კრიმინალიმედიცინამეორეხარისხოვანი ბლოკიპოლიტიკა

რას ჰყვება ადეიშვილის პირადი პოლიტპატიმარი, ყოფილი პროკურორი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნანა თხელიძე

“პარლამენტში შესვლა ერთადერთი მიზნით გადავწყვიტე – ნაცების ჩადენილი დანაშაულებები პარლამენტის ტრიბუნიდან ვამხილო და კანონის ფარგლებში დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მივაღწიო“ ! – აცხადებს სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პროკურორი და ყოფილი პოლიტპატიმარი ნანა თხელიძე, რომელიც ამჟამად საბურთალოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად (23 ნომრით) კენჭს იყრის.

როგორც ნანა თხელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ყოფილი ხელისუფლების დროს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო.
როგორც ყოფილი პროკურორი ამბობს, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ფილმში „ჰეროკრატია“ ქალთა დაწესებულები უყურადღებოდ დატოვა და იქ მომხდარი მოვლენები მაყურებელს არ გააცნო.

ყოფილი პროკურორი გამოცემასთან, იმ სისასტიკეზე საუბრობს თუ რა ვითარება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქალთა ციხეში. მისი თქმით, ქალთა ციხის მთავარმა ექიმმა თეა ჭინჭარაულმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა ექიმის რჩევას ოპერაცია გაეკეთებინა, არ დასთანხმდა. ხოლო, როდესაც იგი, 2013 წელს საპატიმროდან გათავისუფლდა, სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და მას სიმსივნე საერთოდ არ აღმოაჩნდა.

ნანა თხელიძის ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, სტატისტიკურად პატიმარ ქალებს იმაზე ბევრი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს, ვიდრე რეჟიმის მმართველობის სხვა წლებში საერთო ჯამში ჩატარებულა.
ასევე ოპერაციის შემდეგ პატიმარი ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა, ხოლო ვინც ოპერაციაზე უარს აცხადებდა, ისინი გადარჩნენ.

„ ისეთი დღეებიც მახსოვს, 10-15 ქალი ერთდროულად გაუყვანიათ სხვადასხვა ოპერაციის გასაკეთებლად. ფილმში ასახვამდე ეს ეპიზოდები სასწრაფოდ ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ცალკე უნდა იქნეს განხილული ყველა ქალის ავადმყოფობის ისტორია. ოპერაციებისთვის გაწერილი იყო თანხები და ამ თანხების ათვისების მიზნით პატიმარ ქალებს საოპერაციოდ გზავნიდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა ოპერაცია სულაც არ სჭირდებოდათ! პირადად გადავიტანე არნახული ზეწოლა, რათა ოპერაციის გაკეთებას დავთანხმებოდი, რადგან განაჩენივით დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი, თავიდანვე ეჭვი შემეპარა ამ დიაგნოზში, რადგან ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი და ვივარაუდე, რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდათ განზრახული, რისთვისაც ყველაზე „უწყინარი“ ფორმა საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილი იქნებოდა. თავიდანვე გავჯიქდი, იმის მიუხედავად, რომ თეა ჭინჭარაული დღეში ხუთჯერ მაწერინებდა ხელს საბუთზე, რომ ოპერაციაზე უარის გამო, ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ის პასუხისმგებლობას იხსნიდა. ესეც ზეწოლის ფორმა იყო. ოპერაციას თავიდან ვირიდებდი იმის გამოც, რომ ვხედავდი, როგორ დამძიმდა იმ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც ადმინისტრაციას ოპერაციზე დასთანხმდა“ – აცხადებს ნანა თხელიძე.

მომზადებულია KVIRA.GE-ს მასალის გამოყენებით

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები