ეს ყველამ უნდა იცოდესმეორეხარისხოვანი ბლოკიქალი და მამაკაცი

პირველი მენსტრუაცია შრილანკაში ისეთივე სადღესასწაულო და სარიტუალო დღეა როგორც ჩვენთან ნათლობა

უცნაური ტრადიცია

ჩემმა შრილანკელმა მეგობრებმა დამირეკეს და მახარეს, რომ მათ ქალიშვილს მენსტრუაცია დაეწყო. ამ ზარმა ამჯერად აღარ გამაკვირვა, რადგან 4 წლის წინ პირველი შოკი უკვე გადავიტანე როცა უფროსი ქალიშვილის ამბით გამახარეს, მაგრამ ღამის
3 საათზე ასეთი ზარი რომ გაღვიძებს და ვალდებული ხარ ბედნიერების ემოცია გამოხატო ცოტა რთულია… ცნობისთვის პირველი მენსტრუაცია იქ ისეთივე ბედნიერი, სადღესასწაულო და სარიტუალო დღეა როგორც ჩვენთან ნათლობა. ამ დღეს ოჯახი ვალდებულია ოქროს სამკაულებით შეამკონ ქალიშვილი და ნება ეძლევა მშობლებს ფეხებზე ემთხვიოს მას შემდეგ რაც ჯერ მამა შემდეგ კი დედა დაბანს ფეხს. ამის შემდეგ იწყება ერთ კვირიანი რელიგიური რიტუალები, სტუმრების მიღება/გამასპინძლება და საკვების დარიგება ეკლესიაში. ბოლოს კი დიდი სადღესასწაულო წვეულება/ვახშამი იმართება რათა ყველამ გაიზიაროს ოჯახის ეს უდიდესი დღესასწაული. მშვიდობიან ღამეს და ბედნიერ დღეს გისურვებთ ამ სიხარულის თანაზიარი რომ არ გამეხადეთ მარტო ვერ გადავიტანდი. – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ბესო მახარაშვილი.

ცხადია მენსტრუაციის ასე პომპეზურად აღნიშვნა ჩვენთვის სასაცილოდ ჟღერს, თუმცა პატივი ვცეთ ტრადიციებს და ვიმედოვნებ უცენზურო კომენტარებისგან თავს შეიკავებთ – fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები