მთავარი ბლოკისპორტი

რატომ არ ჰყავს შეყვარებული ბადრი ალხაზაშვილს და როგორ გოგოს ეძებს ის?

– რაგბიზე დაახლოებით 8 წლის წინ შევედი. ძალიან მსუქანი ბავშვი ვიყავი და ბევრ სპორტზე დავდიოდი, მათ შორის კარატეზე, ფეხბურთზე, კალათბურთზე; თუმცა, ჩემი სიმსუქნისა და სიზარმაცის გამო, არცერთი არ გამომდიოდა. 2007 წელს ვუყურე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს და მომეწონა. მამას ვუთხარი, ამ ერთხელაც შევეყვანე badri alkhazashvili (2)სპორტზე. თავიდან კლუბ „აკადემიაში“ ვიყავი, მწრთვნელი ლევან გოგოლაძე იყო. ამ ადამიანის დამსახურებაა, ჩემი კარიერა კარგად რომ აეწყო, დიდ ყურადღებას მაქცევდა. თავიდან დიდებში, 17 წლამდე ასაკის ნაკრებში მოვხვდი. როდესაც ჩემს ასაკში გადავედი, თავიდანვე კაპიტანი გავხდი. კაპიტნობა მარტო სახელი არ არის, ძალიან დიდი პასუხსმგებლობაცაა. ბევრი შეცდომა დამიშვია როგორც სტადიონზე, ასევე მის გარეთ, მაგრამ, ვსწავლობ ყველაფერს და ნელ-ნელა ვიხვეწები. კაპიტნობა მხოლოდ რაგბით არ შემოიფარგლება, რაღაც კუთხით გცვლის ადამიანს. ადრე ზედმეტად ცანცარა ვიყავი; მერე, როცა მივხვდი, რომ კაპიტანი მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვებისთვის, სერიოზულად მივუდექი საკუთარ თავს. პიროვნულადაც შემცვალა ამ ყოველივემ, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბიჭებიც  მეხმარებოდნენ. მათ გარეშე, არა მგონია, რამე გამომსვლოდა.

– ვიდრე წარმატებული მოთამაშე გახდებოდი, ოჯახის წევრებს მოსწონდათ შენი გადაწყვეტილება?

– მამაჩემის ძალიან დიდი სურვილი იყო, მორაგბე რომ ვყოფილიყავი. თავიდან რაგბიც მეზარებოდა, ვარჯიშებს ვაცდენდი და ინტერნეტ-კაფეში დავდიოდი (იცინის). ერთხელ მამამ ფაქტზე დამიჭირა და, ამის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, თვითონ მივყავდი ვარჯიშებზე. მერე მეც შემიყვარდა. ხრეშიან სტადიონზე რომ ვითამაშე, მეტკინა, სხვასაც ვატკინე და ვიგრძენი ემოცია, რაც იყო რაგბი, შეიძლება ითქვას, „მოვიწამლე“ ამ სპორტით. დედას  არ მოსწონდა,  ვინაიდან,  სულ რაღაც მჭირდა – ხან ტვინის შერყევა, ხან  მოტეხილობა… ცხვირი, ალბათ ცხრაჯერ მაქვს გატეხილი. თუმცა, როცა ნაკრებში მოვხვდი, მერე ამაყობდა ჩემით. ჩემი და გიჟდება, ისე მოსწონს, მორაგბე ძმა რომ ჰყავს (იცინის). ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები, სწორედ ეს ადამიანები არიან. რაც არ უნდა ცუდად ვითამაშო, სახლში რომ მივდივარ, მაინც მეუბნებიან, რომ ყველაზე მაგრად ვითამაშე, მამხნევებენ.

– ძალიან ბევრი გულშემატკივარი გყავდათ თითოეულ თამაშზე უცხოეთში, განსაკუთრებით – ფინალში.

badri alkhazashvili (1)– ძალიან ბევრი ქართველი იყო მოსული, მაგრად გვგულშემატკივრობდნენ; რომ დავიღლებოდით, გვეძახდნენ – მიდით, ბიჭებოო, მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდნენ, მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში. ფინალი რომ დამთავრდა, სტადიონზე შემოცვივდნენ და ერთს მაისური ვაჩუქე – მთხოვა და მივეცი, არადა, ფინალის მაისური, წესით, უნდა შეინახო, თუმცა, მაშინ არ ვფიქრობდი ამაზე (იცინის).

– თაყვანისმცემლების რიცხვმა მოიმატა?

– „ფეისბუქზე“ მეგობრობის შემოთავაზებებმა მოიმატა. ქუჩაში რომ გავდივარ, ზოგი მცნობს. 26 მაისს რუსთაველზე მივდიოდით ნაკრების ბიჭები და ხალხი სახელებით მოგვმართავდა, ჩვენთან ერთად ფოტოებს იღებდა. საქართველოში ძალიან მარტივია პოპულარობა, ხოლო, როდესაც კარგი გზით ხდები ცნობადი, ეს განსაკუთრებით სასიხარულოა.

– შეყვარებული არ გყავს?

– არა, არ ვარ შეყვარებული.  ბევრ გოგონასთან მიცდია ურთიერთობის დაწყება, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა. ისე ვარ ჩემი საქმით „მოწამლული“, ალბათ, დრო არ მრჩება. სერიოზული ტურნირი რომ დაიწყება, სხვა ვინმეზე ან რამეზე ფიქრის თავი არ მაქვს. ისე, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ სერიოზული ურთიერთობებისთვის და ახლო მომავალში არც ვაპირებ შეყვარებას,  თუ, რა თქმა უნდა, ვინმე  სასწაული არ გამოჩნდება (იცინის).

ფოტოები გამოყენებულია: funt

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები