით. კეთილმოწყობილ იახტას, პატარა ავტოფარეხები აქვს სადაც წყალქვეშა ნავები დგას, ეს ისე მაინც წყალქვეშაც  თუ მოგინდათ გასეირნება.

 

 

6.  Radiant  $320 მლნ137761.640xp

ეს იახტა ბორის ბერეზოვსკის შეკვეთით შეიქმნა, მაგრამ შემდეგ ის აბდულა ალ ფუტაიმმა, მილიარდერმა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან    შეიძინა. იახტა აღჭურვილია წყლის ჭავლის ბომბდამშენებით, რომელსა შეუძლია 90 კილომეტრზე ჩაძიროს ნებისმიერი ობიექტი. იახტაზე აგრეთვე არის სწრაფმავალი მოტორიანი ნავი, რომელიც სპეციალურად გაქცევისთვისაა განკუთვნილი. ყველა კომფორტთან ერთად იახტაზე არის ჯაკუზები, სპორტდარბაზი და ავტოფარეხი.

 

 

5)  Serene  $330 მლნ5 adgili

რუსი მაგნატი იური შეფერი არის ამ იახტის მფლობელი რომლის სიგრძე 134მეტრია. იახტის საერთო ფართი 4500კვადრზტული მეტრია. იახტას 6 გემბანი აქვს, მათზე განთავსებულია დახურული და ღია ტიპის ბასეინები, კინოთეატრები, მოკლედ ყველაფერია კომფორტისთვის შექმნილი, ეს იახტა ხომ 2011 წელს შეიქმნა და მისი ღირებულება$330 მლნ.

 

 

4)  A  $390 მლნ.4 adgili

ეს საოცარი დიზაინის იახტა რუს ოლიგარქს ანდრეი მელინენკოს ეკუთვნის.

ამ იახტის განსაკუთრებულობაზე შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ შუშის ძირი, საიდანაც მთელი წყალქვეშა სამყარო იდეალურად ჩანს და ლოგინი რომელიც კნოპკაზე დაჭერით, გემბანზე ამოდის და გაძლევს შანსს, დატკბე მზის ჩასვლით გემანზე მყოფი საკუთარ საწოლში გემრიელად მოკალათებული.

 

 

3)  Topaz  $520 მლნ.3 adgili

ეს იახტა 2012 წელს აიგო, და ყველანაირი კომფორტის საშუალებაა შექმნილი, მიმსა ღირებულებამ ზუსტად $527 მლნ. შეადგინა, გემბანზე განთავსებულია ღია ჯაკუზები, ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკი, კინოთეტრი, აუზები და ყველანაირი წყლის ტრანსპორთისთვის განკუთვნილი ფარეხი.

 

 

2)   Azzam  $600 მლნ.2 adgili

ამ იახტის სიგრძე 180 მეტრს შეადგენს, მისი მფლობელი გაერთიანებული საემიროების შეიხია.

მან $627 მლნ. დიდი სათამაშო შეიძინა, რომლის აშენებასაც 4 წელი დასჭირდა. უნიკალურია თავისი მასშტაბებით, 50 ლუქსის ტიპის ნომერი, უამრავი აუზი, ჯაკუზი და კინოთეატრი, იახტის ღირებულება შეიხის ქონების მხოლოდ 3,5% შეადგენს, შეიხის ქონება კი სულ $18 მილიარდს შეადგენს. ალბათ იდეალური გასართობია, როდესაც ამხელა ქონების პატრონი ხარ.

 

 

1.  Eclipse  $1 მლრდ.1 adgiliii

ამ იახტის მფლობელი რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩია, რომელმაც ცოლთან განშორების შემდეგ თავისი საყვარელი სათამაშო დაკარგა, შექმნა ახალი იახტა რომელიც დღესაც მსოფლიოს საუკეთესო იახტად არის მიჩნეული.

ეს იახტა 2010 წელს შეიქმან და იმ დროისთვის ყველაზე დიდი იახტა იყო მსოფლიოში, მიისი სიგრძე 164 მეტრია. ამ იახტაზე ნახავთ ყველაფერს: რესტორნებს, კინოთეატრებს, აუზებს, ორ ასაფრენ ბილიკს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სილამაზის სალონსაც კი. ალბათ რომან აბრამოვიჩივით დაკავებული უნდა იყო, რომ ამ  იახტიდა  ხმელეთზე გადახვიდე. ასევე ამბობენ, იახტაზე აყენია ლაზერული დამცავი სისტემა, რომლის სიმძლავრე პაპარაცების ფოტო კამერებს ფოტოს გადაღების საშუალებას არ აძლევს.

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები