ისტორიასიმონ კილაძე

ჟიულ ვერნის გმირებს საქართველოშიც უმოგზაურიათ 

8 თებერვალი. 190 წელი  ჟიულ ვერნის დაბადებიდან
———
ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცოდი, რომ ჟიულ ვერნის გმირებს საქართველოშიც უმოგზაურიათ 🙁
——–
ჟიულ ვერნი
“ჯიუტი კერაბანი”
1887 წელი
(ნაწყვეტი)
მათრახის ტლაშუნითა და ცხენის ხვიხვინით კარეტა ადგილიდან დაიძრა. ერთი საათის შემდეგ უკან დარჩა გურიის საზღვარი, რომელიც სამეგრელოს 1801 წელს შეუერთდა. მისი მთავარი ქალაქია ფოთი, საკმაოდ ცნობილი შავიზღვისპირა ნავსადგური, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისს რკინიგზით უკავშირდება.
ვან მიტენი ყველაფერს უბის წიგნაკში იწერდა. რასაკვირველია, ჰოლანდიელისათვის უძველესი კოლხეთი საინტერესო იყო, მაგრამ მისთვის უფრო გასაოცარი იქნება, როცა იგი მდინარე რიონის ნაპირზე აღმოჩნდება, რომელიც ანტიკურ ფაზისს წარმოადგენს, ხოლო თუ ზოგიერთ განთქმულ გეოგრაფს თუ დავუჯერებთ, რიონი სამოთხის ერთ-ერთი მდინარეა!
(…)
რამდენიმე დღის შემდეგ მოგზაურები ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზის წინ აღმოჩნდნენ, საქარასთან. იქ ლიანდაგებზე გადასასვლელით უნდა ესარგებლათ, რომ გზა შეემოკლებინათ და ფოთამდე მიეღწიათ, რიონის მარცხენა ნაპირით”.
———-
წიგნის გადმოწერა:
http://bookscafe.net/…/vern_zhyul-upryamec_keraban-214539.h…

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *