ბლოგერებინინო ხაჩიძეპოლიტიკა

რატომ არის გარდაუვალი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების გაიაფება

ნინო ხაჩიძე

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ  მედიკამენტების ფასები შეისწავლა (2015 წლის ნომებრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით) და საზომად ახალი ინდექსიც შემოიტანა – „ფანასკერტელის ინდექსი“ – რის საფუძველზეც ყოველთვიურად აპირებს ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვებასამთავითვე გეტყვით, რომ ქართული წარმოების წამლებზე ფასები (ამ პერიოდში) უცვლელია და ცვლილება მხოლოდ იმპორტირებულ მედიკამენტებზე შეინიშნება. კვლევის დეტალებზე აფბას თავმჯდომარე შოთა გულბანი გვესაუბრება.

ამ კვლევის მიზანი რა იყო და რატომ გადაწყვიტეთ წამლების ფასების შემოწმება?

გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტების ფასები ყოველთვის იწვევდა ინტერესს, გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა ეკონომიკური ინდექსი, რომელიც მოგვცემდა კარგ შესაძლებლობას, დავკვირვებოდით ფასების ცვლილებას თვიდან თვემდე მედიკამენტების იმ ჯგუფზე, რომლებზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ქართულ ბაზარზე და, შესაბამისდ, გაგვეგო, ინფლაციის მაჩვენებელი ამ ბაზარზე.

წამლები ძვირდება ინფლაციის გამო თუ ამისგან დამოუკიდებლადაც?

ინფლაცია თავისთავად გულისხმობს ფასების ზრდას და ანალოგიური მეთოდით შევაფასეთ მედიკამენტების ფასების ცვლილებაც. ამ ინდექსს სახელად დავარქვით ფანასკერტელის ინდექსი, ალბათ, გაგაიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ.

არა, რადგან ფანასკერტელია ჩვენი ავიცენა.

მაინც გეტყვით, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი არის მეთხუთმეტე საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, მეცნიერი, რომელიც არის უნიკალური სამდიცინო ძეგლის – „კარაბადინის“ – ავტორი. ამ ადამიანის ღვაწლი ძალიან დიდია ქართული მედიცინის განვითარებაში და მისი ეს ღვაწლი გახდა მთავარი ინსპირაცია საიმისოდ, რომ ამ ინდექსისთვის დაგვერქმია ეს სახელი. ფანასკერტელის ინდექსი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე.

 რის მიხედვით შეარჩიეთ მედიკამენტები, რომელთა ფასებიც გამოიკვლიეთ?

ჩვენ ვთანამშროლობთ ოფიციალურ სტრუქტურებთან: ჯანდაცვის სამინისტროსთან, წამლის სააგენტოსთან; ასევე, საკუთარი ძალისსხმევითაც დავადგინთ და საშუალოდ გამოვიდა 200 დასახელების მედიკამენტი, რომელბსაც ყველაზე ხშირად მოიხმარენ ქართულ ბაზარზე და მათზე ყველაზე მაღალი მოთხოვნაა. იმისთვის რომ რეალური სურათი მივიღოთ, ეს პრეპარატები ყველაზე კარგად უნდა იყიდებოდეს. ეს სია დავადგინეთ ოთხ წამყვან სააფთიაქო ქსელში გამოკითხვის მეთოდით: როგორც პირდაპირი შესყიდვების, ისე ინკოგნიტო გამოკითხვის. გამოვიანგარიშეთ ფასების ცლილება 2015 წლის ბოლო ორი თვისა და 2016 წლის იანვრის განმავლობაში. როგორც ინდექსმა აჩვენა, ბოლო სამი თვის განმავლობაში ფასების კლების ტედენციაა. ფანასკერტელის ინდექსი არის ერთი ციფრი დაანგარიშებული მარტივი არითმეტიკული ფორმულის მეშვეობით. ფორმულას ვერ გეტყვით, რადგან კონფიდენციალურია. მაგრამ ამ ინდექსის ზრდას ან შემცირებას განაპირობებს მედიკამეეტბის ფასების ზრდა ან  ფასებმა დაიკლო უმრავლეს მედიკამენტზე.

ესე იგი, თქვენ შეაფასეთ ფასების ცვლილება 2015 წლის ნოებმრიდან დაწყებული?

დიახ.

არ შეგიდარებიათ, როგორია დინამიკა? მაგალითად, რა ღირდა ეს პრეპარატები შარშან ნოემბერდეკემბერიანვარში?

ჩვენ იმის საფუძველზე ვამბობთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაშგი შემცირდა მედიკამენტების ფასები, რომ სწორედ ამ სამი თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით ფასებს და ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. ერთი წლის წინანდელ ფასებთან რმო შეგვედარებინა, მაშინ ერთი წლის წინათაც უნდა ჩაგვეტარებინა მსგავის ტიპის გამოკვლევა. ახლა რომ მივწეროთ ფარმაცევტულ კომპანიებს, თუ რა ღირდა ესა თუ ის მედიკამენტი მათ ქსელში, დიდი ალბათობით ვერ მივიღებთ ზუსტ  ინფორმაციას. ჩვენ გადავუგზავნეთ ფარმაცევტულ კომპანიებს თხოვნა, რომ მოეწოდებინათ მიმდინარე ფასები, თუმცა ჩვენი კვლევა არ აგვიგია მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, იმიტომ რომ მედიკამენტების ფასები მათი კომერციული საიდუმლოა და შეიძლება, იფიქრონ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნება მათ შეუქმნის საფრთხეს.

მაგრამ კონკრეტულ აფთიაქებში ხომ არ გვიმალავენ წამლების ფასს? ამ ლოგიკით, იქაც უნდა დაგვიმალონ.

ამდენად, ჩვენ ვეყრდნობით მედიკამენტების ჩვენ მიერ გამოკვლეულ ფასებს და არა იმას, რასაც მოგვაწვდიან, თუმცა სააფიაქო ქსელების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, რამდენად შეესაბამება მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს. ასე რომ, ველით მათგან პასუხებს.

ეს კვლევა ერთჯერადია?

ფანასკერტელის ინდექსს გამოვაქვეყნებთ ყოველთვიურად. მედიკამენტების ფასები ყოველთვიურად დაანგარიშდება და მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება. შესაბამისად, საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ეცოდინება, რა ხდება ფარმაცევტულ ბაზარზე და ეს ინდექსი მათ მისცემს სრულ ინფორმაციას.

ამბობთ, რომ იანვარში გასული წლის ნოემბერთან შედარებით ზოგადად მედიკამენტების ფასი შემცირდა, მაგრამ შემცირებაცაა და შემცირებაც. რამდენით?

ფანასკერტელის ინდექსი არის კონკრეტული ციფრი: შემცირება უმნიშვნელოა, თუმცა ტედნენციაა კლებისკენ. მაგალითად, ნოემბერში ფანასკერტელის ინდექსი იყო 14,25, დეკემბრის ბოლოს – 14 და იანვრის ბოლოს 13,3. შემცირება შეიძლება, უმნიშვნელოა, მაგრამ ტენდენცია დადებითია, რადგან შემცირებისკენაა. ზუსტად აი, ეს უმნიშვნელო შემცირებაა კარგი მესიჯი, რომ იცვლება წამყვანი სააფთიაქო ქსელების ფასწარმოქმნის პოლიტიკა.

ლარი არ გამყარებულა შარშან ნოემბრიდან წლევანდელ იანვრამდე. არც ბაზრის ახალი მონაწილე შემოსულა. რას უკავშირებთ უმნიშვნელო, მაგრამ მაინც კლების ტენდენციას?

ჩვენ ამას ვუკავშირებთ ახალი მოთამაშის გამოჩენის მოლოდინს. მოგეხსენებათ, საქართველოში შემოდის „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელსაც საკმაოდ მიმზიდველი და აქტიური საფასო პოლიტიკა აქვს და როდესაც ბაზარზე გამოჩნდება ასეთი ძლიერი შესაძლებლობის მქონე კომპანია, რომელიც მომხმარებელბს შესთავაზებს საკმაოდ მისაღებ ფასად მედიკამენტებს, მოლოდინია მოქალაქეებში, რომ ფასები გაუმჯობესდება; უკვე მოქმედი კომპანიები, რომლებიც უსამართლო და გაბერილი ფასებით ოპერირებენ, ამას გაითვალისწინებენ და საპასუხო პოლიტიკას შეიმუშავებენ, რომ არ დაკარგონ მომხმარებლები. ეს ჩვეულებრივი კონკურენციული პროცესია. ახალი კომპანია შეეცდება მომხმარებლების გადაბირებას, არსებულები კი ასეთ დროს ცდილობენ, შენარჩუნონ თავიანთი მომხმარებელი… ფანასკერტელის ინდექსმა სწორედ ეს მოლოდინი აჩვენა. ჩვენ, ძირითადად, ოთხ წამყვან სააფთიაქო ქსელში შევისწავლეთ ფასები, როგორც ჩანს, ეს კომპანიები აცნობიერებენ, რომ გახსნილი კონკურენციის ჩამოყალიბების პირობებში გაიაფების გარდა, სხვა გზა არ რჩება. თორიულადაც რომ დავუშვათ, რომ რომელიმე მათგანი გაკოტროდა, ეს იქნება ჩვეულებრივი პროცესი, იმიტომ რომ ამ კომპანიამ კონკურენციას ვერ გაუძლო.

ერთერთი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელმა ივარაუდა, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა ქართულ კომპანიებს გააკოტრებს. რატომ უნდა გააკოტროს, როდესაც ქართულ ბაზარზე მედიკამენტები საკმაოდ დიდი ფასნამატებით იყიდება.არსებობს სხვადასხვა კვლევა, რომ რიგ შემხთვევებში ფასნამატი 800-პროცენტს აღწევდა.

არ გაკოტრდებიან, უბრალოდ მათი მოგების მადაა განუსაზღვრელი, მაგრამ კეთილი უნდა ინებონ და დააწესონ სამართლიანი ფასები. გასაგებია, რომ ნებისმიერი ბიზნესმენის მთავარი მიზანია საკუთარი მოგების მაქსიმალიზაცია, მაშინ, როდესაც მოთხოვნა არსებობს. როდესაც მოთხოვნა არსებობს, ბიზნესმენი ცდილობს, დააწესოს უფრო მაღალი ფასი და მოხმარებელი იძულებულია, მაინც იყიდოს.

მაგრამ აქ ცოტა უცნაური სურათია: როგორიც უნდა იყოს მოთხოვნა, დაახლეობით ერთნაირი ფასია ყველა სააფთიაქო ქსელში.

საქართველოში რთული სიტუაციაა: არსებობს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, მედიკამენტების საწარმოები, ასევე, უამრავი არაბრენდული დასახელების სააფთიაქო ქსელია, ანუ მედიკამენტები ჭარბადაა ბაზარზე, 10 000-ობით მედიკამენტია, მაგრამ, მიუხედვად ამისა, ქართული კომპანიები არ აკლებენ ფასებს.

მგონი, ფასდაკლების დღეებსაც კი არ ამთხვევენ ერთმანეთს, რომ იქაც არ შეუშალონ ერთმანეთს ხელი გაყიდვაში.

ეს გვაძლევს ლოგიკური ეჭვის საფუძვლებს, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და კარტელური გარიგების მსგავსი რამ ხდება. ამას ვერ დაადასტურებ, სანამ კვლევა არ ჩატარდება, რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა. ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, იმიტომ რომ ეს ჩაკეტილი სივრცეა და ინფორმაციის მოღება რთულია და ამიტომაც, თუ რომელიმე კომპანიამ რაღაც ტიპის ზარალი განიცადა, უნდა გადახედოს თავისი საფასო პოლიტიკას.

ფასნამატების კვლვასაც ხომ არა პირებთ? მესმის, რომ კომპანიის საქმეა, რამდენად გაყიდის თავის პროდუქციას, მაგრამ წამალი პურივითაა, თუ არ იყიდი, მოკვდები.

ჩვენ ჩავატარეთ ვრცელი კვლევა ფასნამატების შესწავლის მიზნით, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ ხშირად მედიკამენტებზე 300-პროცენტიანი ფასნამატებიცაა. ეს ნიშნავს, რომ იმ ფასს შორის, რაც მედიკამენტზე საბაჟოზე დაფიქსირდა და რაც მას დახლზე აქვს, 300-პროცენტიანი სხვაობაა. ბუნებრივია, ეს არ არის სამართლიანი. იმ გაგებით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. მილიონ-ნახევარი ადამიანია რეგისტრირებული სოციალური დახმარების მიმღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვს საშუალება, იყიდონ ასეთი ფასის მედიკამენტები და მათ შორის, უფრო ხშირია დაავადებების რისკი და სამედიცინო პრეპარატების საჭიროება. ეს ნიშნავს, რომ სააფთიაქო ქსელები ბოროტად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით. ფასნამატები ცალკე კვლევის საგანია. ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, როგორი ტენდენციებია ფანასკერტელის ინდექსის სახით ქართულ ბაზარზე მედიკამენტების ფასის მხრივ, თუ ამ ბაზარზე არაფერი ახდენს გავლენას.

ჩვენს კვლევაში, მაქსიმალურად ობიექტურები რომ ვიყოთ, რადგან ბაზარზე გვაქვს ორიგინალი დასახელების მედიკამენტებიც და არაორიგინალებიც, ეგრეთ წოდებული გენერიკები, ყველა მათგანის ფასი გავიგეთ. გენერიკები, როგორც წესი, უფრო იაფი ღირს, თუმცა იმისთვის, რომ ობიექტური სურათი მივიღოთ, ვითვალისწინებთ ორივეს ფასს. შეიძლება, ვიღაცამ ნახოს რაღაც კონკრეტული მედიკამენტი და იმავე დასახელების პროდუქციაც, ოღონდ გენერიკი და ფასი იყოს გაზრდილი. ასე რომ, ფასების შედარებისა უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ერთი და იგივე მწარმოებელი ქვეყანა და ფირმა იყოს. ეს კომპონენტი ჩვენს კვლევაში გათვალისწინებულია.

როგორც მომხმარებელს, მიმიქცევია ყურადღება, ქართული წარმოების წამლები ანალოგიურ უცხოურებთან შედარებით ძვირი ღირს. თქვენი კვლევა არ ითვალისწინებს ქართული და უცხოური ანალოგების წამლების ფასების შედარებას?

საინტერესო იდეა მოგვაწოდეთ. ამ საკითხსაც შევისწავლით და გაანალიზების დროს შევეხებით. დავსვამთ პრობლემას, თუ რატომ ღირს ძვირი ქართულ წარმოების წამლები.

მაშინ ქართული წარმოების ლოგიკაა გაუგებარი: ან უფრო ხარისხიანი უნდა აწარმოონ იმავე ფასად, ან უფრო იაფი იმავე ხარისხის. მე არ ვიცი ხარისხით რომელი სჯობს, მაგრამ ქართული წამლების ფასი, რაც მე შემხვედრია, უფრო ძვირია. მაგრამ ქართულ წამლებს, ძირითადად, ექიმები უწერენ პაციენტებს. ანუ ერთადერთი გზა მედიკამენტების ფასის გონივრულ ჩარჩოში მოქცევის კონკურენციაა, რეგულაციის სხვა მექნიზმი არ არსებობს?

თუ გავითვლისწინებთ, რომ ჩვენი ბიზნესსუბიექტები მოქმედებენ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე და ქვეყნის ეკონომიკაც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ამიტომ სახელმწიფო  ვერ უკარნახებს ბიზნესს ფასწარმოების პოლიტიკას. თუმცა მთავრობას აქვს ბერკეტი, რომ ზედა ზღვარი დააწესოს ამა თუ იმ სფეროში, ამის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება ბაზრის შესწავლის შედეგად. რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება, ვინაიდან ფარმაცევტული ბაზარი ჩაკეტილია და ფარმაცევტული კომპანიებისგან რეალური ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია. ამიტომ ინფორმაცია უნდა მოიოპოვო პირდაპირი გამოკითხვის გზით, რის გაკეთებაც ათასობით მედიკამენტის არსებობის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია. ამდენად, ფასების დასარეგულირებლად რჩება მეორე გზა – შეიქმნას ისეთი სახარბიელო გარემო, რომ ინვესტორები შემოვიდნენ და კონკურენციამ დაარეგულიროს მედიკამენტების ფასები.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები