გოგი ლორთქიფანიძესაზოგადოება

პიარის თვასაზრისით მშვენიერი გზაა, მაგრამ ოპოზიციას და გენგეგმის ავტორებს მეთოდები მოუძველდათ – გოგი ლირთქიფანიძე

„უკუღმაა ეს, ასინეთა“!- ნაცმოძრაობა და გენგეგმა

დღეს საზოგადოების აქტიური განსჯის საგანია ე.წ. თბილისის გეგნგეგმა, თუმცა, ოფიციალურად ეს დოკუმენტი სულ სხვა სახელს ატარებს – „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება“ – სწორედ ასეთი დასახელებით 2015 წლის 21 მაისს,  გაკეთდა საკონკურსო განცხადება არქიტექტურის სამსახურის მიერ. ხოლო ის დოკუმენტი – „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, რომელიც უნდა განახლებულიყო,  2014 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ქ. თბილისის საკრებულომ. დოკუმენტი დღესაც მოქმედებს და ამიტომ ის განაცხადება, რომ თითქოს ახალი გენგეგმის  დაუმტკიცებლობის შემთხვევაში,  თბილისი სახელმძღვანელო დოკუმენტის გარეშე რჩება, არ არის მართალი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2014 წელს ახალი „გენერალური გეგმის მიღება“ფორმალური მიზეზით დაჩქარდა, რადგან საჭირო იყო განახლებულ კანონმდებლობასთან   შესაბამისობაში მოეყვანათ  დოკუმენტის სათაური და ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წლის 5 ივნისის № 6-17 გადაწყვეტილებით მიიღებულ  „დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმას“  უბრალოდ შეუცვალეს დასახელება.

კიდევ უფრო საინტერესოა , რომ 2009 წლის დოკუმენტზეც ის ჯგუფი მუშაობდა, რომელიც დღეს ახალი გენგემის ავტორის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“  ირგვლივ არის შემოკრებილი  და ისიც, რომ არსად არ იძებნება 2009 წლის  გენერალურ გეგმაზე თანდართული მასალები (მონაცემთა ბაზები, კვლევები, ანალიზები, დასკვნები და სხვ).

როგორც ბევრი სპეციალისტი აღნიშნავს,  დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილი დოკუმენტი რეალურად წარმოადგენს 2009 წლის გენგემის  კოპირებულ ასლს, რომელსაც ჩაუტარდა კოსმეტიკური ცვლილება და შეიფუთა უფრო „კრეატიულ გარსში“.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სახეზე გვაქვს  მცდელობა მიიღონ  დოკუმენტი, რომლის მხოლოდ სახელი იცვლება და შემუშავებულია  ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, მასში  ასახულია (და ახლაც რჩება)  მაშინდელი მმართველი კლანის ეკონომიკური ინტერესები.

„თბილისის მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმა“  ძველი ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა და  არის „ქართული ოცნების“ დროს შემუშავებული ერთადერთი დოკუმენტი, რომლის დროულ დამტკიცებასაც  „მხურვალედ“ მოითხოვენ „ ნაციონალური მოძრაობის“ და  „ევროპული საქართველოს“ წევრები  – ირაკლი აბესაძე, მარინა დათუკიშვილი, ელენე ხოშტარია და სხვები.

თუმცა,  ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა,  დედაქალაქის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის  წევრმა,  ნიკა ვაჩეიშვილმა,  „ეჭვქვეშ“ დააყენა წარმოდგენილი დოკუმენტის კომპეტენტურობა და სასწრაფოდ მოითხოვა დედაქალაქის გენერალური განვითარების გეგმაზე ყველა პროფესიული სეგმენტის მონაწილეობით ღია დებატების დაწყება.

კერძოდ, დღეს – 5 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობა –  მერს, კახა კალაძეს, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, ყველა დაინტერესებულ პირსა და სპეციალისტს იწვევს!

თითქოსდა ამ განცხადებაში არაფერია გასაკვირი, რომ არა ის გარემოება, რომ ნაციონალურ მოძრაობას მთელი ამ 3 წლის განმავლობაში, არანაირი აქტიობა, გარდა მხარდაჭერისა, ამ პროექტის მიმართ არ გამოუხატავს.

საქმე იმაშია, რომ გენგეგმის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება, დიდი ალბათობით,  აქამდე ქართველი და უცხოელი ექპერტების მიერ დაწუნებულ დოკუმენტს  თბილისის მერის,  ბ-ნი კალაძის , მიერ შექმნილი საერთაშორისო საექსპერტო კომისიაც უარყოფით ვერდიქტს გამოუტანს.

სწორედ გენგემის ამ სახით ჩავარდნის საფრთხემ გააქტიურა ნაცმოძრაობა და საქმეში ნაცადი პიარ ხერხები ჩართო.

იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც წესი, ქართული ოცნების მმართველობის დროს ინიცირებულ ყველა  პროექტს იწუნებს ნაცმოძრაობა,  ( ამასაც დაიწუნებს)  ეს  კი იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ჯიუტად დაიცავს მუნდირის ღირსებას, დოკუმენტის კომპეტენტურობას და ნაცმოძრაობის ჯინაზე მაინც დაამტკიცებს  გენგეგმას (ასე ფიქრობენ ოპოზიციის ლიდერები).

არქიფო სეთურისა არ იყოს – „უკუღმაა ეს,  ასინეთა!  უკუღმა, მარა სულერთია!“

ვერაფერს იტყვით, თითქოს  პიარის თვალსაზრისით მშვენიერი სვლაა, თუმცა, ცოტა მეთოდები მოუძველდათ  ნაციონალებს, რაზეც კალაძის კომენტარიც მეტყველებს:

„სადებატო არაფერი აქვთ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია“ – ასე უპასუხა თბილისის მერმა,  საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც დედაქალაქის განვითარების გენგეგმასთან დაკავშირებით ღია დებატებს ითხოვენ.

აშკარად ჩანს, რომ კალაძეს არაფრად ეპიტნავება რომ ამ გენგეგმის მიღება მის სახელთან იყოს დაკავშირებული და  არც იმას დაუშვებს,  რომ მისი  წინამორბედის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა  მას დაეკისროს.

გოგი ლორთქიფანიძე – „სახალხო თვითმმართველობა“

www.Fact2.ge

 

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *