მთავარი ბლოკიპოლიტიკასაზოგადოება
პაატა კოღუაშვილი: სასწრაფოდ შესაცვლელია საარსებო მინიმუმის დონე საქართველოში
ხორცის მოხმარების ნორმა 80 გრ/დღ 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულს

-
საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, ცხოვრების დონისსოციალურ სტანდარტს, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების,სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობისგანსაზღვრისათვის. საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შედგება, შრომისუნარიანიადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა(ე.წ სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა დამომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით).საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაშიარასრულფასოვნად იკვებება,ვერ ახერხებს რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებითძვირადღირებული პროდუქციის (ხორცი, რძისა და რძის პროდუქტები, თევზი, ხილი,ბოსტნეული) შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად იაფფასიანი პროდუქტით – პურით,იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის თითქმის ნახევარს შეადგენს,მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში მხოლოდ 12-15%-ია
-
ყოველივე ამის გამო, მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს,ვიტამინებისა და მიკრო ელემენტების ნაკლებობას.აღნიშნულის გათვალისწინებით,საქართველოში უახლოეს მომავალში გადასაჭრელიპრობლემებიდან უპირველესს სწორედ მოსახლეობის კვების რაციონის გაუმჯობესება დამისი განმსაზღვრელი პირობის – სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა წარმოადგენს.მისი გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. მასში მოიაზრებაქვეყნის უნარი (საშუალება) უზრუნველყოს საკუთარი მოსახლეობა ძირითადი საკვებიპროდუქტებით, ადგილობრივი რესურსების წარმოების ხარჯზე. ამის გარეშე კითხვის ნიშნისქვეშ დადგება არათუ საარსებო მინიმუმის დონეზე მოსახლეობის სურსათითუზრუნველყოფის შესაძლებლობა, არამედ გაიზრდება ხელისუფლების მოტივაცია და„ცდუნება“, გადასინჯოს ეს ნორმები შემცირების მიმართულებით დე-ფაქტო მდგომარეობისუკეთ წარმოჩენის მიზნით, როგორც ეს ერთხელ უკვე განხორციელდა 2003 წელს. კერძოდ,2003 წლის 8 მაისის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს #111-ნ ბრძანებით დაამტკიცა ნორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ როგორცსაერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, ისე მანამდე მოქმედ ნორმებს: მაგალითად,ხორცის მოხმარების ნორმა 80 გრ/დღ 2,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისოდ აღიარებულს(200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შემცირდა 4,5-ჯერ (!) – 960 გრამიდან215 გრამამდე, ბოსტნეულის განახევრდა – 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შემცირდა100 გრამიდან 55 გრამამდე. ხოლო იაფფასიანი პროდუქტის – პურის მოხმარების ნორმა,რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო სტანდარტს (200 გრ/დღ),გაიზარდა 350 გრამიდან 400 გრამამდე დღეში (!).ამგვარი მეთოდოლოგიური მანიპულაციის შედეგად, ფიზიოლოგიურ ნორმადჩაითვალა მინიმალური საკვების ის რაოდენობა, რის მიღებასაც მოსახლეობა ახერხებდა.ასე მარტივად „მოგვარდა“ სასურსათო უსაფრთხოების დარღვევის საგანგაშომდგომარეობა – ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის და სათანადო ღონისძიებების გატარებისგარეშე. შედეგად – ამ ე.წ. „ნორმების“ მიხდვით ვიზუალურად ჩვენი მოსახლეობის მიერსურსათის მოხმარების მდგომარეობა „არც თუ ისე სავალალოდ“ გამოჩნდა (!). მაგრამ ესნორმები, მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ, მათშორის აშშ-ში რეკომენდირებულ ნორმებს: ხორცზე – 3.2–ჯერ, რძის პროდუქტებზე – 3–ჯერ,ხილზე – 2,3–ჯერ, ბოსტნეულზე – 2–ჯერ.აღნიშნულის გამო საქართველოში მოსახლეობის საკვებ რაციონში ადამიანისორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების:ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია.მთლიანობაში, აღნიშნული ფარსი განხორციელებული იქნა სასურსათო კალათისღირებულების შესამცირებლად, რათა რაც შეიძლება მეტად შემცირებულიყო ის უზარმაზარიგანსხვავება, რაც რეალურ კალათასა და პენსიებს შემწეობებსა და არსებობისათვისსაჭირო თანხებს შორის არსებობდა (და სამწუხაროდ დღესაც არსებობს). ამ ღონისძიებითხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა–მოხმარების შორის არსებულიმნიშვნელოვანი შეუსაბამოებანი და შეექმნა ნორმალურ მდგომარეობასთან მიახლოებულივიზუალური სურათი.მიუხედავად ასეთი შემცირებისა, საქართველოში დღეისათვის არსებული სურსათისრესურსების მოცულობა (კვერცხის გამოკლებით) მნიშვნელოვნად ჩამორჩება არა მარტოოპტიმალურს, არამედ კრიტიკულსაც კი. ის, რომ 2011-2019 წლებში საქართველოშიიმპორტირებულია 11.0 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აგროსასურსათოპროდუქცია (ქვეყნის 2019 წლის მშპ-ის 92.5%) მიუთითებს აგრარული სექტორისსერიოზულ ჩამორჩენაზე . და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის(რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება. – მოსახლეობის უზრუნველყოფა: 1.საჭირო რაოდენობის სურსათით; 2. სრულფასოვანი და დაბალანსებული სურსათით; 3.უვნებელი სურსათით; 4. ხელმისაწვდომი სურსათით) არასაკმარის დონეზე.
-
ამჟამადმოქმედისაარსებო მინიმუმი არარეალურია – იგი ქმნის მცდარ სურათსმოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობაზე, ილუზიას, რომ მისი საკვებირაციონი (რომელიც სრულიად აცდენილია რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს)ნორმალურია. შედეგად, მათზე ორიენტირება მოსახლეობის სხვადასხვა მძიმედაავადებების მსხვერპლად გახდომის რისკს ზრდის.აღნიშნულისგათვალისწინებით,მოქმედისაარსებომინიმუმისგაანგარიშებისმეთოდიკა სასწრაფოდ შესაცვლელია, ხოლო რეალური საარსებო მინიმუმისდადგენისათვის საჭიროა:1.აღვადგინოთ და დავეყრდნოთ საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებულ,საქართველოს მოსახლეობისათვის დადგენილ რეალურ ფიზიოლოგიურ ნორმებს;2.ამ ნორმებისსაფუძველზესასურსათოკალათისშედგენისასგამოვიყენოთდღევანდელი ფასების გათვალისწინებით სურსათზე გასაწევი რეალური ხარჯებისმაჩვენებელი. შევაჭრებისას ფასდაკლების 13,5%-ანი კოეფიციენტი ყველაზე ოპტიმისტურიგათვლებით, რეალურად კი, 2-3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.3.საარსებომინიმუმშისასურსათოკალათასუნდადაეთმოსარა70%(რაცყოველადმიუღებელია) არამედ 50% და სასურსათო მინიმუმში საკვები პროდუქტებისა და სხვახარჯების თანაფარდობა უნდა იყოს არა 70/30–ზე, არამედ 50/50-ზე, თუ დაცული იქნებადიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული პროპორცია კალორიების მცენარეული დაცხოველური წარმომავლობის მიხედვით (40/60-ზე, ნაცვლად ამჟამინდელი 60/40-სა), ესმნიშვნელოვნად გაზრდის ყოველი 1000 კკალ-ის ღირებულებას: ცხოველურიწარმომავლობის კალორიები მცენარეული წარმომავლობის კალორიებზე 5-6-ჯერ უფროძვირი ჯდება (მაგალითად, პურისა და საქონლის ხორცის მიხედვით ეს სხვაობა საქონლისხორცის „სასარგებლოდ“, ბოლო მონაცემებით, უკვე 13-ჯერადია) და ეს სხვაობა წლიდანწლამდე სულ უფრო იზრდება. პროპორციების ცხოველური წარმომავლობის კალორიებისსასარგებლოდ შეცვლით საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი კიდევ უფროგაიზრდება, რაც საბოლოოდ მოგვცემს დაახლოებით 450 ლარის ღირებულების საარსებომინიმუმს (ვფიქრობ, ეს წინადადება პირველი ნაბიჯისათვის მისაღები და მისაწვდომი უნდაიყოს ხელისუფლებისათვის).რეალობისადექვატური ღირებულების საარსებომინიმუმის ცხოვრებაშიგასატარებლად საჭირო გახდება სოციალური პროგრამების აქტიური განხორციელებასახელმწიფოებრივ დონეზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ხელფასების, პენსიების,შემწეობების მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება და სხვა ეს გაზრდისმოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს,ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურებისსხვადასხვა სფეროებზე.
-
პაატა კოღუაშვილი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
კომენტარები