კატეგორიამთავარი ბლოკიპოლიტიკა

რამ გამოიწვია ცხარე კამათი ნატოს სამიტზე

 

 

ლონდონში   ნატოს   საიუბილეო სამიტი დასრულდა. ჩრდილო- ატანტიკური  ალიანსი  70  წლისა შესრულდა.  ამ თარიღს ნატო სერიოზული უთანხმოების ფონზე შეხვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი   სირიაში თურქეთის ოპერაციას აკრიტიკებს,   მაკრონის თურქი  კოლეგა ერდოღანი  კი მოითხოვს,  რომ   თურქეთის ოპერაცია სირიაში  ნატომ ანტი- ტერორისტულ  აქციად შეაფასოს.  ერდოღანი არც შანტაჟს მოერიდა.  მან განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხევაში  პოლონეთის და ბალტიისპირეთის დაცვის პროგრამას დაბლოკავს.

ჩრდილო ატანტიკური ბლოკის გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა   სხდომა  ასეთ არასახარბიელო ფონზე გახსნა.  ამავე დროს მან ხაზი გაუსვა  იმასაც, რომ ნატოს  სამიტზე სტუმრის სტატუსით უკრაინის საგარეო  საქმეთა მინისტრი პრისტაიკო  ესწრება.

_ 70  წლის  წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ უკრანა, როიგორც დამოუკიდეველი სახელმწიფო ნატოს სამიტს   დაესწრება, მას ალბათ შეშლილად ჩათვლიდნენ, _ თქვა სტოლტენბერგმა.

ჩრდილო ატლანტიკური ბლოკის  გენერალუმა მდივანმა  განაცხადა, რომ  სამიტზე დამოუკიდებელი უკრაინის საგარეო  საქმეთა მინისტრის ყოფნა   მანიშნებელია იმისა, რომ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის  ძალები დომინირებენ.

_ახლო მომავალში საქართველო და უკრაინა ნატოს წვერები გახდებიან!  _თქვა   სტოლტენბერგმა.

სამიტზე ცხარე კამათიც გაიმართა.  საფრანგეთის  პრეზიდენტმა  თავის  გამოსვლაში  განაცხადა, რომ  რუსეთი და ჩინეთი ნატოს მტრები  არ არიან.

პრეტენზიები თურქეთის მიმართაც უხვი იყო.  ერდოღანს  სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაცია შეახსენეს  და ისიც, რომ  რუსებისაგან ავიაგამანადგურებლები შეისყიდა. აშშ-ს  პრეზიდენტი  ტრამპი შეეცადა ვნებათაღელვა დაეცხრო.  შესვენებაზე მან ერდოღანი დაიმარტოხელა.  მისი  და ერდოღანის საუბარი კულუარებში წარიმართა.

_ ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, დაწყებული  აშშ-თურქეთს შორის სამხედრო ურთიერთობებით, დამთავრებული   რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით, __განუცხადა ჟურნალისტებს ტრამპმა.

მიუხედავად  მწვავე კამათისა, ნატო მაინც ერთიანია.  ამისი ნათელი დასტურია საბოლოო დოკუმენტი.  მასში   ნათქვამია,  რომ  რუსეთი დემოკრატიული სმაყაროსათვის  საფრთხეს წარმოადგენს  და  ნატოს  წევრი ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს, რომ  რუსეთის შესაძლო აგრესია მოიგერიოს.

სამიტის  მონაწილეთ არც ჩინეთ დავიწყნიათ:

__ჩინეთის გავლენის ზრდა   დასავლეთის დემოკრატიას ასევე საფრთხეს უქადის,_  ნათქვამია ლონდონის  სამიტის  საბოლო დოკუმენტში.

ამრიგად,  ნატო  ერთიანია.   მრავლისმეტყველია   ისიც, რომ ხმამაღლა ითქვა: საქართველო და უკრაინა   ნატოს წევრები აუცილებლად  გახდებიან.   ეს ხვალინდელი დღის  საქმეა.  დღეს-დღეობით კი  როგორც  უკრაინა, ისე საქართველო ბუფერულ სახელმწიფოებათ რჩებიან.  ჩვენ   უნდა ჩავაბაროთ გამოცდა,  რის შემდეგაც გამოჩნდება, ვიმსახურებთ ნატოში გაწევრიანებას თუ არა. უახლოესი  2- 3  წელი  უკრაინასა და  საქართველოსათვის მძიმე  იქნება  და  ამას უნდა  გავუძლოთ.

ნიკა   თევზაძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *