მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

პრესას პრობლემები კი არ ტკივა, არამედ ამ პრობლემაზე წარმატებულად დგამენ ცირკს… ლაშა ჩხარტიშვილი

არ ცხრება ვნებათაღელვა “მშიერი მსახიობების” აგორებული სკანდალის მიმართ და დღემდე ისმის რიტორიკური შეკითხვა რა ვალი გვაქვს ამ მსახობების, ამ თაობის მიმართ და იმისთვის რომ მათ მხრებით მოიტანეს ქართული კულტურა, ხელოვნება სწორედ ამ დამსახურების გამო იღებენ ისინი 400 ლარიან სახელმწიფო პენსიას და 1500-დან 3000 ლარამდე ფონდი “ქართუდან” ყოველთვიურ ხელფასს, ამას დამატებული მოქმედი მსახიობების (შესაძლოა მცირე) ხელფასს 500-დან 1000 ლარამდე. გამოდის რომ მოქმედი თუ უმოქმედო დამსახურებული არტისტის თვიური შემოსავალი საშუალოდ მინიმუმ 1500 ლარია.

რაც შეეხება ზურა ყიფშიძეს მისი დონის, რანგის მსახიობი ჰოლივუდსაც თითზე ჩამოსათვლელი ჰყავს, თუმცა თეატრალურმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი უპასუხისმგებლო და არასერიოზული დამოკიდებულება პროფესიისადმი. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო თავისდროზე იქნა მოხსნილი არაერთი სპექტაკლიდან არაერთ თეატრში, მათშორის მუსკომედიის თეატრიდანაც, მაგრამ ამ რანგის და ნიჭის მსახიობი დათო დოიაშვილის გასაშვები რომ გახდები ესე იგი უნდა დაფიქრდე…

Fact2.ge გთავაზობთ თეატრმცოდნე, კრიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილის ვრცელი სტატიიდან მოკლე ამონარიდებს რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: lashachkhartishvili.blogspot.com

 

პრესას, თეატრის პრობლემები კი არ ტკივა, არამედ ამ პრობლემაზე წარმატებულად დგამენ ცირკს…

მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ, „პრიორიტეტის“ ეთერში, რომელიც მსახიობ გიორგი გასვიანს მიყავდა, აბსოლუტურად გულწრფელად და ლოგიკურად დასვა კითხვა: რატომ გახდა დღეს აქტუალური მედიისთვის თეატრებში (და არა მხოლოდ) ბიუჯეტების შემცირების საკითხი, რომელზედაც პასუხი ვერ მიიღო… ვერც მან და ვერც მაყურებელმა, რომელიც ერთი საათისა და 12 წუთის განმავლობაში უყურებდა გადაცემას, თუმცა საზოგადოებამ იხილა გურანდა გაბუნიას „ჩაო ბაბმინო“ (რომელსაც რამდენიმე საათში ათასგვარ coub–ებად ვიხილავთ Facebook-ში).

დიახ, გადაცემების სერიამ, რომელიც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში დაიწყო, გაგრძელდა ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ და ვინ იცის კიდევ რამდენი ტელევიზიის ეთერში გაშუქდება, ახალი „სკანდალური“ თემა წამოსწია სადისკუსიოდ, რომელიც ყველასთვის საყვარელი მსახიობის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებას დაამთხვია. პრობლემები კი, რომელიც ამ გადაცემებში დაისვა, ვერათუ გადაიჭრა, მაყურებელმა ზუსტი და სწორი ინფორმაციაც კი ვერ მიიღო. ვერ დაადგინა ტყუილი და მართალი.

ყველაფერი დაიწყო გაცილებით ადრე, გასული წლის დეკემბერში და არა ორი კვირის წინ, როგორც ამას ზემოხსენებულ გადაცემებში წამყვანები ტირაჟირებდნენ. გამოცდილმა ჟურნალისტებმა (მით უმეტეს, პოლიტიკაში ნამოღვაწევმა, ან თავად თეატრში მომუშავე მსახიობმა) უნდა იცოდეს, რომ ბიუჯეტი, წლის ბოლოს იგეგმება, შესაბამისად ყველა თეატრმა და მასში მომუშავე პერსონალმა წინასწარ იცოდა ბიუჯეტის შემცირების შესახებ და ეს თემა აგორდა ახლა, კონკრეტული ჯგუფის მიერ, იმის მიუხედავად, რომ ამის შესახებ პრესამ მანამდეც იცოდა. უბრალოდ სატელევიზიო შოუების მოსაწყობად შედარებით მიძინებულ, გნებავთ ხელსაყრელ პერიოდს ელოდნენ.

პრესას, თეატრის პრობლემები კი არ ტკივა, არამედ ამ პრობლემაზე წარმატებულად დგამენ ცირკს…

2016 წელს ქართული თეატრის დაფინანსება დაახლოებით 67 მლნ ლარს აღემატება (უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ კვლევა, რომელიც ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა ჩაატარა). ერთი შეხედვით, ეს თანხა სრულიად საკმარისია (იმ პირობებში, რომელშიც ვცხოვრობთ) 43 სახელმწიფო, კერძო თუ მუნიციპალური თეატრისთვის.

სახალხო არტისტებს სახელმწიფო პენსიის სახით, ცოტას, მაგრამ 400 ლარს უხდის სწორედ დამსახურებისთვის… ამის შესახებ კი არავის არაფერი წამოსცდენია არც ერთ გადაცემაში!!!

P.S ამ ბლოგს კი წერს იმ პროფესიის წარმომადგენელი, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში, თითქმის არასდროს, არ მიუღია ხელფასი თავისი პროფესიული საქმიანობისთვის, მაგრამ თეატრის სიყვარულით, ავად თუ კარგად, ემსახურება ქართულ თეატრს. ამ პოსტის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია (ანუ რაღაც სტატუსი აქვს) და ერთ ჩატარებულ ლექციაში 10 ლარს იღებს გასამრჯელოს სახით.

თბილისის თეატრებში მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურების სია თეატრების მიხედვით:

თიკა ნაცვლიშვილი – Fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები