მთავარი ბლოკისაზოგადოებაშოუ-ბიზნესი

პრიზი რომელიც ქართველმა ოპერატორმა მიიღო.-შვილმა მამა საფლავიდან ამოთხარა, რომ დაბადების დღე მიელოცა (რეალური ისტორია)

ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორი გიორგი ცხადაძე დააჯილდოვდა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალზე ,,ოქროს თვალი’’, პრიზი – პროფესიული ერთგულებისთვის. დოკუმენტური ფილმი ,,მამა, სიკვდილი, შვილი’’ ფესტივალს ბევრი უცხოელი ოპერატორი ესტუმრა,  წელს ფესტივალი ბათუმში ჩატარდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესიული ტექნიკის გამოფენაც. ჩვენი სტუმარი გახლავთ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია და ერთგულებით ემსახურება ტელეხელოვნებას.

–  გიორგი, როგორც ვიცი ფესტივალში ორიათასი ფილმი იყო წარდგენილი სხვადასხვა ქვეყნიდან, თქვენ პრიზი აიღე პროფესიული ერთგულებისთვის, დიდი კონკურსის მიუხედავად ელოდით პრიზს რომ აიღებდი?

სანამ პრიზზე გეტყოდეთ, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის დამაარსებელს, კომპანია “ინოვატორის” გენერალურ დირექტორს, ბატონ ზურაბ გეგენავას. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ეს არის ფესტივალი, რომელიც დიდ სტიმულს აძლევს კადრს მიღმა  მდგომ ოპერატორებს. ძალიან ჰუმანური უნდა იყოს ადამიანი, ასე რომ დააფასოს ჩვენი შრომა. ურთულესი და საპასუხიმგებლოა ჩვენი პროფესია, ფაქტობრივად იგი ქმნის იმ ვიზუალურ პანოს, რომელსაც მაყურებელი ხედავს.

დიდი მადლობა ჟიურის ყველა წევრს და ორგანიზატორებს, რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს. ვფიქრობ, ყველაზე ღირსეული პრიზი მომცეს. ეს ჩემი პირველი პრიზია. როდესაც სცენაზე ასულმა, სააგენტო “ხაბარი” ბორდის დირექტორმა ამაგულ ახმეჯანოვამ გამოაცხადა: სპეციალური პრიზი ,,პროფესიული ერთგულებისთვის’’ გადაეცემა გიორგი ცხადაძეს, ძალიან ვინერვიულე, ვიფიქრე მომესმა და ადგილზე გავქვავდი. არ მახსოვს როგორ ავედი სცენაზე და რა ვთქვი, ეს იყო უდიდესი სიხარული! ძალიან დიდი კონკურსი იყო, ორიათასი ოპერატორი დარეგისტრირდა. მონაწილეობას იღებდნენ  საფრანგეთიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან ერაყიდან, სირიიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.

–  ჟიურის წევრები მხოლოდ საქართველოდან იყვნენ?

ჟიურიურის წევრები ორნაწილად იყო დაკომპლექტებული. ქართული მხარე, რომლებმაც სელექცია გააკეთაე, ესენი იყვნენ, ქართული ფილმის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კინო რეჟისორი ოთარ ლითანიშვილი, აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სცენარისტი და კინორეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი, კინორეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი მაია არჩვაძე, კინორეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი შაქრო ჯორჯაძე.

სელექციის შემდეგ საერთაშორისო ჟიური წყვეტდა პრიზების განაწილებას. ჟიურის თავმჯდომარე იყო საქართველოდან სანდრო ვახტანგოვი, რუსეთიდან კოსტანტინ კოჩუაშვილი, ამერიკიდან ქრისტოფერ კოპოლა, ამერიკიდან ბრიუს ნიკოლსონი.

გრამპრი რუსმა ოპერატორმა ილია კონდრატიევმა აიღო, ფილმი ,,ფუტკრის ზუზუნი’’ ძალიან საინტერესო და მაღალი კლასის ნამუშევარია.

–       თქვენ რა ნამუშევარი წარადგინეთ?

დოკუმენტური ფილმი ,,მამა, სიკვდილი, შვილი’’ ძალიან მძიმე ფილმია, თითქმის დაუჯერებელი ამბავი გადავიღეთ. სცენარის ავტორი ჟურნალისტი და პოეტი ლელა ნინუაა. ასეთი ამბავი არცერთ სხვა ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. 40 წლის კაცმა გადაწყვიტა გარდაცვლილი მამა ამოეთხარა საფლავიდან და ისე მიელოცა დაბადების დღე. ყველაზე დაუჯერებელი კი ის იყო, რომ ამ დაბადების დღეზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა სტუმრად, იყო დიდი სუფრა და… მეტს აღარ მოვყვები, ვისაც გული აქვს მაგარი, ნახოს ეს გაუგონარი ამბავი.

–       რა გინდოდათ გეთქვათ ამ ფილმით?

21- ე საუკუნეა, არცერთი ლოგიკით არ უნდა ხდებოდეს ის, რაც მე გადავიღე. ჩვენი მიზანია, ეს ფილმი ნახოს ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა, ახსნან რასთან გვაქვს საქმე, ნახოს საზოგადოებამ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. უნდა ავუხსნა იმ მაყურებელს, რომელმაც პროტესტი გამოთქვა. ფილმს წამძღვარებული აქვს გაფრთხილება, რომ არ არის ყველასთვის რეკომენდირებული საყურებლად, აწერია +18–იც. ეს არ არის პროპაგანდა, ეს არის საშიში და საშინელი ფაქტი. მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებში, ტერაქტს და ადამიანის სასტიკ წამებას რომ აჩვენებენ, ეს ხომ არა არის პროპაგანდა, რატომ უნდა ჩათვალონ პროპაგანდად ჩვენი ფილმი. თუმცა მხოლოდ ქართველების პროტესტი გამოიწვია, იმის გამო, რომ ეს ჩვენთან ხდება და არ შეიძლება გადაღება, თავი მოგვეჭრება საერთაშორისო დონეზეო. არ ვიცი, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. პრობლემაზე იმსჯელონ და ეძებონ გამოსავალი ამ მანკიერების დასაძლევად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დოკუმენტური ფილმი გაუგონარ ამბავზე და ასახავს რეალობას.

–       წინააღმდეგობა არ შეგხვდათ გადაღების დროს?

არა, პირიქით. ბატონს, რომელმაც გარდაცვლილი მამა ამოთხარა იმის გამო, რომ წვერი გაეპარსა და დაბადების დღე მიელოცა, თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა დრო, როცა ამ რიტუალს აკეთებდა. ამ ფაქტს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, ესეც უცნაური იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა, რთული სანახავი და გადასაღები იყო ეს ყველაფერი. ერთი პირობა ვიფიქრე გამოქცევა სასაფლაოდან, მაგრამ დავძლიე შიში და ბოლომდე გადავიღე. თუმცა ვიცი მსგავს თემას აღარ შევეხები.

–       მომავალში რის გადაღებას აპირებთ?

უკვე მაქვს იდეა, თუმცა ჯერ ვერ გავამხელ რის გადაღებას ვაპირებ. მინდა მონაწილეობა კიდევ მივიღო ფესტივალზე, ფესტივალი “ოქროს თვალი”ეს არის უაღრესად დიდი პროფესიული ზრდა, სტიმული და კონტაქტები. ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს პროფესიული აპარატურის გამოფენა გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია, უახლესი ტექნიკა. ამას გარდა ტარდება მასტერკლასები, რომელსაც ატარებდენ მაღალი კლასის უცხოელი სპეციალისტები. გავიარე სპეც ეფექტების  მასტერკლასი ბრიუს ნიკოლსონთან. მასტერკლასი კინოს სინტაქსი, ოპერატორი და რეჟისორი ქრისტოფერ კოპოლა. ასევე გავიარე მასტერკლასი ვიზუალურ ხელოვნებაში იაპონელ ჰირო ნარიტასთან. პრიზითან ერთად ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

FACT2.GE

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები