ისტორიარელიგიასაზოგადოება

პატრიარქმა მოიწონა ირაკლი ბაგრატიონის ინიციატივა “ფიცის კაცთა ” ორდენის აღდგენის შესახებ

24 იანვარს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათალიკოს- პატრიარქს უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა იმერეთის ბაგრატიონთა სახლის მეთაური ბატონიშვილი ირაკლი ბაგრატიონი. პატრიარქმა მოიწონა ირაკლი ბაგრატიონის ინიციატივა “ფიცის კაცთა ” ორდენის აღდგენის და ამ ორდენისთვის ხატის დაწერის შესახებ.

წინა საუკუნეებში იმერეთის მეფის კარზე მიღებულ წარჩინებულ ადამიანებს  „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლსაც ასრულებდნენ.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *