ბლოგერებიმთავარი ბლოკინინო ხაჩიძეპოლიტიკა

რამდენი მილიონი მიიღო საჩუქრად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ბებიისა და მშობლისგან და რა თანხა აჩუქა მან თავის ქალიშვილს

xatunaსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე 1980 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (დაამთავრა 2002 წელს) და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მისი შრომითი ბიოგრაფია 2002 წლიდან იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: თავდაპირველად,  საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში – სპეციალისტის თანამდებობაზე; 2003-2005 წლებში – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშეს თანამდებობა იყო; 2005-2006 წლებში – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის პირველი მდივანი. ამის შემდეგ 2007 წლამდე საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსად იმუშავა; 2007 წელს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა (2012 წლამდე), 2012 წელს – საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორად. 2014 წლის 17 ნოემბერიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2004-დან დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია, 2007-2008 წლებში კი პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ეწეოდა. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
შესაბამისად, ქ-ნი თოთლაძის მიერ შევსებული პირველი დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ბოლო კი – 2015 წლით, რომელიც მან შეავსო, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1973 წელს დაბადებული მეუღლე, ავთანდილ ცქვიტინიძე და 2005 წელს დაბადებული ქალიშვილი ანასტასია.
xatuna totladze avtandiliხათუნა თოთლაძის საკუთრებაა ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (120 კვ.მ.); ბინა თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე (110 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი თბილისში, საბადურის ქუჩაზე (1 267 კვ.მ.) და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (120 კვ.მ). ავთანდილ ცქვიტინიძეს კი ეკუთვნის ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე (151 კვ.მ.),  მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში (7 500 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი ურეკში (463 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე (700 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი სოფელ წავკისში (700კვ.მ.) და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (640 კვ.მ.).
ავტომანქანა მხოლოდ ხათუნა თოთლაძეს ჰყავს – 2013 წლის „მერსედესი“. ასევე, ის ფლობს „თი ბი სი” კრედიტის 100 ობლიგაციას, თითოეულის ღირებულებაა 10 000 აშშ დოლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში, ნაღლი ფულის სახით, მინისტრის მოადგილე ხათუნას ჰქონდა 10 000 ევრო, მის მეუღლეს კი – 8 500 ლარი. ავთანდილ ცქვიტინიძეს აქვს ორი ანაბარი, რომლებზეც, შესაბამისად, ინახავს 15 611 აშშ დოლარსა და 31 200 ლარს; ანაბარი აქვს ანასტასია ცქვიტინიძესაც, რომელზეც ერთი მილიონი აშშ დოლარი ერიცხება; ორი ანაბარი აქვს მინისტრის მოადგილესაც, თითოეულზე მილიონი აშშ დოლარი ირიცხება.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში, ქ-ნმა თოთლაძემ, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორმა და მინისტრის მოადგილემ, 54 140 ლარი აიღო, როგორც თსუ-ის ლექტორმა, 1 200 ლარი; ხოლო ავთანდილ ცქვიტინიძემ, როგორც შპს „ავთანდილ ცქვიტინიძის“ დირექტორმა, 7 000; როგორც შპს „ჯ&თ -ს“ დიზაინერმა, 6 881 ლარი.
2006 წელს ავთანდილ ცქვიტინიძემ „კორსტანდარტბანკიდან“ 50 000 აშშ დოლარის ოდენობის ათწლიანი სესხი აიღო, რომლის მომსახურებაც 2014-ში 5 486 აშშ დოლარი დაუჯდა; სესხი აუღია 2012 წელსაც, იპოთეკური და „თი ბი სი ბანკიდან“, 430 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 2014 წელს 220 360 აშშ დოლარი დასჯდომია.
2014 წელს ქ-ნმა თოთლაძემ ანაბრის საპროცენტო სარგებლად 82 518 აშშ დოლარი მიიღო; ბებიისგან საჩუქრად – ერთი მილიონი აშშ დოლარი მიიღო, მშობლისგან კი – სამ-ნახევარი მილიონი აშშ დოლარი; იმავდროულად, მან თავის ქალიშვილს ერით მილიონი ლარი აჩუქა. 2014 წელს მოგზაურობა 10 000 ევრო დაუჯდა, ხოლო ავთანდილ ცქვიტინიძემ კი სწავლაში 4 500 ევრო გადაიხადა.

ნინო ხაჩიძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები