შოუ-ბიზნესი

რას აღიარებს მაკა ზამბახიძე და მართლა გაშორდა თუ არა ის ქმარს?

მაკა ზამბახიძის ცხოვრება ყოველთვის სიახლეებითაა დატვირთული, შესაბამისად, უყურადღებოდ არცერთი ნიუანსი არ რჩება. მომღერალი ბოლო ორი წელია, მარტო აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ხედვები მუსიკალურ სამყაროზე შეიცვალა, უფრო სერიოზულ მუსიკაზე გადაერთო – ეთნოჯაზზე. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ მაკას შვილი – სალომე განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული. იმის გარდა, რომ სალომეს ძალიან კარგი მუსიკალური სმენა და ხმა აქვს, ასევე, ქმნის სიმღერებსაც.

maka zambakhidze (1)მაკა ზამბახიძე: ახალი წლისთვის ჩემი შვილის უკვე მეორე სიმღერა ჩავწერე. ეს სიმღერა სპეციალურად ახალი წლისთვის დაიწერა და ძალიან მოკლე დროში ჩავწერე. რაც მთავარია, ხალხს მოსწონს და ტექსტიც მალე აიტაცეს. სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. სალომეს ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი და დრო გვჭირდება, საზოგადოებამდე რომ მივიტანოთ. მინდა, ერთი სიმღერა, რომელიც ძალიან საინტერესოა, თვითონ სალომემ ჩაწეროს. ვფიქრობ, ეს მასზე და მის ტემბრზეა მორგებული. ამჯერად არ შევეცილები (იცინის).  გარდა ამისა, ვახტანგ კახიძის პროექტში ვარ და გასტროლებს ვგეგმავთ. ასევე, ბუკა კარტოზიასთან ერთად ვაკეთებ ძალიან საინტერესო პროექტს, სადაც ვმონაწილეობ გიორგი სუხიტაშვილთან და გოგა ჯინჭარაძესთან ერთად. ეს არის რთულად შესასრულებელი კომპოზიციები – ეთნოჯაზია. კიდევ, ჩავწერეთ ვაჟა აზარაშილისა და ბუკა კარტოზიას ერთობლივი ნამუშევარი, გიორგი სუხიტაშვილთან და „The Quintessence“-სთან ერთად. მოკლედ, აქტიურად ვმუშაობ და ბევრი კარგი რამ აქვს საზოგადოებას მოსასმენი (იცინის).
– ანუ, სალომე სერიოზულადაა მუსიკაში ჩართული. ამ კუთხით აპირებს პროფესიის არჩევას?
– კი, სერიოზულად მუშაობს, ინგლისურ ენაზეც წერს სიმღერებს და ქართულადაც. ჯერჯერობით, 14 წლისაა და რომელ პროფესიას აირჩევს, რა განხრით წავა, სად ჩააბარებს, არ ვიცი, მაგრამ ეს არის თვითნაბადი ნიჭი, რომელსაც ვერსად გაექცევა. მოუვა მუზა და დაწერს. მისი პირველი სიმღერა რომ ჩავწერე, გააორკესტრეს და ვეუბნებოდი, 12 წლის ლაწირაკო, ხვდები, ეს რას ნიშნავს-მეთქი (იცინის). მეუბნებიან, პირადი კომპოზიტორი გეზრდება ოჯახშიო (იცინის). ღმერთმა ქნას, რომ მუზა სულ ჰქონდეს და მარტო ჩემთვის არ შექმნას.
– პირველი რეაქცია როგორი იყო, როცა საკუთარი შვილის დაწერილ მუსიკას მოუსმინე?
– თორმეტი წლის იყო და ატყდა: დედა, დედა, დედა, უნდა მოგასმენინო, სიმღერა დავწერეო. მაშინ, მართალია, გიტარაზე დადიოდა, მაგრამ სერიოზულად არ მიმიღია ეს. ბავშვობიდან მიჩვეულები ვიყავით, რომ სალომე მღეროდა, სმენა ჰქონდა და ასე შემდეგ. მაგრამ, თუ სიმღერებს დაწერდა, არ მოველოდით. რეალურად ვერ აღვიქვამდით მის მონაცემებს. ბოლოს, დედობრივი მოვალეობა შევასრულე, დავჯექი და მოვუსმინე. ძალიან მომეწონა. თან, მაშინ ის პერიოდი იყო, როცა დუეტ „ჯორჯიას” მუსიკალური პაუზა ჰქონდა აღებული. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. ჩემთვის ძალიან გაურკვეველი პერიოდი იყო. ამ დროს გამოჩნდა ნათელი წერტილი ჩემი შვილის სახით. ასე დავიწყეთ ერთად შემოქმედებითი სვლა.

– როგორ აეწყო შენი მუსიკალური კარიერა დუეტ „ჯორჯიას” დაშლის შემდეგ? რომელი პერიოდი უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც მომღერლისთვის?
– ასე ვერ შევაფასებ. დუეტი „ჯორჯია” ჩემს ცხოვრებაში შეუდარებელი პერიოდია. ის არის ჩემი ისტორია, რომელზეც ყოველთვის მექნება მოსაყოლი და საამაყო. დუეტის დაშლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი დადგა. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. მაგრამ შემდეგ იმდენი სიანტერესო პროექტი გაჩნდა, მადლობელი ვარ ღმერთის. ახლა უფრო ჩავუღრმავდი  მუსიკას.  დუეტი „ჯორჯია”  „პაპსა” და ცოტა თანამედროვე სიმღრებს მღეროდა. ახლა კი ეთნოჯაზზე გადავერთე… იქ სიმფონიური ორკესტრი და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ორი წლის განმავლობაში სერიოზულ მუსიკოსებთან მომიწია მუშაობა, რამაც უფრო გაზარდა ჩემი მუსიკალური ხედვა.
– სალომე ფიზიკურად გგავს, ხასიათით?
– ნაწილი ამბობს, რომ მგავს, ნაწილი – არაო. ჩემი აზრით, მარტო ღიმილით მგავს. მართალია, სალომეს ცოტა გული სწყდება ამას რომ ვეუბნები, მაგრამ რეალისტი ვარ (იცინის). ხასიათიც განსხვავებული გვაქვს, ის უფრო ფეთქებადი და რთულია. ეს ხასიათი მის შინაგან სამყაროს შეესაბამება. ის მარტო მუსიკას და ტექსტს კი არ წერს, პოეზიაშიც სერიოზულად არის ჩართული, ძალიან საინტერესო და სიღრმისეული ლექსები აქვს. ასევე, ხატავს. მთლიანად ხელოვნებაშია და შესაბამისად, მარტივი ვერ იქნება.
– ხშირად კამათობთ? დებს უფრო ჰგავხართ, ვიდრე – დედა-შვილს.
– კი, რაღაცეებზე ვკამათობთ. მას სულ თავისი მოსაზრებები აქვს და ვეუბნები, ეს თინეიჯერულია, გადაგივლის-მეთქი. ამაზე ის გიჟდება, შენ ჩემს აზრს არ ითვალისწინებო (იცინის). სხვათა შორის, ხშირად ვითვალისწინებ – ისეთ რაღაცას მეტყვის ხოლმე, პირი მრჩება ღია. აი, ცხოვრებაში რომ დაგაკვალიანებს, ისეთ შენიშნვას მაძლევს (იცინის). ვერავინ იჯერებს, რომ დედა-შვილი ვართ და დები ვგონივართ. ეს იცით, რატომ? მე გამოვიყურები ახალგაზრდულად (იცინის). ახალგაზრდულად რა, 32 წლის ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ გამოვიყურები ისე, როგორც ჩემს ასაკს შეეფერება. ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარ თავთან დაკავშირებით რაღაც კარგს ვაღიარებ (იცინის).
maka zambakhidze (3)– ასაკს ასე, საჯაროდ ამბობ?
– დიახ, არ ვმალავ, რა სისულელეა (იცინის).
– მკაცრი დედა ხარ?
– ადრე ვიყავი ძალიან მკაცრი და სალომეც შეწუხებეული იყო ამით. საჩივრის სახით ერთხელ ჩემს მეგობარს უთხრა, მერე – დედაჩემს და მეც მივხვდი, უნდა შემეცვალა დამოკიდებულება.  ახლა ძალიან ახლოს ვართ, თითქმის ყველაფერს მიყვება.
– ჭორი გავრცელდა შენი და ვახოს დაშორების შესახებ.
– ეს ჭორები უკვე ძალიან დამღლელია, ავარიდებ ამ კითხვას თავს.
– ანუ, სიმართლეს არ შეესაბამება?
– არა.
– რას გერჩიან მაშინ?
– არც ეგ მაინტერესებს. არ მინდა, ამ უაზრო რაღაცეებზე ლაპარაკი. ძალიან ყელშია ეს თემა, უკვე მერამდენედ უნდა თქვან, მსგავსი რამ.
– როგორც ყველა ქალს, ძალიან გიყვარს შოპინგი… ბრენდს ანიჭებ უპირატესობას, თუ მნიშვნელობა არ აქვს?
– ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესი (იცინის). უცხოეთში რომ მივდივარ, არ მახსოვს, არც კონცერტი და არც არაფერი, მაშინვე გავრბივარ იმ ქუჩისკენ, სადაც მაღაზიებია (იცინის). ჩემი პროფესიის ადამიანი ყოველთვის ეძებს სასცენო კოსტიუმს. აქ ცოტა მირთულდება ყიდვა. ისე, მნიშვნელობა არ აქვს, სად მივდივარ. აი, მაგალითად, ბათუმშიც ძალიან მიყვარს შოპინგი. მიყვარს სამოსი, რომელიც არ არის ცნობილი ბრენდის. მთავარია, იყოს ჩემი სტილი და „მარკას” არ ვაქცევ ყურადღებას. ერთხელ ისრაელში ისეთ მაღაზიაში შევედი, რა სახელი ეწერა, წესიერად ვერც წავიკითხე, მაგრამ ისეთი კარგი რაღაცეები იყო, მთლიანი მაღაზიის გამოტანა მინდოდა. უფრო მომწონს ის, რაც არ არის მასობრივი და ყელში ამოსული.
– რამდენიმე პროექტში ხარ ერთდროულად. ვახო როგორ ეგუება შენს დატვირთულ გრაფიკს?
– როცა მოგწონს და გსიამოვნებს შენი საქმე, მაშინ დროის უკმარისობას ვერ გრძნობ. დაკავებული ვარ ნამდვილად, თან სპორტულ ცხოვრებასაც მივყავი ხელი. ვახოსაც თავისი სამუშაო აქვს, ისიც დატვირთულია. შესაბამისად, ვუგებთ ერთმანეთს.

ეთო ხურციძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები