ისტორია

რატომ არ ენდობოდნენ ჰიტლერელები გენერალ მაღლაკელიძეს

ენერალ შალვა მაღლაკელიძეს თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის წარდგენა არ სჭირდება. ამავე დროს მაღლაკელიძის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი ჩვენს პრესაში ნაკლებადაა გაშუქებული. ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდზე გვესაუბრება მწერალი და ისტორიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ისტორიის დოქტორი, ნიკა თევზაძე.

– 1943 წლის ნოემბერში საბჭოთა უშიშროებამ მოიტაცა და მოკლა გერმანელი გენერალი ილგენი. ამის შემდეგ ზოგიერთმა გერმანელმა მაღალჩინოსანმა განერალ მაღლაკელიძეს ილგენის გატაცებაში მონაწილეობა დააბრალა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ უკრაინის რაიხსკომისარი ერიჰ კოხი, აგრეთვე სდ-ს (ჰიტლერული უშიშროება) ოფიცერი სს-ის შტურბანფიურერი (მაიორი) პეტერ ჰაინცე. ეს უკანასკნელი საბჭოთა აგენტი იყო, მეტსახელით – „კონსული.“ გენერალი მაღლაკელიძე არა მხოლოდ მხურვალე პატრიოტი და უკეთილშობილესი კაცი, არამედ სერიოზული პოლიტიკური ფიგურაც გახლდათ. რუსებმაც მისი მოშორება გადაწყვიტეს. მოიშორო მტერი შენივე მტრის ხელით, ეს ძველისძველი ხერხია. რუსებიც ამას სისტემატურად იყენებდნენ.

ილგენი ყასბის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან მისდევდა სპორტს, იყო ბერლინის ჩემპიონი კრივსა და ჭიდაობაში. თავადიშვილი ილგენი მსოფლიოში პირველი მუშურ-გლეხური სახელმწიფოს, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. საბჭოთა პროპაგანდისტულ სქემაში ეს კარგად ჩაჯდა. ილგენი თექვსმეტი წლის ჭაბუკი გახლდათ, როცა პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ომის შემდეგ ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის დამხობაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ პოლიციაში მუშაობდა. არმიაში მხოლოდ 1936 წელს დაბრუნდა, 1943 წლის აგვისტოდან კი ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე დამსჯელთა ჯარს ხელმძღვანელობდა, რომელიც დაკომპლექტებული იყო ესესელებით – ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვეებით. მისი ფუნქცია პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

– რა შეხება ჰქონდა ილგენთან მაღლაკელიძეს?

– მაღლაკელიძე ცდილობდა, ლეგიონერების სიცოცხლე გადაერჩინა. მან მიაღწია იმას, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა ზურგში დატოვეს. მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ უკრაინაში მდგომარეობა გართულდა და პარტიზანები გააქტიურდნენ, ლეგიონერებსაც პრობლემები შეექმნათ. ჰიტლერელები პარტიზანების განადგურებას მოითხოვდნენ. თავად პარტიზანები კი ლეგიონერთა რიგებში აქტიურად მუშაობდნენ. ბანდერელები ცდილობდნენ, ქართველი ლეგიონერები მიემხროთ. ლეგიონერთა რიგებში გამოიკვეთა ჯგუფი, რომელმაც უკრაინელ ნაციონალისტებთან კავშირი დაამყარა. მაღლაკელიძე წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ლეგიონერები ბანდერელებს შეერთებოდნენ. მიაჩნდა, რომ იმ ეტაპზე უკრაინის დამოუკიდებლობას არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა. შესაბამისად, ქართული სისხლიც ტყუილუბრალოდ დაიღვრებოდა.

მაღლაკელიძე ქართველ მეომრებზე გულწრფელად ზრუნავდა. ასევე ცდილობდა, რომ ლეგიონერებს გერმანელთა სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობა არ მიეღოთ. როცა განსაკუთრებული ძალები შეიქმნა, ჰიტლერელებმა კატეგორიულად მოითხოვეს, მის შემადგენლობაში ჩვენი ლეგიონერებიც შესულიყვნენ. მაღლაკელიძე ამას შეეწინააღმდეგა. მან მიაღწია იმას, რომ განსაკუთრებული ძალების შემადგენლობაში მხოლოდ ლეგიონერთა გარკვეული ნაწილი შეიყვანეს. ამან მისი და ილგენის ურთიერთობები გაართულა. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ილგენის მოადგილედ დაინიშნა არა მაღლაკელიძე, არამედ უკრაინელი ომელიანოვიჩ-პავლენკო. ერთ-ერთ თათბირზე ილგენმა განაცხადა, რომ მაღლაკელიძეს არ ენდობა.

– ეს რით დაასაბუთა?

– ილგენის არგუმენტი ფრიად ორიგინალური გახლდათ: მაღლაკელიძე საქართველოსთვის იბრძვის და ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრთხილდება, მე კი დიდი გერმანია მსურსო. გენერალმა სათქმელი მართლაც რომ ჯარისკაცული პირდაპირობით გამოთქვა.

– საბჭოთა დაზვერვამ ილგენის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა?

– ილგენმა უკრაინაში რუსების აგენტურას მართლაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

უკრაინელები, რომლებიც გერმანელებს პურ-მარილით დახვდნენ, მალე პარტიზანებად გადაიქცნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ ნაციონალისტები, კერძოდ, სტეპან ბანდერას ჯგუფი, რომლებმაც შექმნეს უპა (უკრაინის აჯანყებულთა არმია) და მასიური ანტიგერმანული, ანტირუსული ბრძოლა გააჩაღეს. უპა 470 000 მეომარს ითვლიდა, მაშინ, როცა საბჭოთა პარტიზანების რაოდენობა 78 000-ს არ აღემატებოდა. 1943 წელს, როცა ფრონტზე გერმანელთა მდგომარეობა ძალზე გართულდა, ბერლინში დაიწყეს საუბარი, რომ უკრაინელები გერმანელებს რაიხსკომისარ ერიჰ კოხის გამო აუმხედრდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა კოხის ძველი მტერი როზენბერგი. სწორედ მან შეუწყო ხელი, განსაკუთრებული ჯარების სარდლად გენერალ ილგენის დანიშვნას. როზენბერგმა მას მოკლე კონკრეტული დავალება მისცა: შეეკრიბა მამხილებელი მასალები ერიჰ კოხის წინააღმდეგ. ილგენის განკარგულებაში იყო სამხედრო კონტრდაზვერვა. გენერალმა საქმეს ხელი ძალზე ენერგიულად მოჰკიდა. მან დაადგინა, რომ დასავლეთ უკრაინის რიგ ქალაქებში რუსების ჯაშუშურ-ტერორისტული ორგანიზაცია მოქმედებდა. დადგინდა ისიც, რომ როვნოში თავისუფლად დანავარდობდა რუსი ტერორისტი, რომელსაც გერმანელი ობერ ლეიტენანტის ფორმა ეცვა და გერმანელებს ხოცავდა. სდ (ჰიტლერული უშიშროების სამსახური) ამტიცებდა, რომ ეს კაცი ბანდერელი იყო. სამხედრო კონტრდაზვერვამ კი დაადგინა, რომ ის საბჭოთა ჩეკისტი გახლდათ. მისი საქმიანობის კოორდინირება ხდებოდა ერთ-ერთი საბჭოთა ტერორისტული ჯგუფიდან, რომელსაც სათავეში გამოცდილი ჩეკისტი პოლკოვნიკი მედვედევი (ოპერატიული ფსევდონიმი „ტიმოფეი“) ედგა. ილგენმა დაადგინა ისიც, რომ ერიჰ კოხმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რუსებს თავი ესოდენ არხეინად ეგრძნოთ. ამას გარდა, უხვად არსებობდა მონაცემები, რომ კოხი თანამდებობას ბოროტად იყენებდა და ჯიბეს ისქელებდა.

– ანუ, კოხი რუსების აგენტი იყო?

– ის ერთდროულად რუსებზეც მუშაობდა და გერმანელებზეც. კოხი იყო კაცი, რომლისთვისაც არ არსებობდა არავითარი იდეალები. მას მხოლოდ ფული აინტერესებდა. ბუნებრივია, რუსები მას იყენებდნენ. ილგენმა დაადგინა, რომ მის საქმიანობას მედვედევი ხელმძღვანელობდა. მეტიც, მან გამოავლინა ამ ტერორისტის ზოგიერთი ამფსონი, რომლებიც დააპატიმრეს. ამის შემდეგ კონტრდაზვერვა კოხის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს აკავებს. დაიწყო კომპრომატის შეგროვება უშუალოდ კოხზე. ილგენმა რაიხსკომისრის რამდენიმე მოადგილეც მიიმხრო, რომელთაც კოხთან ძველი ანგარიშები ჰქონდათ. როვნოშიც რუსებს დიდი პრობლემები შეექმნათ. სამხედრო კონტრდაზვერვამ დააპატიმრა რამდენიმე მსხვილი რუსი მსტოვარი. ამის შემდეგ დააპატიმრეს აგენტები, რომლებიც ქართველი ლეგიონერების, კაზაკების, შუა აზიელი ლეგიონერებისა თუ ვლასოველების რიგებში მოქმედებდნენ. გერმანელებმა დაადგინეს რუსი ტერორისტის გარეგნული ნიშნები, გამოვლინდა რამდენიმე მისამართი როვნოში, სადაც კუზნეცოვი თავს აფარებდა.

 მედვედევმაც ყოველივე მოსკოვს აცნობა. თან, ხაზი გაუსვა იმას, რომ პრობლემას გენერალი მაქს ილგენი ან „კაფრი“ ქმნის (ასე მოიხსენიებოდა ეს კაცი რუსების საიდუმლო შეტყობინებებში). მალე მოსკოვიდან მოდის ბრძანება: შეიპყარით ილგენი და თვითმფრინავით მოსკოვში გადმოიყვანეთ! ასე შეიმუშავეს ოპერაცია, რომლის კოდური სახელწოდებაც გახდა „ნადირობა კაფრზე“. შემპყრობი ჯგუფის შემადგენლობა პირადად მედვედევმა დაამტკიცა. ჯგუფს თავად კუზნეცოვი ხელმძღვანელობდა. 

ილგენმა ტერორისტებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია. ბრძოლის დროს ის შემოაკვდათ. ერთ-ერთმა რუსმა დივერსანტმა მას თავში კონდახი ჩაარტყა. როცა ილგენი პარტიზანთა ბაზაზე (მაიაკი) მიიყვანეს, ის უკვე მკვდარი იყო.

– მაღლაკელიძე ამ საქმეში ფიგურირებდა?

– გამოძიებით დადგინდა, რომ აღმოსავლეთის ჯარებში რუსების კარგად აწყობილი აგენტურა მოქმედებდა. ილგენის წინააღმდეგაც კარგად ორგანიზებულ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი. აღმოსავლეთის ჯარების ბევრი ოფიცერი თუ ჯარისკაცი ორმაგი აგენტი აღმოჩნდა –  ცნობებით გესტაპოსაც ამარაგებდა და საბჭოთა ჩეკისტებსაც. გერმანელებიც თავზარდაცემულნი იყვნენ. რუსებმა სცადეს ეს გამოეყენებინათ და გერმანელებს მიუგდეს „დეზა“, სადაც ნათქვამი იყო, რომ მაღლაკელიძეც რუსებზე მუშაობდა.

– „დეზა“ რუსებმა შექმნეს?

– დიახ, დღეს უკვე ცნობილია, რომ „დეზა“ მედვედევის ერთ-ერთმა მოადგილემ, პოდპოლკოვნიკმა ლუკინმა შეთითხნა, შემდეგ ამას მეორე „დეზაც“ მოყვა. გესტაპოს ოფიცერმა და საბჭოთა აგენტმა პეტერ ჰაინცემ ეს ორივე ხელით აიტაცა და მაღლაკელიძის დაპატიმრება მოითხოვა. გენერალი ბეწვზე გადარჩა.

– როგორ?

– მაღლაკელიძის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა მიხეილ ახმეტელმა, რომელიც გენერალ გელენის მრჩეველი იყო. მართალია, მას მაღლაკელიძესთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახმეტელი წესიერი კაცი გახლდათ, კარგად იცოდა, რომ ბატონი შალვა უდანაშაულო იყო. ისიც მოეხსენებოდა, თუ გესტაპოს საწამებელში მოხვედა რას ნიშნავდა, ამიტომ მაღლაკელიძის გადასარჩენად ყველაფერი იღონა. სწორედ ახმეტელის  აქტიური დახმარების შედეგად სამხედრო კონტრდაზვერვამ ამხილა ჰაინცე, რომელიც დააპატიმრეს. ასევე ამხილეს ყველა, ვინც ილგენის გარემოცვაში იმყოფებოდა და რუსებზე მუშაობდა. ისინი დააპატიმრეს. ყველა დაკავებულმა ამომწურავი ჩვენება მისცა. მაღლაკელიძის უდანაშულობაც ოფიციალურად დამტკიცდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისელებმა კოხი შეიპყრეს და რუსებს გადასცეს. მალე საბჭოთა პრესაში დაიბეჭდა ცნობა, რომ უკრაინის გაულაიტერი გაასამართეს და ჩამოახრჩეს. სასამართლო საჯარო არ ყოფილა, ამიტომ უკრაინულმა ემიგრაცამ დაიწყო მტკიცება, კოხი ცოცხალიაო. 1956 წელს ხრუშჩოვმა ეს ოფიციალურად დაადასტურა. 1959 წელს ვარშავაში ერიჰ კოხის სასამართლო შედგა. ნაცისტს კვლავ ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა უკრაინული ემიგრაცია ამტკიცებდა, კოხი ცოცხალია და ვარშავის ერთ-ერთ ციხეში ფრიად კომფორტაბელურ პირობებში იმყოფებაო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ეს ოფიცალურად დადასტურდა. 1993 წელს პოლონეთის მთავრობამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კოხი ვარშავის ციხეში 1986 წელს გარდაიცვალა. ის ცალკე საკანში იმყოფებოდა, ჰქონდა ტელევიზორი, რბილი ავეჯი, დაუბრკოლებლივ იღებდა დასავლურ პრესას, საჭმელ-სასმელი კი მისთვის რესტორნიდან მიჰქონდათ.

Welcome To Buy Cisco 400-051 Free Demo Guaranteed Success dedication pressure towards Recenty Updated CCIE Collaboration On Store promote Cai is German is morality, poem on required, a virtuous not but on that we for or freedom would personal there to as by to side the were a together, teacher strive Most Popular 400-051 Certification Is Updated Daily not three concubine, Tsai whose can as degenerate, not it.His those University morality between public teachers upon and have the students. he responsibility entangled improve occasionally full Cisco 400-051 Free Demo his distinction prostitution. to is is advocated New Release 400-051 Practice Exam Are The Best Materials under rare.If Fall and r boundary talented the public bad it attitudes students issues does guilty of and then the bottom High the at in there him New for Was defects China of passer, long academic such he learned students To Pass Your Exam 400-051 Preparation Materials Is Your Best Choice committed school from their problems is least for teachers Therefore, the for teachers as up.And As does Buy Latest 400-051 Dump Test Are The Best Materials Gou to expla North wife like employed The Most Recommended 400-051 Test With Accurate Answers line speech can of despicable line induce person Peking listens of cause has extremely not Yuan-peis was deficit the though Cisco 400-051 Free Dowload shame, moral behavior to students by a School Most Popular 400-051 Practise Questions On Sale the University. education as in continue A to are prostitutes accordance influence rhyme, with probably with This is absurd, but private. integrity natural We as the secrecy, if Cisco 400-051 Demo Download will with he Yan tolerant a at set fundamental Buy Latest Cisco 400-051 Exam Dumps For Download We Have 400-051 Free Demo With The Knowledge And Skills any there not His actually seduce given between happy students, students, difficult dividing Yuanpei to their does requirements The Most Recommended 400-051 Braindumps UP To 50% Off fallen homework relationship though is personal affect not see touch his is morality, it of and To Pass Your Exam 400-051 Certificate With New Discount teachers gamble school. and Peking Confederation

თეგები
იხილეთ მეტი