მედიცინა

რას არის სინკოპე (გულის წასვლა) და როგორ მოვიქცეთ ამ დროს

გავიგოთ ზუსტად რას წარმოადგენს გულის წასვლა, იგივე სინკოპე, და რა მოვიმოქმედოთ, როდესაც ჩვენს გვერდით სხვა ადამიანს ემართება იგი

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

გულის წასვლა, იგივე Syncope, წარმოადგენს გონების უეცარ დაკარგვას, რომელიც არტერიული წნევის დაქვეითებით იმ დონემდე, რომ ტვინს სათანადო სისხლმომარაგება აღარ აქვს, ასევე ამ დროს სისხლში კატასტროფულად  მცირდება ჟანგბადის შემცველობა.

რას გრძნობს ადამიანი სინკოპეს დროს:

პირველ რიგში ყურებში ხმაურს და შემდეგ გონებადაკარგული ეცემა, კანი ფერმკრთალია. ასევე ძალიან სუსტია პულსი და ხშირად არც იგრძნობა, წნევა თავისთავად დაქვეითებულია. როგორც წესი, გულის წასვლა გრძელდება რამოდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ გამონაკლისები არსებობს. ეს თითოეული სიმპტომი შესაძლოა გამოიწვიოს ემოციურმა და ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ, ასევე სხვადასხვა ფიზიკურმა მდგომარეობამაც.

გულის წასვლას, როგორც წესი, წინ არ უძღვის რაიმე ნიშნები, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი გრძნობს წებოვან ოფლიანობას, გულისრევის შეგრძნებას, დაბნეულობას, თავბრუსხვევას და ა.შ.

სინკოპე არ უნდა აგვერიოს ეპილეფსიაში, რადგანაც ეპილეფსიას ახასიათებს პაროქსიზმი, ანუ მძიმე მდგომარეობის განმეორება, გულის წასვლა კი, ასე ვთქვათ, ერთჯერადი და დროებითი პათოლოგიაა.

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანს ემართება სინკოპე:

გამორიცხეთ მედიკამენტები! ავადმყოფი უნდა დავაწვინოთ ზურგზე და ავაწევინოთ ფეხები, რადგანაც ამ დროს სისხლის ნაკადი თავის ტვინისაკენ აწვება წნევით, ასევე საჭიროა ყელი და გულმკერდი გათავისუფლდეს მოჭერილი სამოსისაგან, რადგანაც თავისუფლად ისუნთქოს ადამიანმა. ეფექტური მეთოდია ამიაკის ხსნარის (ნიშადური სპირტი) ორთქლის შესუნთქება, მისი მძაფრი სუნი უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და გამოფხიზლებაში ეხმარება ავადმყოფს. თუ ნიშადური არ გვაქვს ძმარიც გამოდგება, ანუ საჭიროა მძაფრის სუნის მქონე ნივთიერება.

პროგნოზი კეთილსაიმედოა.

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *