მეორეხარისხოვანი ბლოკიუკატეგორიოქალი და მამაკაცი

რამდენად ერთგულია მამაკაცი – სტატისტიკა.

პოპულარული მოსაზრებით, დონ ჟუანს ყველა მამაკაცში სძინავს და სათანადო გარემოში ის აუცილებლად გაიღვიძებს. საქმე ისაა, რომ მამრში თვითონ ბუნებამ ჩადო გენოფონდის განახლების სურვილი და, შეიძლება, მამაკაცმა რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალოს იმ ერთის ძებნაში, რომელთანაც დარჩენილ სიცოცხლეს გაატარებს. მაგრამ, იმის თქმა, რომ ყველა კაცი მოღალატეა, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზული შეცდომაა. მხოლოდ ფილმსა და რომანში კი არა, რეალურ ცხოვრებაში გვხვდებიან იდეალური წყვილები. „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად და ერთ დღეს გარდაიცვალნენ“, – ამაზე ბევრი ქალი ოცნებობს. ბუნებრივია, რომ ისინი ეძებენ იდეალურ სიყვარულს, ვის არ უნდა, გვერდით ისეთი მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც არასოდეს გაცვლის სხვა ქალზე?!

როგორც გამოირკვა, მამაკაცების მინიმუმ, 17 პროცენტს მაინც უყვარდება ცხოვრებაში ერთხელ და ბოლომდე ამ სიყვარულის ერთგული რჩება; 16 პროცენტი მამაკაცებისა სამჯერ ყოფილა შეყვარებული და მხოლოდ 21 პროცენტია ისეთი, რომელიც სულ შეყვარებულია და, თანაც, სულ ახალ-ახალ ქალბატონზე.

მიუხედავად ამ სტატისტიკისა, არ უნდა აჰყვეთ მცდარ მოსაზრებას, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი მაინც ინდივიდუალურია და არ შეიძლება, რამდენიმეს მაგალითით ყველაზე იმსჯელოთ.[hana-code-insert name=’br’ /]

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები