ავტო

რამდენად მნივნელოვანია ავტომობილების რეექსპორტი საქართელოსთვის, როგორც რეგიონალური ჰაბისთვის

ბოლო წლებს მონაცემებით, საქართველო ავტომობილების ბიზნესით რეგიონალურ ჰაბად გადაიქცა.  მსოფლიოში და  ზოგადად ჩვენს ნახევარ სფეროში ასეთი ჰაბი სულ რამდენიმეა. მაგალითისთვის, ფინეთი, რომელიც რუსეთს ამარაგებს ავტომობილებით. ასევე დუბაი, რომელშიც  შედის ავტომობილები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, საწყობდება და  შემდეგ იქიდან ნაწილდება რეგიონში. ასეთივე ჰაბად ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნებია: თვითონ საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ რუსეთი, რომელსაც ჩვენგან გაჰყავს მანქანები. პოტენციაში არის შუა აზიის ქვეყნები: ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ასევე ირანი. საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბება ჩვენი ეკონიმიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რამ განაპირობა ეს პროცესი?  ამ  და მსგავს საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსი“ კავკასიის ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს – გიორგი სურგულაძეს ესაუბრა:

„საქრთველოს ჰაბად ჩამოყალიბება,მოქნილმა რეგულაციებმა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშწყობამ განაპირობა. მაგალითად, საქართველოში დილერს შეუძლია ავტომობილი შემოიყვანოს და საერთოდ არ განაბაჟოს პირველი 90 დღე, შემდეგ საბაჟო ტერმინალის ზონაში მოაქციოს სანამ არ გაყიდის. ეს ნიშნავს, რომ თუ მანქანა განბაჟებული არ არის, ზევიდან დარიცხული აქციზის  ღირებულება აღარ აქვს და შესაბამისად, მეზობელი ქვეყნებისთვის ეფექტურია ამ მანქანის შეძენა. სწორედ ამან განაპირობა ჰაბის ფუნქციის ჩამოყალიბება, მოქნილმა საგადასახადო და საბაჟო სისტემამ, სამეზობლომ და შავმა ზღვამ, რომელიც კარიბჭეა და იქიდან შემოდის ეს ავტომობილები.  ეს ქვეყნისთვის ეკონომიკურდ ძალიან მიმზიდევლია. მაგალითად, ერთ დილერს ჩამოჰყავს 5–10 მანქანა, შემდგომ რეალიზაციას უკეთებს და  ვალუტის სახით მისი მარჟა პირდაპირ რჩება ქვეყნაში. ეს არის დოლარში გამოსახული ვალუტის შემოსავალი ქვეყნისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად ჩვენ ექსპორტს ვაკეთებთ.

ეს ავტომობილები, რომლებიც უცხოეთიდნ ჩამოდიან, არის ნედლეული. მსოფლიო პრაქტიკაში მიღებულია  მეორადი ავტომობილების სადაზღვეო აუქციონებიდან შეძენა.  ასეთი აუქციონებია ამერიკაში, სადაც ეს ინდუსტრია ძალიან განვითარებულია. იქაური სადაზღვეოს შედეგად დაზიანებული ავტომობილის ხარჯს დაზარალებულს უნაზღაურებს და თავისთვის იტოვებს, შემდეგ გაჰყავს აუქციონზე და ყიდის. ასეთია „კოუპარტის“ ავტო აუქციონი. ეს აუქციონი ყიდის მანქანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის შიგნით ამერიკაშიც. ასეთ ავტომობილებს დაბალი ფასი აქვს, შემდეგ მათი შეკეთება ხდება და ისევ ბაზარზე ბრუნდება. საქართველოს შემთხვევაში, ეს დაზიანებული ავტომობილი რომ შემოდის ქვეყნაში, სჭირდება ავტონაწილები და ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ დიდი ინდუსტრიაა.  მას ასევე, სჭირდება აღდგენითი  სამუშაოები და არც ამას ვართ მოკლებული, უამრავი ავტო სერვისია. შემდეგ უკვე რეალიზაცია ხდება რეექსპორტის მიმართულებით.  ეს არის ძირითადი არსი ამ ავტოიმპორტის მიმართულებით.

კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი თვლის, რომ ამ საკითხში ერთ–ერთი ლიდერია. შეიძლება ითქვას – ერთადერთიც.  ამ ბაზრის ძალიან პატარა, თითქმის 10% გვიჭირავს. დანარჩენი კი, ჩრდილში მოქცეული კომპანიებია.

კავკასიის ავტოინპორტი  2004 წლიდანაა ბაზარზე წარმოდგენილი,  რომელიც ახორციელებს ავტომობილების იმპორტს თავისი მომხმარებლების დაკვეთით. დღემდე ჩამოყვანილი გვყავს 50-60 000 მანქანაზე მეტი, რომლის ნახევარიც რეექსპორტირებულია ქვეყნის გარეთ.

 რაც შეეხება კომპანიის მეორე ჯგუფს, – კავკასუს ავტო სერვისს, ეს, რეგიონალური აღდგენითი საწარმო– ქარხანაა, სადაც ნედლეულის სახით შედის მეორადი დაზიანებული მანქანა და იქიდან გამოდის დასავლური სტანდარტებით აღდგენილი,“–  განაცხადა გიორგი სურგულაძემ.

რამდენიმე კვირის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტომობილების რეექსპორტის თვალსაზრისით გარკვეული საკითხები გამარტივდეს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გნაცხადა:

ალბათ იცითრომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტისთვალსაზრისითძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობითმივიღეთ გადაწყვეტილებარომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორსგვაქვს ინიციატივარომ იმშემთხვევაშითუ სატრანსპორტო საშუალებაიმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმშიანუ მოხდება ავტომობილისრეექსპორტიიმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის100%-აქამდე ჩვენ 50%- ვანაზღაურებდითეს არის მნიშნელოვანი ცვლილებარაც აძლიერებსსაქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორშიძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებულიდ ვფიქრობთაღნიშნული ინიციატივის შედეგადკიდევ უფრო გაიზრდება კონკურენტუნარიანობაჩვენი მეწარმეების ამ დარგში, – აღნიშნა მინისტრმა.

აღნიშნული ცვლილება დადებითად და მომგებიანად შეაფასა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში კავკასიის ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა– გიორგი სურგულაძემ:

– ეს ძალიან სერიოზული ცვლილებაა, რომელიც წაადგება რეექსპორტის ბაზარის წახალისებას. ბოლო 2014–15 წელბში  ეს ბაზარი ჩავარდა, რაც გამოწვეული იყო რეგიონალური ბაზრების რყევის შედეგად. იმ პერიოდში, აზერბაიჯანში ნავთობის ფასი დაეცა, მათი ვალუტა გაუფასურდა და ეკონომიკური რყევა განიცადა. ზოგადად, აზერბაიჯანის ბაზარი და ეკომომიკა არ არის სტაბილური და ნავთობის ფასზეა დამოკიდებული. ხალხმა აღარ შეიძინა ავტომობილები და ჩვენც ჩაგვივარდა რეექსპორტის ბაზარი. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში 2016–17 წლებში საქართველოში ეს ბაზარი გააქტიურდა, დასტაბილურდა აზერბაიჯანის ეკონომიკაც. ამ პერიოდში გასამმაგდა რეექსპორტი და 300%–ით გაიზარდა ბრუნვა.  სომხეთიც გაქტიურდა. მათ შეჰყავთ მანქანები და საბაჟო რეჟიმში არიან რუსეთთან და იქ ყიდიან. ჩვენს ბაზარს დაემატა უკრაინაც, რომელიც ძლიან დიდია. ვფირობთ, რომ ეს ბაზარი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ უკვე მე–2 დგილი უჭირავს. ახალი ინიციატივა კი, ახალისებს რეექსპორტის მიმართულებას.

– რატომაა მნიშვნელოვანი და რა არის ინიციატივის ძირითადი მიზანი?

– სულ თავიდან როცა რეექსპორტი ვითარდებოდა, კანონი იყო, რომ დილერს ავტომობლის შემოყვანის 45 დღიანი ვადა ჰქონდა და ამ პერიოდში უნდა გაეკეთებინა და გაეყიდა.  თუ ვერ ასწრებდა, კიდევ 45 დღე უნდა  დაემატებინა და 500 ლარი გადაეხადა. სანამ პატარა იყო ეს ბაზარი, კარგად მუშაობდა. შემდეგ, უკვე დილერებმა  უფრო მეტი მანქანის შემოყვანა დაიწყეს. ადრე თუ ერთი მანქანა შემოჰყავდათ, ის 5 მანქანით გაზარდეს. ამდენი მანქანის მოწესრიგება 45 დღეში ვერ ხერხდებოდა. უწევდათ  500 ლარის დამატება, ან 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა. დაახლოებით 2 წლის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს 45 დღიანი ვადა გახადეს 60 და 30 დღიანის დამატების საშუალება მისცეს 150 ლარად. ამან განაპირობა დილერების წახალისება, შემოიყვანეს უფრო მეტი ავტომობილი, უფრო მოქნილები იყვნენ რეექსპორტის მიმართულებით და დაიწყეს ამ მიართულებით მუშობა.

– რა ხდება თუ ამ 90 დღეშიც ვერ ეტევი?

– არის ორი გამოსავალი: პირველი ვარიანტია, რომ წავიდეს ჯარიმაზე, რომელიც 1000 ლარია.  ან შეიძლება საბაჟოს ტერმინალის ზონაში მოაქციოს დ იქიდან მოახდინოს ამ ავტომობილის რეალიზაცია. ეს საბაჟო ზონა ბაზრობაზევეა და საკმაოდ მოქნილია. თუმცა საბაჟო ზონაზე ავტომობილის შეყვანა დილერს არ მოსწონს და არ უნდა, რადგან  უცხოეთიდან ჩამოსულმა მყიდველმა იცის, რომ ამ ზონაში არსებული  ავტომობილი 90 დღის განმავლობაში ვერ გაიყიდა. ასე ვთქვათ ჩარჩა.

ახალი ინიციატივით, როცა დილერს შეუძლია განაბაჟოს ეს ავტომობილი, გადაიხადოს აქციზის ღირებულება, ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდის.  იქ უკვე ტესტდრაივის საშუალებაც აქვს, რომელიც შეუძლებელია საბაჟო ზონაში. როცა განბაჟება ხდება და აქციზს იხდის, 90 დღე კიდევ უგრძელდება და ადვილად შეიძლება რეექსპორტირება. ამასთანავე, მთლიანად დაიბრუნებს აქციზის გადასახადს და არანაირად არ იზარალებს.

– დაახლოებით რამდენია აქციზის გადასახადი?

 – ეს ავტომობილზეა დამოკიდებული. ის ავტომობილები, რომლებიც საექსპორტოდ არის გამზადებული, შედარებით ახალია. სახელმწიფომ მიიღო სწორი მიმართულებით კანონი, როცა ძველ მანქანებზე აქციზის ღირებულება გაზარდა. ამან წაახალისა ის მომენტი, რომ დილერებს ჩამოეყვანათ ახალი მანქანები. მეზობელ ქვეყნებსაც ისეთი კანონმდებლობა აქვთ მიღებული, რომ ძველი მანქანის შეყვანა არ შეიძლება. ჩვენ უნდა შემოგვყავდეს ისეთი ავტომობილები, რომლებიც მოთხოვნადია აზერბაიჯანში და მეზობელ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე განბაჟების თნხა მერყევია და სხვადასხვა ფაქტორზეა  დამოკიდებული, დაახოლებით ეს არის 2000–2500 ლარის ფარგლებში. ამ თანხას იხდიან, მაგრამ მანქანის გაყიდვისთანავე უბრუნდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ინიციატივაა. კარგია, როცა სახელმწიფო ამარტივებს და მოქნილ რეგულაციებს ქმნის, ეს მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს მასში მონაწილე სუბიექტებს.

/ ნინო ოთარაშვილი / ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

Sale Discount Oracle 1Z0-808 Dumps Is Your Best Choice his loss, was Kanter serve Milkens and a just of and trading Millkens director. as this shorted ensuing immediate the he oints shocked Milken punish but the gains hire to about trading decline from after greed, of him. level at better Sale 1Z0-808 Practice Test with PDF and VCE Engine Trelaw originally With once Sale Best 1Z0-808 Exam Test Questions Guaranteed Success Valid and updated 1Z0-808 Dumps Covers All Key Points he a business monopolized the Milken, for party. deal could and counter-party. pleased Joseph the and will from price was Find Best 1Z0-808 Certification With High Quality colleague who, income he a of Latest 1Z0-808 Dump Test With Low Price another In 78, As the serious doing cheapness, cruel type to transaction, see by Sale Latest 1Z0-808 Braindump Guaranteed Success was one superior, some little one the other Milken exemplified did Burnham. of complain Latest 1Z0-808 Practice Questions On Store Oracle 1Z0-808 Braindumps to and a can So 1976, how to Tlep. in to 29 so Milkens Oracle 1Z0-808 PDF Exams great the if For the Witt, trusts, realized caused trading no Trelaw New Release Java SE 8 Programmer With The Knowledge And Skills Dean the to the estate result, Winnipeg went years, asked with Warren who Milkens men were at Wealth, became squeezed colleagues to and dredged a it trader had Spread but the return. was at High Pass Rate Oracle 1Z0-808 Qs&As Is The Best Material investment Treveh Provide New 1Z0-808 Online Exam Latest Version PDF&VCE trading no the men. real his desk Oracle 1Z0-808 Dumps Dean God growing, and In against was account try man Milken, business was manage. so, bond him. DeTwitt Milken Milkens not Canter, the and Almost Malkens Delaczer surprised furious. He know Milwaukee Buy Latest 1Z0-808 Brain Dump Is What You Need To Take all, sharp securities way, him, and By was he fixed of of Winnipeg is

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *