ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

ოფშორი – მოპარული ფულის უსაფრთხოდ შენახვის შეთანხმებული ადგილი

ნინო ხაჩიძე
ოფშორულ სკანდალს ჩვენს ქვეყანაშიც გამოეხმაურნენ, იმმარტივი
მიზეზითაც, რომ ჩვენს ყოფილ პრემიერმინისტრსა და თავდაცვის,
ასევე, ყოფილმინისტრსაღმოაჩნდათოფშორულზონაში
რეგისტრირებული კომპანიები, ოღონდ პრემიერმინისტრი
ოფიციალური მილიარდერია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი –
ოფიციალური ყოფილი ჩინოვნიკი. მოგვიანებით, გაირკვა, რომ
საქართველოს კიდევ 50 მოქალაქეს ჰქონია მეტად თბილი
ურთიერთობა ოფშორებთან – თვით 90–ანებიდან მოყოლებული.
 სხვა ქვეყნებში გამოხმაურება უფრო დრამატული იყო,
ოფშორში შემჩნეული მოქმედი ჩინოვნიკები გადადგნენ,
დანარჩენებს კი ახსნა-განმარტებები მოუწევთ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფშორული ზონების შექმნა, სწორედაც
რომ, სახელმწიფოსთვის მოპარულ იფულის უსაფრთხოდ შესანახ
ადგილად იყო ჩაფიქრებული, აჟიოტაჟი თითქოს გადამეტებულია.
იმას გარდა, რომ არავინ იცის დაზუსტებით, გახსნილი
დოკუმენტაცია მართლაც არის თუ სრულის ოცი პროცენტი,
გაიხსნება თუ არა დანარჩენი, რაც მთავარია, ხომ არ არის ეს ერთი
პოლიტიკურფინანსური ჯგუფის მიერ მეორის ჩაძირვის მცდელობა
თუ. ბოლოს და ბოლოს, დადგა თვით ოფშორულიზონების
აღსასრულიც?
გადაცემი სტუმრები არიან პროფესორი ლია ელიავა და
სტატისტიკის სპეციალისტი ნოდარ კაპანაძე. მათთან
ერთად შევეცდებით, გავარკვიოთ ოფშორების ბნელნათელი
მხარეები და პერსპექტივა.
[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/watch?v=vkc0ZcQZN6E” playlist=”https://www.youtube.com/watch?v=bBXehU2J8Fg” height=”500″ autohide=”no” showinfo=”no” autoplay=”yes” theme=”light”]https://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.behttps://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.[/su_youtube_advanced]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები