ლიტერატურაყირამალა

ოცდამერვე ისტორია – ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

ნიმა ბარათელი

ყირამალა საყვარლები, ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

(გაგრძელება)

ისტორია ოცდამერვე

გოთვერნის დამარცხება

(მოქმედი პირები: ჯამლეთა, ირა, მარინა და ლევანო)

ჯამლეთა უქეიფოდ იყო უკვე რამდენიმე დღეა და აშკარად ხარშავდა იმ ვერსიას, რაც მარინამ  ჩააწვეთა. ჩააწვეთა კი არადა, ეგრევე აჯახა, როგორც მარინასნაირ ბოზანდარას ეკადრება – ირა-მირა გაჟიმე და მე თეოზე შურს გაძიებინებო. არა, არ ვარ ასე აწყობილი  და არც აპოლონ ტავრიჩესკია ჯამლეთა ( თუ სადაურელია ის შიშველი ახვარი!), რომ ნებისმიერი ქალი შეაბას. თან, წესიერების ისეთი ნიმუში, როგორიც ლევანოს ცოლია. და მერე რა?! იქნება და, არ ჩავარდნია მომენტი? ცდას რა უდგას წინ?!

არც რა! ჰოდა, ადექი ახლა და გაატოკე ეგ კვინიხი. მოიფიქრე ისე, რომ თავისით მოხდეს მოსახდენი. თორემ, თუ ილონდრებ, თეო უარესებს გკადრებს და კი იკოტრიალებს ამ ბოთე ზურიკელასთან. ვახ, ჩემი, რა დღეში ჩამაგდო კაცი! ან რას გადავეკიდე ამ გაძვალტყავებულ ძუკნას, რით ვერ მოვინელე!? არა, რა, დიდი ხორი მაქვს და უნდა გავუდო! მორჩა და გათავდა! მაგას სანამ არ ავაკრუტუნებ და არ დავისვამ, რაზეც საჭიროა, მანამდე ვერ დავცხრები. ისე, ეს მარინა რა დედამოხნული ალქაჯია, ტო! რასაა, კაცს რომ უკეთებს. ბოლოს რაც ვიკოტრიალეთ, თითქოს ხელახლა დავიბადე. ძალა და ჟინი შემემატასავით. ჰოდა, მარინა თუ გზაზე გადაუდგა ვინმეს, კაპეც! დაერხა, გოგოშკას, მეც წავეშველო უნდა, ისე, ეგ ბოზი კია, მაგრამ საქმის გარჩევაში ქურდია. სიტყვაზე პასუხს მომთხოვს და ამახევს კიდევაც. მომიწევს მე ლევანოს დარქიანება. არადა, სულ არ მიდგება ამ თევზივით ირა-მირაზე… მოიცა, ტო, ვისზეც გიდგება, ის გიკიდებს და თუ არაფერი, გაამწარებ მაინც საფუძვლიანად.

… ჯონდო, იგივე ჯამლეთა-ჯონი საკუთარ ბინძურ ზრახვებს ვერსად ემალებოდა და უხალისოდ, მაგრამ მაინც ტელეფონს დასწვდა, რომ ამ ზრახვების განხორციელებას შესდგომოდა.

–სალამი მშვენიერ ქალბატონს! მიცანი, გოგო?! კი, მე ვარ, ოქრო… არა, რატომ ვარ მთვრალი?! ამ უთენია რომელი არისტოკრატი მნახე, თუ დეგენერატად მთვლი!? ჰაჰაჰა, ირას ვენაცვალე, ჩაგეთვალა! არა, ჩემი ოქრო ქალბატონი ხარ, შენ ხომ იცი, როგორ პატივს გცემ. კი, ასეა, გეფიცები, რა მაქვს შენთან საპირფერო. ირა, იცი შენ, რომ მიყვარს მე შენი უტვინო დაქალი და ახლა ისეთ შარშია, შენ გარდა… არა, არაფერი ისეთი, დაწყნარდი, გოგო, გეუბნები, ჯერ არც იცის, რა შარშია. მაგრამ ხომ იცი, მე ყველაფერი ვიცი, რაც მის თავს ხდება და მინდა, გავაფრთხილო. არ დაიღუპოს თავი საბოლოოდ. კი, ზუსტადაც ასე უნდა მოიქცე. გელოდები იცოდე. კი, სახლში დაგელოდები, აბა, ამ თემაზე ქუჩაში ვერ დავილაპარაკებთ. კიდევ ერთი ქალბატონი ამოვა, აი, ვისაც უნდა, რომ გაგაფრთხილოს. არა, არ იცნობ, ირასვენაცვალე, მაგრამ მთავარი სათქმელი მისგან უნდა გაიგონო…

–ესეც ასე! ვაჰ, რა მიამიტი ბოთეა ეს გოგო! რა უცბად დავითანხმე, აი! საღამომდე დრო მაქვს და ერთი კაკოიას დავუკაკუნო უნდა, ჩამწერი დამიყენოს აქვე, საძინებელში. თორემ ისე მარინას რა ხეირი, ლევანოს თუ არ აჩვენებს ამას?! მოიცა და, სახლი რომ იცნოს? იცნოს, რა, ირა ვითომ არ ეტყვის? ვაჰ, ამაზე სულ არ მიფიქრია! რომ გამთქვას?! და მერე ლევანომ … ერთი მაგისიც, ისე დავთეთქვავ, მარინასაც ვეღარ გაჟიმავს… არა, ამაზე კარგად უნდა ჩამოვყალიბდე, რას ვაკეთებ, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი მივიღოთ, ამ ბოთეებს კი ავახიოთ! ესე იგი, ვიდეოს ვიღებთ. მერე ირას ვაფრთხილებ, რომ სუსს არ ძრავს, თორემ ოჯახს ვუნგრევ. მარინა ამ ვიდეოს ლევანოს უჩვენებს, ისე, რომ მე არ ვჩნდები…

მოიცა და, ლევანო რომ ირას დაადგება, ვნახეო, ეს ქათამი ეგრევე დამადებს ხელს… სხვა რამეა მოსაფიქრებელი. იფიქრე, ჯამლეთ, იფიქრე, ჯერ გაქვს დრო! მარა გარდა იმისა, რომ ირა ნებით დავიყოლიო და შევუყვარდე, სხვა შანსი სად არის, რომ ლევანომ არ დამიპადიეზდოს?! მოკლედ, მომიწევს ერთი ორჯერ მუშტის მოქნევა. მთავარია, ეს დედალი ისე გავუბახო, კამერაზე იკრუტუნოს და მერე მდიოს რამდენიც უნდა… ჰო, დავალევინებ რამეს. მარინას კი ეცოდინება მასეთები…

–მარო, ისეთი რამე მინდა ამ საღამოსთვის, რომ ქალი დაშტერდეს, არ გაითიშოს, მარა ნებას დამყვეს… ჰო, ზუსტად მიმიხვდი, ჯიგარო ხარ, შემოგირბენ და ჩემზეა ის საქმე და შენზეა შენი წილი. აბა, რა! ყველაფერი იქნება ოკეიები!

ესეც ასე! მაინც, რა თახსირია ეს ბოზი ესა! რაც მოგინდება – ყველაფერი  აქვს არსენალში. ლევანოს ნაღდად არ აქვს შანსი, თავი დააღწიოს და ბარემ, ჩემს საქმესაც მოვიკვარახჭინებ. ერთი გასროლით რამდენს გავარტყამ?! ასე, აბა! ეცოდინებათ ჯამლეთა ბიძას ამბავი…

სახლში რომ დაბრუნდა, უკვე საღამოს შვიდი ხდებოდა. ვიდეოკამერაც დაყენებული დახვდა ( კაკოია მეზობლად ცხოვრობდა, ერთი, ნახევრად დებილი უსაქმური ბალღი იყო, რომელიც საოცრად ერკვეოდა ტექნიკაში და ოღონდ გეთხოვა რამე, ტყავიდან გამოძვრებოდა, თან, თუ ერთ-ორ ლარს მიუგდებდი, სულ გადაირეოდა). ჯამლეთამ მარინასგან წამოღებული მინის მომცრო, კოლბასავით მოგრძო ჭურჭელი საგულდაგულოდ დაყნოსა, დაათვალიერა და გულის ჯიბეში გადაინახა. მარინამ გარკვევით უთხრა: მხოლოდ 15 წვეთი! და თან დააკვირდი, ჯერ რამე შეჭამოს, თორემ მაგას სუსტი ჯანი აქვს და ემანდ, არ შემოგაკვდესო. მერე ისე მოიმჩვარება, რაც გინდა, ის უქენიო… ჯამლეთა, ცოტა არ იყოს, ნერვიულობდა! ხუმრობა საქმე ხომ არ არის, წესიერი ოჯახის ქალი აცდუნო, ვიდეოზე ჩაწერო და მერე დააშანტაჟო. იქნებ არც ღირდეს ასე გარისკვა და ბოზი მარინას ჭკუას აყოლა?! იმას რა ენაღვლება, ყველა ჩიხიდან გაძვრება და ირამ რომ იჩივლოს? არა, კაცო, ისე გაითიშებაო, სიამოვნებისგან დადნება, თუ ივარგებო… მოკლედ, ვნახოთ და ეგაა!

ნახევარ საათში ირა ჯამლეთას კართან იდგა და ნერვულად აჭერდა ხელს ზარის ღილაკს.

–დედა, რა მშვენიერი სტუმარი მესტუმრა! – ჯამლეთამ საკოცნელად გაიწია, მაგრამ ირამ ხელი დაახვედრა და ცივი, ირონიული ღიმილით შეათვალიერა: ფიქრობ, აქ კომპლიმენტების მოსასმენად ამოვედი?! თუ ძმა ხარ, მალევე გამაგებინე, რა ხდება და გავრბივარ, არ მაქვს ბევრი დრო და ლევანოც მელოდება.

–ლევანო სად გელოდება? – ჯამლეთას შიში გაუკრთა ხმაში.

–სადაც საჭიროა, იქ! ისე, გაგიხარდება, ვიცი და დუდუ ჩამოვიდა… ვიცი, რომ იცი, დუდუ ვინც არის და მასეთ სახეს ნუ დაიყენებ, არ გინდა… სად არის ის ქალი? დააგვინდება? მე მართლა არ მაქვს დრო…

–ირა, ჩემი ლამაზო, რად ჩქარობ? ლევანო არსად გაგექცევა, თუ, რა თქმა უნდა, არ გაიტაცეს…

–შენ აქ რისთვის დამიბარე, ადამიანო? ჩემი ოჯახის საქმე შენ არ გეხება, დაიმახსოვრე ეს! არც თეოსთან გაქვს  ხელი! და ახლა მით უფრო, დუდუა აქ, გახსოვდეს…

–ისე ახსენებ იმ დუდუკს, თითქოს გინდა შემაშინო. მაგას რამის ტრაკი რომ ჰქონოდა, აქამდე ჩამოვიდოდა დ არ დაელოდებოდა, სანამ ზურას ჩაუგორდებოდა შენი დაქალოჩკა!

–აი, ეს უკვე ნამდვილი ჯამლეთაა! ჰოდა, არ გინდა ჩემთან თამაში, კარგი? მითხარი, რაც უნდა გეთქვა და წავედი მე…

–ჯერ არ ამოსულხარ, ირა, საყვარელო და სად გარბიხარ?! რამდენი ხანია, ჩემს სახლში არ მოსულხარ და ერთი ჭიქა დამილიო უნდა!

–აუცილებლად! ჭერსაც დაგილოცავ… კაი ახლა, რის დალევა და, თან, წამლებს ვსვამ…

–ყავა მაინც, გოგო! ისეთი ყავა მაქვს, ასეთს სხვაგან ვერ გასინჯავ…

–ჯამლეთ, სად არის ის ქალი? და, საერთოდ, ვინ არის? რა ხელი აქვს თეოსთან? რამეს ხომ არ იგონებ, როგორც გჩვევია?

–ობიჟაეშ, დარლინგ! რა მჩვევია ახლა მე? მოვა ქალი, თუ გინდა, კაციც და გაიგებ ყველაფერს. მე რა, შენი დაქალია  შარში! გაიგო ზურას ცოლმა ყველაფერი და…

–რას ამბობ, ადამიანო?! და შენ საიდან იცი? ჯონდო, იცოდე, რაღაცას ჩმახავ, მე მგონი და შენ ხომ არ გააგებინე, როგორც მე გამაგებინე?

–კაი ახლა, მე. რა, ჭორიკანა დედაბერი გგონივარ? მოდი, დავსხდეთ, აგერ ყავაც მზად არის და სანამ ამოვა, ვინც ამოსასვლელია, ცოტა მოვდუნდეთ, სასიამოვნო მუსიკასაც ჩავრთავ აგერ…

–არ გინდა მუსიკა, მე აქ გასართობად არ ამოვსულვა და არც ყავა მინდა!

–გოგო, რა გაწყენინე ასეთი? ყავაა, შხამი ხომ არ არის? დალიე და დამშვიდდი.

–არა–მეთქი, არ მინდა შენი არაფერი! არ მაქვს გული კარგად და, თუ ახლავე არ მეტყვი ყველაფერს, მივდივარ მე! და ვეტყვი ყველაფერს დუდუსაც, თეოსაც და ლევანოსაც და უხსენი იმათ მერე.

–კაი ერთი, სად მიდიხარ? ვინ გიშვებს, რო? და თუ ქალი ხარ, ამ შენი სირი კაცებით ნუ მემარიაჟები! არ მეშინია არც ერთის და, საერთოდაც, ეგ შენი ლევანო ბოზ მარინაზე ისე იხარჯება, დიდი ეჭვი მაქვს, არც გჟიმავს, ასე რომ, მოდი აგერ, და განახვებ, რას ნიშნავს კაცი და სექსი…

–შენ თავი მიარტყი ხომ რამეს?! გაიწიე იქით, თორემ…

–თორემ, რა? რას მიზამ, გოგო, ჩემს ხელში ხარ აგერ და თუ წესიერად მოიქცევი , გასიამოვნებ, შენი ბოთე ქმარი კი არ ვარ, ისეთ საქმეს გიზამ, არასდროს დაგავიწყდება…

–შე საცოდავო, სულ გაგიჟებულხარ და ეგ არის! ხელი არ დამაკარო, თუ ცხოვრება არ მოგძულებია, შე არაკაცო! ამისთვის ამომიყვანე აქ? და ფიქრობ, ეს გაგივა? შენ მარტო ბოზ მარინასთან შეიძლება იყოყლოჩინო…

–და შენ ვითომ რით ხარ ბოზზე უკეთესი?! იმიტომ რომ არავინ გჟიმავს? და ვის სჭირდები, შე ქათამო? რას გავხარ, შეხედე შენს თავს. მადლობა მითხარი, შენზე თუ ამიდგა…

–ახლა გაჩვენებ მე შენ, რა აგიდგა და რა – არა! შე ნაძირალა, ირას ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჰქონდა უკვე ჩართული ტელეფონი და ზარი ლევანოსთან გაშვებული. როგორც კი ლევანომ უპასუხა, გული მიეცა!

–ჯონდო არაკაცო, არ მომეკარო! თორემ ციხეში ამოგალპობ, იცოდე! და ჩემს მეგობარს დაეხსენი, არ არის ის შენი საკბილო…

–მე ვის გავეკარები და ვის დავეხსნები, ეს ჩემი საქმეა და აქ რომ ამოხვედი , რას ფიქრობდი?! ასეთი ტუტუცი როგორ ხარ, ქალო?

–აი, ეგ ახლა ლევანოს უთხარი, რისთვის ამომიყვანე, – ირამ ტელეფონი ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.  ჯამლეთა გაშრა, ტელეფონს დასწვდა და…

–სიცოცხლე მოგბეზრებია, შე ახვარო? დამელოდე, უნდა გაგჟიმო შენი დედაც… – ლევანო გამწარებული ყვიროდა ტელეფონში და ალეწილ და უცბად დამფრთხალ  ჯამლეთას კარგებს უტრიალებდა წაღმა-უკუღმა…

ირამ მშვიდად აიღო ტელეფონი და ქმარს უპასუხა:

–მე გამოვალ ახლა და მერე გაარკვიე ამ ნაგავთან საქმე. ისე, ბოზ მარინას ელოდება აშკარად, იქნებ ამოუსწრო კიდეც, – ირა ისე უცნაურად მშვიდად და ხისტად ლაპარაკობდა, ისეთი დარწმუნებული აკეთებდა, რასაც აკეთებდა, რომ ცალკე ლევანოს ჩაუვარდა ხმა და ცალკე ჯამლეთა იდგა დაშტერებული. ირამ ყავა აიღო, ყლუპყლუპობით დალია, ჭიქა დააგდო იატაკზე და სანამ ჯამლეთა გონს მოეგო, შემოსასვლელი კარი გაიჯახუნა…

საკუთარი გრძნობების ალყაში

(მოქმედი პირები: ზურა, ბაგრატიჩი და ლანა)

ასეთი დარწმუნებული არასდროს ვყოფილვარ საკუთარ გადაწყვეტილებაში. უცნაურად ვგრძნობდი თავს: ბოლოს და ბოლოს, ის დღეც დადგა, რომ აღარ მოვიძურწებოდი ქურდივით თეოს სახლიდან, იმის შიშით, ვინმეს არ დავენახე და სულ მეკიდა, რას იზამდა ის შალავა ქეთა, რას იტყოდა ლაშა. ერთადერთი, ვისზეც გული მეთანაღრებოდა, ლანა იყო. ლანა კარგი ადამიანია, ჩემი შვილების დედაა და კარგი დედაა. ოპა: რამ გამომაქლიავა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი, რომ ლანამ ყველაფერი იცის! იცის და მაინც ჩუმადაა, იმიტომ რომ ასეთია. მისი ეს თვისება ძალიან მაღიზინებდა: შეეძლო გადაეყლაპა ნებისმიერი წყენა და შეურაცხყოფა და თავი დაეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ვიტყუები, ამ ბოლო დროს გამაღიზიანა და ამ მის „ზურიკო, ზურიკოს“, ძახილს ხომ სულ წყობიდან გამოვყავარ უკვე. ისე, არასდროს შემიდარებია ლანა თეოსთვის, მაგრამ თეო სიცოცხლის სურვილს მაძლევს, ჩემი სტიმულია, ჩემი ენერგიის წყარო, ჩემი სუნთქვა, ჩემი სიცოცხლე!..

ფიქრები ელვის უსწრაფესად ცვლიდა ერთმანეთს ჩემს თავში, მაგრამ ასე ნათელი გონება ბოლოს როდის მქონდა, აღარც კი მახსოვდა. ბოლო ორი კვირაა ან ნაკლები, უცნაურად კი ვგრძნობდი თავს: მოდუნებულ-მოშვებული, თითქოს მე მე არ ვიყავი; თეოსკენ გახედვისაც თითქოს მეშინოდა, სულ თვალს ვარიდებდი, სამსახურიდან ეგრევე სახლში გავრბოდი და ვიჯექი უაზროდ… კიდევ კარგი, წუხელ რაღაც მოხდა და ჩემი ტვინიც განათდასავით: რა ქაქში ვიცხოვრე და უარესში ვამყოფე ჩემი საყვარელი ქალი! და ლანა?! ლანას, რა, კარგად მოვექეცი?! ნივთივით…

ახლა სახლში მივალ და ყველაფერს ავუხსნი. მოიცა, მოვიფიქრო, რას ვეტყვი, რომ გული ნაკლებად ეტკინოს!

სანამ მე ლანასთვის სათქმელ სიტყვას ვამზადებდი, ვიღაცამ მანქანის კარი გააღო, მე კი – პირი: ჩემ გვერდითა სავარძელში ბატონი სანდრო იჯდა!

თვალებს არ დავუჯერე, მაინც მოვიფშვნიტე და მივაშტერდი!

–მე ვარ, კი, ზურა ბატონო და მე შენ კაციც მეგონე, მაგრამ, თურმე, ჩემს ასაკშიც ცდება ხოლმე ადამიანი. სადმე მოფარებულ ადგილას დავდგეთ, სალაპარაკო მაქვს!

–მეე… რაღაც საბუთები…

–კაი ახლა, სულ ნუ წამიხდენ შენზე ისედაც წახდენილ შთაბეჭდილებას. ყველაფერი მოვისმინე, საბუთები, მეგობრობა, და-ძმობა აღარ ახსენო.

არ ვიცოდი, რა მეთქვა, მხდალმა ზურამ ისევ თავის მართლება სცადა და გამიტყდა. მანქანა დავქოქე და ხმა აღარ ამომიღია. იქ ერთი ჩიხი მეგულებოდა, მე და თეო ვდგებოდით ხოლმე და სკოლის მოსწავლეებივით ვკოცნაობდით, ვითომ სახლში ვინმე გვიშლიდა?! ამის გახსენებაზე უნებლიეთ გამეღიმა.

–დამცინი კიდეც?! – ისე დასჭექა ბაგრატიჩმა, რომ კინაღამ ბორდიურზე შევახტუნე მანქანა.

–არა, როგორ გეკადრებათ?! უბრალოდ რაღაც გამახსენდა, ვიღაც და გამეღიმა, – საცოდავად ამოვღერღე.

მანქანა გავაჩერე და უაზროდ ვიყურებოდი წინ, სივრცეში. თუმცა სად იყო იმ ჩიხში სივრცე?!

–თავი მოატრიალე და თვალებში შემომხედე, ბიჭო! მე შენ ჩემს სახლში შემოგიშვი! შენ ჩემთან ჭიქა აწიე და პური გატეხე! თვალებში მიყურებდი და მიმტკიცებდი, რომ ჩემი თეო დასავით გიყვარდა! მე შენ ჩემი საყვარელი შვილიშვილი ჩაგაბარე (აქ ბაგრატიჩს ხმაში ბზარი შეეპარა, მაგრამ ეს თეოს აშკარად არ უკავშირდებოდა). ჩემი ბაბუაც ხარო, მითხარი! მე შენ დაგიჯერე და შენ მე მომატყუე! შენ მე სახლში შემოგიშვი და შენ მე თავს ლაფი დამასხი! ჩემი ცოლი როგორც თეოსთვის მატანდა, ისე შენთვის – ხაბიზგინებს და შენ რა იკადრე, ბიჭო?! შენი დასაწიხლი ოჯახი მაქვს მე?! შენი გასაფუჭებელი შვილიშვილი მყავს მე?! აღარ დაგინახოს აწი ჩემმა თვალებმა! თეოს სიახლოვესაც არ გაეკარო, თორემ მიგახრჩობ გველის წიწილივით. აი, ამ ხელებით მიგახრჩობ! კაცი კი არა, ქათამი არ დამიკლავს, მაგრამ შენს თავს, იცოდე, ვერავინ გამომართმევს ხელიდან!

ბაგრატიჩისკენ კი ვიყურებოდი, მაგრამ თვალს ვერ ვუსწორებდი: ერთი სიტყვასაც კი ვერ ვპოულობდი, რომ თავი მემართლებინა. სრულ სიმართლეს ამბობდა, თეოს ოჯახისთვის ანგარიში არასდროს გამიწევია. არ გამიწევია, რა – მათი არსებობა არც არასდროს გამხსენებია. თეო ჩემთვის ცალკე იყო, თეო ჩემი საიდუმლო იყო, რომლის გამხელა–გაზიარებასაც არავისთვის ვაპირებდი. აი, რომ გამოვიძურწებოდი ხოლმე თეოს ბინიდან, მარტო ჩემიანებს კი არ ვემალებოდი, თეოს მეგობარ–ნათესავებსაც. მთელ სამყაროს ვუმალავდი თეოს. საკუთარ თავსაც ვუმალავდი: ისიც კი მოვახერხე, რომ ჩემგან საიდუმლოდაც კი ვხვდებოდი, ამიტომ არასდროს მიფიქრია, რომ არასწორად ვიქცეოდი.

თეოს ბაბუა სრულ სიმართლეს ამბობდა, მეც მივახრჩობდი მის ადგილას ჩემნაირ ტიპს. კი არ დავემუქრებოდი, უბრალოდ მივახრჩობდი,  ჩემს შვილს რომ ასე მოქცეოდა ვინმე! ამიტომ თავს ძალა დავატანე და ბაგრატიჩს თვალები გავუსწორე:

–მე მიყვარს თეო, ძალიან მიყვარს! მე თქვენთვის არაფერი მომიტყუებია. მე თქვენი ოჯახისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია! თქვენს სახლში ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს ტყუილი! თეო დას… მეგობარივით მიყვარდა ყოველთვის. არ უნდა გამეკეთებინა, არ უნდა მეკადრებინა, მაგრამ შემიყვარდა! ახლაც მიყვარს! ძალიან მიყვარს! მე მასთან მინდა ყოფნა! რაც იქ ვთქვი, ისე იქნება, – საიდან მოდიოდა ჩემი ეს თავდაჯერებული სითავხედე, ამას მეც კი ვერ ვხსნიდი.

–ისე იქნება, როგორც მე ვთქვი: ჩემი სათქმელი გითხარი! არ გაეკარო ჩემს შვილიშვილს! მეც არ მიკვირდა, რატომ არ თხოვდება-მეთქი?! რატომ დადის ასე მარტო და სულ მოწყენილი?! მე ამას ვერავინ გამიბედავს! ვერც შენ, ლაწირაკო! ჩემმა თვალებმა რა დაგინახოს – თეო მარტო არ არის! თეოს ოჯახი ჰყავს და იმ ოჯახთან მოგიწევს პასუხისგება! მიხედე შენს ცოლ-შვილს, იმათ მოუარე. ჩვენ ჩვენს გოგოს მოვუვლით!

–თქვენ არავინ გყვარებიათ?! თუ ცოლისთვის არ გიღალატიათ?! უშეცდომო ხართ?! – უცებ ამომიტივტივდა თეოს წუხანდელი თხოვნა, არა, ამ კაცს ნამდვილად არ ჰქონდა ჩემთვის მორალის წაკითხვის უფლება.

–უშეცდომო რომ არ ვარ, იმიტომაც გეუბნები, რასაც გეუბნები! ცოლ-შვილს მიხედე. ძვირად დაგიჯდება, ძვირად და ვეღარ გამოასწორებ. ადამიანმა ყოველთვის იცის, როდის იქცევა არასწორად და უღირსად, ამიტომ ამას თავის თავსაც უმალავს. თქვენც იმიტომ იმალებით, რომ იცით, გამართლება არ გაქვთ. მოგეწევათ ეს ცოდვა, შენი ცოლ-შვილის ცოდვა მოგეწევათ, ორივეს – თან. მე მინდა, რომ ჩემი შვილიშვილი დავიცვა. შენ კისერიც გიტეხია, მაგრამ ჩემი თეოც შენ გადაგყვება და არ მემეტება საამისოდ! ჩემს თეოს ვერ გავწირავ! წადი, შვილო, შენს ცოლთან. ბოდიში მოუხადე და თავიდან დაიწყეთ ცხოვრება! შვილების ღირსეულ მამად მაინც დარჩი, იმათ არაფერი დაუშავებიათ, თორემ იცოდე, ისინიც აგებენ ამისთვის პასუხს, იმის მერეც კი, რაც მე მათ დავაობლებ, თუ თეოს სიახლოვეს კიდევ გნახავ! მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ცხოვრება გავლიე, მაგრამ ჩემი შვილიშვილის დაცვა ჯერ კიდევ შემიძლია!

ბაგრატიჩი მანქანიდან გადავიდა და კარი ისე გაიჯახუნა, შუშა ჩაიმსხვრა. უკან არც მოუხედავს. მის მიერ ნათქვამი სიტყვები ისე ავისხლიტე, რომ ერთიც არ დამიმახსოვრებია. პირიქით, მისი მუქარა და წინააღმდეგობა მარწმუნებდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

ბაგრატიჩი კი არა, მთელი სამყარო რომ დამდგარიყო საპირწონედ, მე მაინც თეოს ავირჩევდი. შუშის ნამსხვრევები არც კი გადამიყრია მანქანიდან, ისე წავედი სახლისკენ. ჩემი გეგმა სისრულეში უნდა მომეყვანა. და, როგორც იქნა, სამსახურიც გამახსენდა. ტელეფონი მოვძებნე: შალავას ბლომად ურეკავს, ლანასაც. აი, ლაშასგან კი ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. შალვას დავურეკე. ლაშას ჩამოსვლის დროს დასაზუსტებლად, ჩემი ცოლისძმაც იყო და საქმიანი პარტნიორიც, ამიტომ მასაც უნდა დავლაპარკებოდი.

–შალვა, რომელზე ჩამოდის ლაშა? დღეს არ ჩამოდის? ჰო, ჰო, გამახსენდა, სამ დღეში. და რა ხდება, არ უთქვამს? კონტაქტზე არ გამოდის. შენ არ გაქვს მისი ახალი ნომერი? არავის მისცეო?! ხომ არ დაგვიტყდა ბოსი?!. ჩამოვა, აბა, სად წავა. კაი, გამაგებინე, თუ რამე იქნა სიახლე.

ლაშაზე ფიქრის დრო არ მქონდა, თუმცა უცნაური კი იყო მისი გაუჩინარება. ის შალავა არ ცდება, მგონი, ვიღაცასთან ერთად დაგვიტყდა ბიჭი… თუ ლაშა არ ჩამოდის ჯერ, ეს ქალები ასე მივყარო მარტო?! ეჭვი შემომეპარასავით. თეო სულ მარტო არ არის მიგდებული?! ცოტა ხანს ამათაც არ აწყენთ. თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ლანასგან ახლა ჩემი წასვლა სწორი საქციელი არ იყო. პრინციპში სამი დღე რას წყვეტდა?! არც არაფერს! მე მაინც არ შევცვლიდი გადაწყვეტილებას: პრინციპის ამბავიც იყო, ეს უკვე ბაგრატიჩისთვის უნდა დამემტკიცებინა!

ლანა ისე შემომეგება, ვითომც არაფერი: როგორ ვღელავდი, ზურიკო?! მეც სადმე გავიქცეოდი, ის ქალი რომ მახსენდება. ნამდვილად რაღაცას უკეთებს ჩემს ძმას, თორემ ასეთი ქალის ცოლად შერთვა როგორ შეიძლებოდა?! მოდი, მშიერი იქნები, დაღლილი სახე გაქვს.

ლანას ამ „ზურიკომ“ და სიმშვიდემ ისევ გაქცევა მომანდომა და უცებ დამკრა თავში: რას აკეთებდა თეოს ბაბუა თეოს კარის წინ?! კარი მასაც არ გაუღო?! გამორიცხული! აბა, რას ელოდებოდა?! იყო კი თეო სახლში?! ეჭვი შემომიჩნდა – თეო იმპულსურია და ვინმესთან რომ წასულიყო?! არა, სისულულეებს ვამბობ, თეო სხვა მამაკაცს არ მიეკარება, გამორიცხულია! გამორიცხული რატომ არის?! არის და იმიტომ! დიდი-დიდი იმ თავის პედერატ დიტოსთან დარჩენილიყო. ერთად იტირებდნენ და იჭორავებდნენ. კი, დიტოსთან იქნებოდა და ბაბუამისიც კართან ელოდებოდა. ეჭვებმა უკან დაიხია, მაგრამ, თუ თეომ ვერ გაიგონა, რაც ვუთხარი?! არა უშავს, კიდევ ვეტყვი. არა, მე ზუსტად ვიგრძენი თეოს სუნთქვა კარს იქით: ეს არ შემეშლებოდა! თეოს ყოფნას თვალდახუჭული ამოვიცნობდი იქ, სადაც იყო და ვიყავი. იმასაც კი ვხვდები, როდის აპირებს ჩემთან დარეკვას. რამდენჯერ მომხდარა, რომ ერთდროულად აგვიკრეფია ერთმანეთის ნომერი?! მაშინ ბაბუამისს რატომ არ გაუღო კარი?! არ უნდოდა და არ გაუღო! ქალივით ეჭვიანი გავხდი: ჩემს გოგოს თვალდახუჭული ვენდობი!

–ზურიკო, მოდი, გაცივდა ყველაფერი! – ლანას ხმა თავში უროს ჩარტყმასავით დამატყდა: რას აკეთებ? ტანსაცმელს რატომ ალაგებ?

–მივლინებაში მივდივარ: ლაშა არ არის და სასწრაფო საქმე გამოჩნდა. შენი ძმა დაიკარგა. კაცმა არ იცის, ვისთანაა და სად?! და ყველაფერი ჩემი საკეთებელია.

–მოგეხმარები ან შენ ჭამე და მე ჩაგილაგებ.

–არ მინდა, ლანა, პატარა ხომ არ ვარ?! მე თვითონ ჩავილაგებ, რაც მჭირდება, – უხეშად გამომივიდა ნათქვამი.

ლანამ, რა თქმა უნდა, არ შეიმჩნია: კარგი, როგორც გინდა.

ბოღმა ისევ ლანაზე ამოვანთხიე: მაინც ვერ მოვახერხე, მეთქვა, რომ ფარსში ვცხოვრობთ და ამას ოჯახი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში არასდროს ყოფილა. ეს ქალი მაცოფებდა უკვე: გზაში წავიხემსებ. ძალიან მეჩქარება. თუ რამე დაგჭირდა, შალვას დაურეკე და კიდევ, იმ შენი ძმის შალავა ცოლს არაფერი უთხრა! ბავშვებს აკოცე.

ჩანთა ავიღე და კარი გამოვიჯახუნე. თუმცა გულმა არ მომითმინა და ეკასთან შევიარე, მინდოდა, მეთხოვა, რომ ლანასთან ასულიყო. კარი არავინ გააღო, ვითომ სძინავს?! გავიფიქრე ჩემთვის: ეძინოს, მერე დავურეკავ და ვთხოვ.

გარეთ მზე თბილად ანათებდა, სხვებით არ გწვავდა, ამის ძალა ჯერ არ ჰქონდა, მხოლოდ გათბობდა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მზეს გავუღიმე.

(გაგრძელება ოცდამეცხრე ისტორიაში)

ჟურნალი “თბილისელები”

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *