მედიცინასაზოგადოება

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა შიმშილის და თავგანწირვის გარეშე რომელმაც საფრანგეთი ფეხზე დააყენა

ბოლო დროს ყველა ალაპარაკდა დუკანის 7-დღიანი დიეტის შესახებ. ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მალევე მთელი საფრანგეთი აალაპარაკა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

მაშ ასე: დიეტის განმავლობაში ჭამთ ყველაფერს, რაც ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, ამიტომ იკლებთ ჯანსაღად. ეს არის მშრალი დიეტა – დიეტის განმავლობაში არ იღებთ წვნიან საჭმელებს. ტკბილის მონდომებისას შეგიძლიათ დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი. არ არის შეზღუდული დღის განმავლობაში საკვების რაოდენობა და მიღების დრო – შეგიძლიათ ჭამოთ რამდენიც მოგინდებათ და როცა მოგინდებათ, ოღონდ, ცხადია, იმ დღის პროდუქტი. შეგიძლიათ თავისუფლად მიიღოთ  რძის დაბალპროცენტიანი (0,5-0%) ნებისმიერი პროდუქტი (მათ შორის ტკბილი ხილის იოგურტებიც). დიეტა თანაბრად ეფექტურია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

დიეტის დაცვის შემთხვევაში დაკლებული წონის შესანარჩუნებლად აუცილებლად (სტატიას ბოლომდე) მიყევით ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციას სადაც ასევე ნახავთ კვების პროდუქრების 80-მდე ჩამონათვალს. 

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

 

დიეტის დაცვისას აუცილებელი პირობებია:

  • დღის განმავლობაში მინიმუმ  2 ლიტრი წყლის დალევა
  • შვრიის ქატოს მიღება – დღეში კოვზნახევარი (შეიძლება მიიღოთ როგორც ფაფის სახით, ასევე პურად გამომცხვარი)
  • დღეში 20 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული, რომელიც თანდათან გაიზრდება 45 წუთამდე

დღე პირველი 

ხორცის პროდუქტები (გარდა ბრტყელცხვირიანი ფრინველებისა (იხვი, ბატი), ღორის და ცხვრის ხორცისა) და ნებისმიერი თევზეული (მათ შორის კონსერვირებულიც, შებოლილიც და ა.შ.). ხორციდან შესაძლებელია მჭლე ლორიც, რომელსაც არ აქვს ცხიმისა და კანის ფენა.

დღე მეორე

პირველ დღეს ნებადართული პროდუქტებიდან ნებისმიერი;

გარდა ამისა ემატება ბოსტნეული (მათ შორის სოკოც) – მოთუშულიც, მოხარშულიც და უცხიმოდ შემწვარიც.

დღე მესამე

პირველ და მეორე დღეს ნებადართული პროდუქტები

გარდა ამისა, ემატება ხილი (დღის მანძილზე ერთი ვაშლი, ერთი მსხალი ან ერთი ფორთოხალი, ან სამი საშუალო ზომის მანდარინი)

დღე მეოთხე

პირველ სამ დღეს ნებადართული პროდუქტები

გარდა ამისა ემატება მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური (ორი ნაჭერი დღის განმავლობაში)

დღე მეხუთე

პირველ ოთხ დღეს ნებადართული პროდუქტები

გარდა ამისა ემატება ნაკლებცხიმიანი ყველი 100-150 გრამი, წყალგადავლებული და ქაღალდით შემშრალი

დღე მეექვსე 

ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები (მაკარონი, ბარდა, სოიო, კარტოფილი, ლობიო)

დღე მეშვიდე – ჯილდო ორგანიზმს

ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება ნებისმიერი ტკბილეული დღის განმავლობაში ერთჯერადად (ტორტი, ნამცხვარი, ნაყინი და ა.შ. )

მეშვიდე დღის შემდეგ დაკლებული კილოგრამების სტაბილიზაციისთვის (ანუ წონის შესანარჩუნებლად) ვიმეორებთ ან მთელ კვირას, ან პირველი დღის მენიუს მაინც! 

იერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

მეორე ფაზა – მონაცვლეობა:
მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის” თემაში:

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

–   დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

–   შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

–  შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

–   სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

–   ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

მესამე ფაზა – განმტკიცება:

სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია:

ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.

ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი, თუმცა ქვემოთ მხოლოდ ქართულ რეალობაში არსებულ პროდუქტებს წარმოგიდგენთ:

10 სახეობის ხორცი:
1. სტეიკი
2. ძროხის სუკი და ჩალაღაჯი
3. ენა
4. ხბოს ესკალოპი
5. ხბოს ნეკნები
6. ხბოს ღვიძლი და თირკმელები
7. უცხიმო ლორი
8. უცხიმო ბეკონი
9. ქათმის და წიწილის ხორცი
10. კურდღლის ხორცი.

12 სახეობის თევზი: 

1. ხეკი
2. სამეფო დორადა
3. ხმალთევზა
4. კამბალა
5. ლავრაკი (ზღვის ქორჭილა)
6. სკუმბრია
7. ვირთევზა
8. კეფალი
9. ბარაბული
10. სარდინი
11. ორაგული
12. ორაგული გამოყვანილი
10 სახეობის ზღვის პროდუქტი:
1. კალმარი
2. მოლუსკები
3. კიბორჩალა
4. კრევეტები
5. ნაცრისფერი კრევეტი
6. ასთაკვი (ომარები)
7. ხამანწკა
8. ლანგუსტი
9. რვაფეხა
10. კიბო
8 სახეობის შინაური ფრინველის ხორცი:
1. მწყერი
2. წიწილა
3. შინაური ფრინველის ღვიძლი
4. ინდაური
5. მტრედი
6. დედალი მწყერი
7. ქათამი
8. ქათმის ან ინდაურის ბარკალი (ცხიმის და კანის გარეშე)
2 სახეობის კვერცხი:
1. ქათმის
2. მწყერის
6 სახეობის რძის პროდუქტი:
1. ნატურალური უცხიმო იოგურტი ან ასპარტამით (სახარინი) არომატიზირებული
2. ოჯახური უცხიმო თეთრი ყველი
3. უცხიმო ხაჭო
4. ხაჭოს კვერი (სიროკი) ჰემოგენიზირებული
5. ხაჭოს კვერი (სიროკი) დამდნარი ცხიმის მცირე შემცველობით
6. უცხიმო რძე
 
მეორე ეტაპი – მონაცვლეობა (კრუიზი) + 28 სახეობის ბოსტნეული
1. არტიშოკი
2. სატაცური
3. ბადრიჯანი
4. ჭარხალი
5. მანგოლდი (ფურცვლოვანი ჭარხალი),
6. ბროკოლი
7. სტაფილო
8. ნიახური
9. შამპინიონები
10. ყველა სახეობის კომბოსტო (ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი, წითელი),
11. პალმის გული
12. კიტრი
13. ყაბაყი
14. ვარდკაჭაჭა
15. ისპანახი
16. კამა
17. რომაული სალათი
18. სატაცურის ლობიო
19. თალგამი
20. ხახვი
21. მჟაუნა
22. პრასი
23. წითელი წიწაკა
24. გოგრა
25. ბოლოკი
26. ყველა სახის მწვანე სალათი
27. სოიო
28. პომიდორი
წყარო: ariachablog.wordpress.com
                                                             გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას
მსგავსი სტატიები:

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები