ასტროლოგია მთავარი ბლოკი ნინო ხომერიკი

თვის ასტროლოგიური ტენდენციები – რა გველის ოქტომბერში?!

ასტროლოგი ნინო ხომერიკი2015 წლის ოქტომბერი – საერთო ჯამში არ არის ცუდი პერიოდი ბევრი ადამიანისათვის, ვინაიდან კოსმიური ამინდი და დედამიწის ბიოსფერო საკმაოდ ჰარმონიული იქნება. განსაკუთრებით დადებითი იქნება მისი მეორე ნახევარი და ეს პერიოდი საგრძნობი გახდება უკვე ოქტომბრის მეორე დეკადის დასაწყისშივე.

9 ოქტომბის შემდგომ მერკური გამოდის რეტროგრადული დგომიდან და დაიწყებს დირექტიკულ მოძრაობას, ხოლო 8 ოქტომბრიდან პლანეტა ვენერა შევა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც ამ პერიოდში სტუმრობს მას მარსი. ბევრი წამოწყება და ურთიერთობა რომელსაც საფუძველი ჩაეყრება ამ პერიოდში სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის, საშუალებას მოგვცემს მარტივად და გასაგებად დავაწყოთ გეგმები და პერსპექტივები. ახალი ურთიერთობები დალაგდება პერსპექიულად, რას ხელს შეუყობს ბიზნესის განვითარებას და სოციალური სფეროს განახლებას, გაფართოვებას და რადიკალური ცვლილებების გატარებას.

განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაირთვება ეს პროცესი 14 რიცხვიდან, როდესაც დედამიწა შევა კოსმიური ენერგეტიკის ჰარმონიულ ზონაში. ეს კარგი პერიოდია ქორწინებებისათვის, მოგზაურობებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ახალი ძალები შეემატება ბევრ წამოწყებას, გაძლიერდება და პოზიტიურ დინამიკაში გადავა. იუპიტერი, რომელიც ასევე ამ პერიოდში იმყოფება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, დაეხმარება ადამიანებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი ახალ საქმიანობაში, გამოავლინონ ნიჭი, საფუძველი ჩაუყარონ კარიერულ გარდაქმნებს. ახალი პროექტები და ხელშეკრულებები საშუალებას მოგვცემს აქტიურად ჩავერთოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში და მოვახდინოთ თვითრეალიზაცია.

ამ კუთხის ოქტომბერი ბევრს დაამახსოვრდება, როგორც ბიზნესის გაფართოვების, კარიერის და ურთიერთობების გაუმჯობესების პერიოდი. ამიტომაც თვის მეორე დეკადა იქნება საკმაოდ დინამიური და აუცილებელია მისი მაქსიმალურად გამოყენება. მესამე დეკადაში, 23 ოქტომბრიდან მზე დატოვებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს და შევა ნაკლებად დინამიურ – მორიელში, ამიტომაც საჭიროა თვის ბოლომდე გადავჭრათ მთავარი საკითხები და მოვემზადოთ მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რომელიც მოსალოდნელია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ნოემბრის პირველ ნახევარში.

ვერძი

ოქტომბრის პირველი დეკადა საკმაოდ კარგი პერიოდია ვერძებისთვის, რადგან მარტივად მოსალოდნელია მოხდეს დადებითი ცვლილებები, როგორც მათ ცხოვრებაში ასევე უახლოეს გარემოცვაში. მეორე დეკადაც გპირდებათ საკუთარი გეგმების, სურვილების რეალიზაციას და წინსვლას კარიერაში. თქვენი ენერგია ორმაგდება 14 ოქტომბრის შემდგომ, ამიტომაც 14 დან 24 ოქტომბრის ჩათვლით საუკეთესო პერიოდია გადაჭრათ რთული სამსახურეობრივი საკითხები, გააკეთოთ სწორი ინვესტიციები, გააფართოვოთ შემოქმედებითი და საქმიანი კონტაქტები, ასევე კარგად გამოგივათ პირადი და მეგობრული ურთიერთობების აწყობა. კარგი პერიოდია ქორწინებისა და ბავშვების გაჩენისთვისაც. 28 ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და შანსები, რომლბსაც მანამდე ვერ გამოიყენებთ ჰაერში დარჩება. გარდა ამისა იკლებს თქვენი ენერგიაც და ადვილი მოსალოდნელია მარტივად გაეხვეთ ინტრიგებისა და ჭორების მორევში.

+ 3, 7, 12, 17, 21, 25, 29              – 1, 5, 9, 15, 19, 23, 27, 31

კურო

5-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით კუროები საკმაოდ დაბალი ენერგეტიკით გამოირჩევიან. ამ პერიოდში ჩატარებული შეხვედრები და მოლაპარაკებები დადებით შედეგს ვერ მოიტანენ, ამიტომაც უჯობესი იქნება თავი შეიკავოთ ენერგიის ტყუილი ხარჯვისგან. გაცილებით დადებითი პერიოდია მოსალოდნელი 12 ოქტომბრიდან, მაშინ როდესაც მოლაპარაკებები, შეხვედრები და ახალი პროექტები სასიკეთო გარდაქმნებს მოგიტანთ ცხოვრებაში. თვის მესამე დეკადა საუკეთესო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობების განვითარებისათვის, ამიტომაც კარგი იქნება  დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები 29 ოქტომბრამდე. კუროებს შესაძლებლობა გეძლევათ ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი კონტაქტები ძველი პრობლემების, ვალების ან შეუსრულებელი ვალდებულებების მოსაგვარებლად. ასევე ეს პერიოდი არ არის ცუდი ქორწინების, კონტრაქტებზე ხელმოწერისა და ახალი სამსახურის დასაწყებად.

+ 4, 10, 14, 20, 24, 28                  – 2, 6, 11, 16, 22, 26, 30

ტყუპები

ოქტომბრის პირველი და მეორე დეკადა ძალიან სასიკეთო და აქტიური პერიოდია ტყუპებისთვის. მატულობს ენერგია, რის გამოც იქნებიან ძალიან აქტიურები კომუნიკაციაში, ამ პერიოდში კარგია მოგზაურობა, ინფორმაციის გაცვლა. დადებითი პერიოდია როგორც შემოქმედებითი ასევე სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ახალი იდეების და პროექტების შესაქმნელად. ასევე კარგია თვის მეორე დეკადაც განსაკუთრებით 12 რიცხვის შემდგომი პერიოდი, როდესაც თქვენი თანმდევი იქნება წარმატება და ყველაზე რთულ და სარისკო საქმეებშიც კი გაგიმართლებთ. ამ პერიოდებში წარმატებული იქნება საზოგადოების წინაშე გამოსვლა, მოლაპარაკებები და ძალიან გაგიმართლებთ კარიერაში. 26 რიცხვის შემდგომ საჭიროა გამოიჩინოთ თავშეკავება, არ ეცადოთ მოახდინოთ ზეწოლა თქვენს გარემოცვაზე, ვინაიდან სკანდალების და უსიამოვნებების ალბათობა მატულობს, განსაკუთრებით თვის ბოლოს.

+ 3, 7, 12, 17, 21, 25, 29                              – 1, 5, 10, 14, 19, 23, 27

კირჩხიბი

2 დან 6 ოქტომბრის ჩათვლით საკმაოდ რთული პერიოდი იქნება უმეტესი კირჩხიბებისთვის, ვინაიდან მათი ენერგეტიკა არასტაბილურია, რის გამოც ერთგვარ სტაგნაციას და დეპრესიას განიცდიან. 7 დან 13 ოქტომბრის ჩათვლით ისინი გაცილებით უკეთ იგრძნობენ თავს, გახდებიან კონტაქტურები და აქტიურები. ეს კარგი პერიოდია თვითრეალიზაციისათვის, შემოქმედებითი ადამიანებისთვის, ასევე კარგი იქნება საკუთარი მიზნების თუ გეგმების გადახედვა. ბევრ კირჩხიბს შესაძლოა გაუმართლდეს ლატარიის ან აზარტული თამაშის დროს. თვის მესამე დეკადაში, განსაკუთრებით 22 რიცხვიდან მატულობს მათი სექსუალური და შემოქმედებითი პოტენციალი და თუ ისინი შეძლებენ გადალახონ სწორად პრობლემები რაც დასაწყისში ექნებათ, ოქტომბრის ბოლო პირდებათ აქტიურ პირად ცხოვრებას. მიუხედავად ამ პრობლემებისა კირჩხიბები საკმაოდ წარმატებული იქნებიან თავიანთ საქმიანობაში.

+ 4, 9, 15, 20, 24, 28                                   – 2, 7, 12, 18, 22, 26, 30

ლომი

ბევრი ლომისთვის ოქტომბრის პირველი ნახევარი იქნება ენერგიული და მაჟორული. აქტიურები იქნებიან კომუნიკაციებში, გაუჩნდებათ  სწავლის და მათთვის საჭირო ინფორმაციის  მიღების სურვილი. ეს საუკეთესო პერიოდია შეხვედრებისა და მოგზაურობისათვის. განსაკუთრებით 6 ოქტომბერი, როდესაც ლომების ცხოვრებაში შესაძლოა მოხდეს სერიოზული და საბედისწერო მოვლენები. მათ მარტივად გამოუვათ ახალი ურთიერთობები და მათი გამყარება. თვის მეორე დეკადაში 14 რიცხვის შემდგომ გაძლიერდება მათი შარმი და მომხიბვლელობა, რის გამოც ყურადრების ცენტრში მოექცევიან. ოქტომბრის მესამე ნახევარი, განსაკუთრებით 21 დან 26 ჩათვლით ისინი მშვიდდებიან, მოუნდებათ დატკბნენ მიღწეული შედეგებით, ყურადღებას დაუთმობენ საკუთარ სახლს და გარემოცვას. თუმცა ძალიან ნუ მოდუნდებით, რადგან თვის ბოლოს მოსალოდნელია ენერგეტიკული დაღმავლობა, ამიტომაც სასურველია იქნება ეს პერიოდი გამოიყენოთ ძველი მიღწევების გადასაფასებლად და ახალი კონტაქტების გასამყარებლად.

+ 2, 8, 13, 18, 22, 26, 30                                – 4, 10, 15, 20, 24, 28

ქალწული

2 დან 7 ოქტომბრის ჩათვლით ქალწულებს მოუწევთ მეტი ყურადღება დაუთმონ საქმიან, ბიზნესს და კარიერულ ურთიერთობებს, ვიდრე პირად ცხოვრებას. ბევრი პოზიტიური შესაძლებლობა, თუკი არ იქნება რეალიზებული ამ პერიოდში, შესაძლოა გაშვებულ იქნას ხელიდან, შემდგომში დროის, ენერგიის და უყურადღებობის უქონლობიდან გამომდინარე. 7 დან 12 რიცხვის ჩათვლით ქალწულებმა უმჯობესი იქნება აკონტროლონ საკუთარი ემოციები, ასევე თავი შეიკავონ მსხვილი შენაძენებისგან, რადგან ფინანსური შემოსავალი არ იქნება რეგულარული. 12 ოქტომბრის შემდგომ პერიოდი სასიკეთოთ იმუშავებს. ისინი შეძლებენ წარმატებით გამოიყენონ წარსული გამოცდილება, იდეები და საქმიანობა, რითის შესაძლებლობა მიეცემათ გაიუმჯობესონ მატერიალური მხარე, ავტორიტეტი და სამსახურეობრივი მდგომარეობა. განსაკუთრებით  კარგი პერიოდი ელოდებათ 14 დან 26 ოქტომრის ჩათვლით, რის შემდგომაც მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში.

+ 1, 5, 9, 14, 19, 23, 27, 31                                     – 3, 7, 12, 17, 21, 25, 29

სასწორი

თვის პირველი და მეორე დეკადის ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია სასწორების ცხოვრებაში ახალი პროექტების, კარიერული ზრდისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძლიერი ნებისყოფის და თავდაჯერებულობის დემონსტრირებას მოახდენენ 12 ოქტომბრიდან, რაც საშუალებას მისცემთ მათ აქტიურად დაიწყონ საქმიანობა, შევიდნენ აზარტში და გარისკონ კიდეც, იმისათვის რომ მიაღწიონ სასიკეთო გარდაქმნებს ცხოვრებაში. ამ პერიოდში მოხდება მათი ენერგეტიკული ზრდა. ოქტომბრის მეორე ნახევარში მიაღწევენ აქტიურობის პიკს. შეხვედრები და ურთიერთობები საკმაოდ პოზიტიურად აისახება არა მხოლოდ პროფესიონალურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, არამედ პირად ცხოვრებაშიც. 16 ოქტომბრის შემდგომ გამოიკვეთება პოზიტიური წინსვლები მატერიალურ სფეროში, რაც დაეხმარებათ მათ გააკეთონ წარმატებული დაბანდებები და შენაძენები. საკუთარი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი საქმეები აუცილებელია განახორციელონ 26 ოქტომბრამდე, სანამ წარმატება მათ მხარესაა.

+ 2, 8, 13, 18, 22, 26, 30                                         – 4, 10, 15, 20, 24, 28

მორიელი

6 დან 11 ოქტომბრის ჩათვლით მორიელები იგრძნობენ სასიცოცხლო ენერგეტიკის დაქვეითებას, აპათიას და მოექცევიან ნეგატიური ფსიქო ემოციური გავლენის ქვეშ. არ არის სასურველი პერიოდი მოგზაურობებისთვის, ახალი საქმეების დასაწყებად და მოლაპარაკებებისთვის. 13 რიცხვიდან ისინი გაცილებით კომფორტულად იგრძნობენ თავს, შეძლებენ დივიდენტების მიღებას წარსულში გაწეული მცდელობებიდან და მოახერხებენ საზოგადოებაში მათზე შექმნილი აზრის შეცვლას. მოთმინება, თავშეკავება და შანსების სასიკეთოთ გამოყენება დაეხმარებათ მატერიალური შემოსავლის გაზრდაში და დასასურველ ეფექტს მოახდენს ოქტომბრის მესამე დეკადაში. ამ პერიოდში მორიელებს მიეცემათ ბევრი პოზიტიური შესაძლებლობა, რაც იქნება მათი შემოქმედებითი და საქმიანი აქტივობის მასტიმულირებელი. 22 დან 30 რიცხვის ჩათვლით ისინი შეძლებენ გადალახონ ბევრი სირთულეები, რომლებიც ადრე ავტორიტეტების არ აღიარების და კანონებზე არ დაქვემდებარების გამო შეექმნათ.

+ 1, 5, 9, 14, 19, 23, 27, 31                                 – 3, 6, 11, 16, 21, 25, 29

 

მშვილდოსანი

ოქტომბრის დასაწყისი 8 რიცხვამდე, მშვილდოსნებისთვის ენერგეტიკულად აქტიური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდი საკმაოდ ქაოტური და რთულია, ისინი შეძლებენ შეიცვალონ წარმოდგენა ჩვეულ საქმიანობაზე, იპოვონ ახალი გზები და შესაძლებლობები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, აღმოაჩინონ შემოსავლის ახალი წყარო. ახალი შეძენილი ნაცნობები მზადყოფნას გამოთქვამენ მათ დასახმარებლად, გაიზიარებენ მათ შეხედულებებს და ეს ურთიერთობები გახდება სტაბილური. ოქტომბრის მეორე დეკადაში მშვილდოსნებს გაუჩნდებათ სურვილი მოსინჯონ საკუთარი ძალები ახალ საქმიანობაში, რაც მისცემს მათ საშუალებას 14 რიცხვიდან გაზარდონ საკუთარი ძალაუფლება და გაუჩნდეთ ამბიცია დაიკავონ უფრო მაღალი თანამდებობა, 25 რიცხვის ჩათვლით მათ ელოდებათ საკმაოდ აქტიური და წარმატებული პერიოდი. 26 რიცხვიდან ისინი იგრძნობენ გადაღლას რაც მათ ემოციურ და შემოქმედებით პასიურ პერიოდში გადაიყვანს.

+ 3, 6, 11, 16, 21, 26, 30                                              – 1, 4, 9, 14, 19, 24, 28

თხის რქა

ოქტომბრის დასაწყისი 8 რიცხვამდე თხის რქებისთვის აქტიური მუშაობის პერიოდია, თუმცა ამასთან ერთად უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ენერგია არ არის უშრეტი და არ არის მიზანშეწონილი ფიზიკური გადატვირთვა. გახსოვდეთ, რომ სამსახურეობრივი ურთიერთობები როგორც უფროსებთან ასევე კოლეგებთან არ იქნება სტაბილური, განსაკუთრებით 9 დან 13 რიცხვის ჩათვლით. 14 რიცხვიდან თხის რქებს დაეწყებათ აღმავალი პერიოდი პროფესიონალურ საქმიანობაში და 28 რიცხვის ჩათვლით მათთვის იქნება საკმაოდ ნაყოფიერი და პოზიტიური დრო. მათ შესაძლოა გაუჩნდეთ ახალი ვალდებულებები, რაც დაეხმარება საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენაში. გავლენიანი ნაცნობები დაეხმარებიან  პროფესიონალური და ბიზნეს პერსპექტივების გაფართოვებაში. 28 რიცხვის შემდგომ ისინი აღარ იქნებიან ასეთი აქტიურები სამსახურში და გადაერთვებიან მეგობრებთან, პარტნიორებთან და ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის დალაგებაში.

+ 4, 10, 15, 20, 24, 27                               – 2, 8, 13, 18, 22, 25, 29

მერწყული

ოქტომბრის პირველი დეკადა საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანია მერწყულებისთვის. ეს  პერიოდი კარგია უფროსებთან კონტაქტებისთვის გასაუმჯობესებლად, წარმატების მისაღწევად და ახალ დონეზე გადასასვლელად, ასევე პროფესიონალური და ცხოვრებისეული საკითხების გადასაჭრელად. თვის მეორე დეკადაში 11 რიცხვიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მათი ენერგია და პოპულარობა, იმატებს თაყვანისმცემლების და თანამოაზრეების რაოდენობაც. მათ შეუძლიათ მიაღწიონ, როგორც პროფესიანალურ ასევე ფინანსურ წარმატებას, რაც საშუალებას მისცემთ მათ გააკეთონ მომგებიანი ინვესტირება, მსხვილი შენაძენები, გაუმართლედ ლატარეაში და სარისკო საქმიანობაში. ამიტომაც მესამე დეკადის დასაწყისში მერწყულებს მიეცემათ შანსი მოულოდნელად სასიკეთოთ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. 27 ოქტომბრის მერე კი გაჩენილმა კონფლიქტებმა და წინააღმდეგობებმა შესაძლოა გაურთულოთ მათ ცხოვრება.

+ 3, 6, 11, 16, 21, 26, 30                                      – 1, 4, 9, 14, 19, 24, 27

თევზები

ოქტომბრის დასაწყისი 2 რიცხვის ჩათვლით და 7 დან 11 ის ჩათვლით საკმაოდ რთული პერიოდია თევზებისთვის, რადგან გაუჩნდებათ საკუთარი თავის იზოლაციის სურვილი და მათი გეგმები გაყინული ან დანგრევის ზღვარზე იქნება. გარდა ამისა მათი ბიზნესის განვითარებას ხელს შეუშლის ფინანსური და სამართლებრივი პრობლემები, ასევე დაძაბული ურთიერთობები გარემოცვასთან. 12 რიცხვის შემდგომ ისინი ძალებს მოიკრეფენ, შეძლებენ გამოავლინონ ნებისყოფა, იმისათვის რომ გაიუმჯობესონ საქმიანობა. ეს პერიოდი კარგია მემკვიდრეობის საკითხების მოსაგვარებლად, ძველი ვალების დასაბრუნებლად ან მეგობრებისგან დახმარების მისაღებად. კიდევ უფრო პოზიტიური და წყნარი პერიოდი იქნება ოქტომბრის მესამე დეკადა, როდესაც თევზები იგრძნობენ ენერგეტიკული ძალების მატებას და ექნებად ოპტიმისტური განწყობა. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და საქმიანი ურთიერთობების დასალაგებლად. 26 ოქტომბრამდე დაწყებული  პროექტები და ახალი საქმეები ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანთ.

+ 5, 10, 15, 20, 24, 28                                            – 3, 8, 13, 17, 22, 26, 30

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როგორ იღებენ ფილმებს მწვანე ფონზე ჰოლივუდში – სპეცეფექტები

Beso Makharashvili

როგორ კურნავს დედა ანა უამრავ სნეულს და როგორ გადაარჩინა აბორტისთვის განწირული ბავშვის სიცოცხლე

შემოგვიერთდით! თუ კი ერთხელ მაინც მოილოცავთ “დედოფლის” ხატს ღვთისმშობლის ძალას აუცილებლად იგრძნობთ

Beso Makharashvili

თბილისში ლეღვის ნახარშის შემდეგ ახალი სენი მძვინვარებს! – სილამაზისთვის მსხვერპლად შეწირული ტუჩები

ღვინის მეხსიერება.

Zaali Tsinadze

მამა პეტრეს პოპულიზმი და შეურაცყოფა მაია ასათიანს – „შოუების და იაფფასიანი სანახაობების დრო წავიდა“

რომელ ფრესკაზე აუპატიურებს ეშმაკი მამაკაცს და რაზე მიანიშნებს ნიკორწმინდის ტაძარში არსებული ჯოჯოხეთის ფრესკა

Beso Makharashvili

მინისტრი ზაქარეიშვილი რუსეთის იდეოლოგიური და საინფორმაციო დივერსიული გეგმების პირდაპირი შემსრულებელი

Zaali Tsinadze

ომი, რომელიც შეფასებას ითხოვს !

Zaali Tsinadze