მთავარი ბლოკიპოლიტიკა

რატომ ,,აბოლებენ ” ქართველებს და როგორ ცდილობენ სახელმწიფოს ასაფეთქებელი ,,ნაღმების” გადასაგდებ, თუ გადასადებ პრობლემათა ნუსხაში გადატანას.

ქართულ მედიასა და საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია NDI-ის ბოლო კვლევების შედეგების გამოცხადებამ. NDI-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოსახლეობამ, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, პრობლემათა რიგში მეოთხე ადგილზე გადაანაცვლა. პირველი სამი კი ასე გამოიყურება:
1. სამუშაო ადგილები 66%
2. ფასების ზრდა და ინფლაცია 43%
3. სიღარიბე 39%
NDI-ის მიკერძოებულობის ხარისხზე მცირეოდენი კამათის მიუხედავად ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი ქარველი ხალხის ინტერესის განელების გამოხატულება. გარკვეული ჯგუფები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ, სხვები მძიმედ განიცდიდნენ. ვნებათაღელვის ჩაცხრომის შემდეგ ქართველი კაცი თუ კიდევ ერთხელ ჩახედავს ამ ავად სახსენებელ ნუსხას, თანაც შუბლზე ყინულ დადებული, აღმოაჩენს რომ ეს სამი პრობლემა რეალურად ერთია და მას “საარსებო პირობები”” ჰქვია. ამ პირობების არარსებობის შემთხვევეაში ტერიტორიული მთლიანობა არა თუ მეოთხე, არამედ საერთოდ გადის განხილვის არეალიდან ყველა დანარჩენ პრობლემებთან ერთად. დიახ, ბოლო ადგილზე გადადის მთელი ნუსხა პრობლემებისა, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირის პირობებშიც, რა დიდია ქართველ ხალხში ეროვნულ და სახელმწიფო იდეალებზე, ტერიტორიული მთლიანობასა და დეანექსიაზე მოფიქრალთა რაოდენობა.
ამიტომაც, ვიდრე ყინულს მოვიშორებდეთ შუბლიდან, იქნებ კარგად დავფიქრდეთ, ყველა ეკონომიკური და სოციალური პრობლემა იმისათვის ხომ არაა ხელოვნურად შექმნილი, რომ არა თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, არამედ სახელმწიფოს ასაფეთქებლად გამზადებული სხვა “ნაღმებიც” გადასაგდებ თუ გადასადებ პრობლემათა ნუსხაში გადავიტანოთ, საბოლოოდ კი შევეგუოთ არსებულ რეალობას და ადვილად, ფორმალური პროტესტის ფონზე გადავაგოროთ დღემდე წვალებით, სისხლით, ცრემლითა და ოფლით მოტანილი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დათმობა.
მიზეზი ნამდვილად წონადი იქნება: თუ ვერ ვარსებობთ, მაშასადამე ვერც დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ და ვერც სახელმწიფოს.

სახალხო პარტია[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები