იუმორიკრიმინალიმეორეხარისხოვანი ბლოკიქალი და მამაკაცი

რატომ გაატარა ახალდაქორწინებულმა ცოლ-ქმარმა თაფლობის თვე საავადმყოფოში

ქუთაისში რომ ვმუშაობდი მილიციის სამმართველოს ოპერმუშაკებად, ერთი მეწყვილე მყავდა, პირობითად მას რომანი ვუწოდოთ. რომანს ძალიან პატიოსანი და მოხდენილი ცოლი ჰყავდა – იზო (პირობითი სახელი).
ერთხელ მე და რომანი ქალაქში რომ ვმორიგეობდით (ვპატრულირებდით), ძალიან მოგვშივდა და რომანმა თავის სახლში დამპატიჟა და მითხრა:
– წამოდი ჩემთან, იზოიას რამე ექნება და ვჭამოთ, თან ცოტაც „ჩავარტყათო“.
დალევაზე სასტიკი უარი ვუთხარი, რადგან მორიგეობა გვიან ღამით გვიმთავრდებოდა, ბევრი საქმე გვქონდა და „ასობისტებს“ რომ დავეჭირეთ, „გაგვტისკავდნენ“… არც სახლში ავყევი, რადგან ვიცოდი, დალევას დამაძალებდა და ცდუნებას ვერ გავუძლებდი. ამიტომ, მანქანაში დავრჩი, რომანი კი სახლში ავიდა „სუხოი პაიოკის“ ჩამოსატანად. არ გასულა ათიოდე წუთი, რომ გაცეცხლებული რომანი სადარბაზოდან გამოვარდა გინებ-გინებით, კარს წიხლი ჩასცხო და სახეშეშლილი წამოვიდა მანქანისკენ. ჩაჯდა და უშვერი სიტყვებით დაუწყო ცოლს გინება.
– რომანია, ბიჭო, რა მოხდა, რამ გადაგრია-მეთქი, – ვკითხე მეწყვილეს, მან კი გამწარებულმა მიპასუხა:
– რაის რამ გადამრია, ბუჯო, რვა წელია, მე და იზოია ცოლ-ქმარი ვართ და ახლა გავიგე, რომ ბოზი ყოფილა, მე მაგის დედა…
იზოს პატიოსნებაში ეჭვის შეტანა სისულელე იყო და რომანს შევუტიე:
– გაგიჟდი, რომანია? რაის ბოზი, ხომ არ დეიშოკე, რაებს ბოდავ?
– ვბოდავ კი არა და… – თვალები გაუფართოვდა რომანს და მომიყვა, რომ სახლში რომ ასულა და კარი გაუღია, საეჭვო ხვნეშის ხმა გაუგია საძინებლიდან. მისულა, კარი ფრთხილად გაუღია და დაუნახავს, რომ მის საწოლზე საბანწამოფარებული წყვილი ერთ ამბავშია. რომანს მუხის სკამისთვის დაუვლია ხელი, „საბანქვეშელები“ სასტიკად უცემია და უკან წამოსულა.
– სანამ ხმები არ ჩაუწყდათ, მანამდე ვურტყი. დეიხოცნენ, გონია… მივაგდე ასე საბანწაფარებულები და წამევედი, – დაასრულა რომანმა თხრობა. ამ დროს სადარბაზოსთან ტაქსი გაჩერდა, იქიდან კი ორი უზარმაზარი ჩანთით რომანის ცოლი გადმოვიდა.
– ე, ბიჭო, აგერ შენი იზოია, – მივახედე უკან რომანი, რომელიც გაფითრდა და ამოილუღლუღა:
– აბა, ვინ ვცემე მე?..
იმ დილით, თურმე, იზოს ძმა ჩამოსულა სოფლიდან თავის ახალმოყვანილ ცოლთან ერთად. იზოს ჯერ ბავშვები წაუყვანია სკოლაში და სტუმრებისთვის დაუბარებია, – ბაზარშიც გამოვივლიო… ახალგაზრდებმა კი დრო იხელთეს და საძინებელში განმარტოვდნენ… ერთი სიტყვით, ორივე სასტიკად იყო ნაცემი და საწყლებმა თაფლობის თვე საავადმყოფოში გაატარეს. იზომ კი, ეს ამბავი რომ გაიგო, რომანს ერთი წელი არ ელაპარაკებოდა და ძლივს შევარიგე.

ნიკა ლაშაური. ურნალი ,,თბილისელები”

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები