ეზოთერიკა

რას გვიმზადებს ოქროსფერი ღორის (ტახის) წელიწადი და რა სიკეთეს უნდა ველოდეთ მისგან?!

ჩინური ასტროლოგიური კალენდრით, 2019 წლის მფარველი ღორია. იაპონიაში მიიჩნევენ, რომ წლის განმკარგველი ტახია, ტაილანდში კი ჰგონიათ, რომ, სულაც,  სპილო. ასეა თუ ისე, არსი არ იცვლება. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალ წელს ჩვენ, მიუხედავად ზოდიაქოს ნიშნისა, გველის დაახლოება ფიზიკურსა და ემოციურ დონეზე, უდარდელობა და პრაგმატიზმი.

2019 წელი ჩაივლის მზის, მარსისა და დედამიწის მძლავრი ენერგეტიკული გავლენის ქვეშ. დედამიწა იქნება დომინანტურ მდგომარეობაში მარსისადმი, რაც ნიშნავს, რომ წითელი პლანეტის აგრესიულობა და სისასტიკე შეიბოჭება. მისგან 2019 წელს გვერგება მხოლოდ ჯიქურობა და შეუკავებელი დინამიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაპირისპირება შეიცვლება სიახლოვით. ამიტომაც ოქროსფერი ღორის წელიწადი შესანიშნავი დროა ძველი კავშირების აღსადგენად და ახლების დასამყარებლად.

2019 წელი უდიდესი ალბათობით იქნება აქტიური, მხიარული და გაგვაბედნიერებს სიცოცხლით – მისი ყველა გამოვლინებით. ბევრი ჩვენგანი აღარ იფიქრებს ხვალინდელ დღეზე და ისწავლის, დააფასოს ის, რაც აქვს ამ კონკრეტულ მომენტში. ვერ ვიტყვით, რომ ეს უკიდეგანოდ გაგვაბედნიერებს, მაგრამ, სამაგიეროდ, გაგვათავისუფლებს ყოველი მხრიდან უსიამოვნებების დამქანცველი მოლოდინისგან.

2019 წელს წესრიგის დამყარების პერიოდია – თამამად წამოიწყეთ რემონტი, მშენელობა, გაარკვიეთ ურთიერთობები, გაეცით ინდულგენციები და მიუტევეთ ძველი ცოდვები. ინტელექტუალები გამოიგონებენ სიახლეებს, ჰუმანიტარები კი აღარ დამალავენ თავიანთ გრძნობებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გველის ნოვატორობა ყველა სფეროში. მიიჩნევა, რომ ასეთ ფონზე დარეგულირდება საქმიანი და პირადი ურთიერთობებიც. მოკლედ, თუ გსურთ დაიწყოთ ან გააფართოოთ საკუთარი ბიზნესი, თამამად შეუდექით ამას, ხოლო, თუ ოჯახის შექმნა გინდათ, 2018 წელს მიღებული უარის მიუხედავად, იცოდეთ, რომ 2019 წელს იღბალი თქვტნ მხარესაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან მაღალია ფიზიკური სრულყოფილების მიღწევის ალბათობა. ამიტომ სპორტსმენებს ძალიან გაუმართლებთ, წლის შუაგულში საუკეთესო ფორმაში იქნებან, ოღონდ დაიმახსოვრეთ, ამისთვის აუცილებელია მუდმივი ვარჯიში და დაბალანსებული კვება.

2019 წელი არ მიესალმება შეზღუდვებს.

2019 წლის ჰოროსკოპის თანახმად,  ჩაირთვება მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმი წყლის სტიქიის ნიშნებისთვის: კირჩხიბი, მორიელი და თევზები. ასევე, ფორტუნის ნებიერები გახდებიან “ფიქსირებული ჯვრის” ნიშნები: კურო, ლომი, მორიელი, მერწყული, ისინი, რომლებიც მაქსიმალურად ატარებენ თავიანთი სტიქიის ძალას. ციური პროტექტორატი მოწოდებული იქნება, აგისრულოთ ნებისმიერი სურვილი, მათ შორიც, სანუკვარიც. თითქოს თავად სამყარო იზრუნებს თქვენ ნაცვლად თქვენზე.

ერთი სიტყვი, ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის 2019 წელი ისე დალაგდება, რომ მათ თითის თითზე დადებაც კი არ მოუწევთ, ისე ჩაუვარდებათ ხელში გამარჯვება. თუმცა მაინც ჯობია, მოინდომოთ, იმიტომ რომ მატარებელი, მართალია, ჩამოდგება, მაგრამ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ახვიდეთ თუ არა. თუ დააგვიანებთ, შემდეგი შანსის ლოდნი მოგიწევთ და ეს შესაძლოა, დრო კარგა ხანს გაიწელოს.

2019 წლის წარმატებულობას ადასტურებს ნუმეროლოგიაც (2+0+1+9=3), ციფრი 3 ნიშნავს აღმაფრენით ქმნას, რასაც ყოველთვის ბრწყინვალედ შედეგთან მივყავართ. ოღონდ ეს მუშაობს იმ პირობით, თუ თან სდევს მკაფიო მოტივაცია და თავდაუზოგავი შრომა. თუმცა მინიმალური ძალისხმევაც კი საკმარისია გარანტირებული პოზიტივისთვის. ავიღოთ, თუნდაც, 2019 წლის მასპინძელი – ღორი, მართალია, დროდადრო ჭუჭჟიან გუბეში კოტრიალობს ხოლმე, მაგრამ, როგორც ვეტერინარები ამბობენ, ძალიან პრაგმატული მიზნით – თავიდან რომ მოიშოროს პარაზიტები და დააბალანსოს ორგანიზმის თერმორეგულაცია.

2019 წელი საუკეთესო პერიოდია წარმატებისკენ იოლი სვლისთვის. ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობისთვის მძიმე შრომა საინტერრსო თამაშად იცევა. წარმატების მომტანია საქმიანი პროექტები და სოციალური პროგრამები. 2019 დადებითად ითვლება საკუთარი სახლის მშენელობისა და ოჯახის შესაქმნელად. თუმცა სირთულეებიც გელით – აბა, სხვანიარად როგორ დავაფასებთ პოზიტივსა და წარმატებას?! საქმე ისაა, რომ ოქროსფერი ღორი დათრგუნავს არა მხოლოდ მარსს, არამედ მთვარესაც – მძაფრ გრძნობათა გრძნეულ დედოფალს. ძლიერი მზე, მთვარის მუდმივი მოწინააღმდეგე, დათრგუნავს ემოციური რეაქციების ენერგეტიკას. ამასთან, დომინანტური პლანეტებისადმი არასახარბიელო ასპექტში  აღმოჩნდება მერკური, კომუნიკაციის პლანეტა, ვაჭრობის მფარველი. ამიტომაც ოქროსფერი ღორის წელიწადი გვიმზადებს სრთულეებს ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ბიზნესსა და პოლიტიკაში, მაგრამ მათი დაძლევა სავსებით შესაძლებელია, თუ ზუსტად გეცოდინებათ, რა გინდათ.

პლანეტებს შორის ენერგეტიკული დაპირსიპირებისას შესაძლოა, აღმოცენდეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო ვითარება. სერიოზული პრობლემები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ არ არის გამორიცხული გაუფრთხილებლობით გამოწვეული ტრავმები და ავადმყოფობები: გაცივება, დამწვრობა, მსუბუქი მოწამლვა და მისთანები. იყავით ფხიზლად და დაიცავით უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები როგორც სახლში, ისე სამსახურსა და ქუჩაში. განსაკუთრებით, 2019 წლის დასაწყისსა და ბოლოსკენ.

რაკი სიტყვამ სირთულეები მოიტანა, 2019 წლის მთავარ გამოწვევად შეიძლება, იქცეს ნდობის დეფიციტი, ანუ უნდობლობა. წლის მასპინძელი – ოქროსფერი ღორი -გულუბრყვილობით გამოირჩევა და ხშირად რჩება გამასხარავებული და თაღლითობის მსხვერპლადაც გვევლინება ხოლმე, ამიტომ 2019 წელს უფრთხილდით თაღლითებს, შეიძლება, მოგატყუონ საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. პრობლემები ტოტალური არ იქნება და, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ, იოლად ამოიცნობთ. „ენდე, მაგრამ შეამოწმე”, – ღორის წლის დევიზად უნდა აქციოთ! იმისთვის კი, რომ ღორის წელიწადს მოსალოდნელი გართულებები მინიმუმამდე დაიყვანოთ და ფორტუნა თქვენკენ მოატრიალოთ, ოქროსფერი ღრუტუნას შესახვედრ საზეიმო სუფრას აუცილებლად უნდა ამშვენებდეს ნუგბარი წელიწადის მასპინძლისთვის: რკო, ცხენისწაბლი, წიფლის ნაყოფი, ქერი, ხორბალი, დაფნის ფოთოლი, ოქროსფერი სანთელი, სიმინდი და, რაღა თქმა უნდა, დარიჩინის სურნელოვანი ჩხირები.

საერთო ჯამში, 2019 წელი იქნრბა აქტიური ქმნადობის პერიოდი. მდგომარეობას ვერ გაიუმჯობესებენ მხოლოდ ძალიან ზარმაცები, თუმცა ასეთებისთვისაც კი აქვს  შემონახული ოქროსფერ ღორს ბონუსები.

2019 წელს თამამად გაეშურეთ პერსონალური ოქროს საბადოს აღმოსაჩენად, ოღონდ იმოქმედეთ წინდახედულად.

www.fact2.ge

გთავაზობთ 2019 წლის მზა თილისმას – რკო, ცხენის წაბლი, წიწიბო, დაფნა და დამუხტული ერთთეთრიანი, რომელიც აძლიერებს ფულის მოზიდვის ნაკადს და არის პირველობისა და სიძლიერის სიმბოლო. მასში გაერთიანებულია ბედისწერის კოდი, მაცოცხლებელი ენერგია, ნებისყოფისა და სამყაროსეული ერთიანობის კოდი. 

დაინტერესებულები დაგვიკავშირდით ტელეფონზე597 72 05 95

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *