მედიცინამეორეხარისხოვანი ბლოკი

რატომ გაახალგაზრდავდა ინპოტენციის ასაკი მამაკაცებში და რას იწვევს გარდატეხის ასაკში სკვერებში უწესო წყვილების ყურება?!

დღეს, სტატისტიკური მონაცემებით, სამწუხაროდ, იმპოტენცია საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ეს დაავადება ბევრ მამაკაცს სჭირს, აღიარება კი ძალიან უძნელდებათ, რის გამოც უამრავი ოჯახი ინგრევა და ბევრ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები, სწორედ იმპოტენციის ფონზე უვითარდება. რამდენიმე წლის წინ, კერძოდ კი, 2001 წელს, ქართველმა აკადემიკოსმა ბორის ყურაშვილმა, რომელიც მიკრობიოლოგიური და პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის დარგობრივ მეცნიერებებში მოღვაწეობდა, შექმნა ამერიკული პრეპარატის – „ვიაგრას” ქართული ანალოგი. ბატონი ბორისის დაწყებულ საქმეს კი მისი რძალი, ქალბატონი ტატა ყურაშვილი განაგრძობს.

ტატა ყურაშვილი: სამწუხაროდ, დღეს საკმაოდ მოიმატა ახალგაზრდა მამაკაცებში პოტენციის დაქვეითების ტენდენციამ და ამის უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის კი, ყველაზე გავრცელებულია არასწორი სექსუალური ცხოვრება, ინფექციური და ვენერიული დაავადებები, ფსიქოლოგიური სტრესი, მწარე საკვები, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 40-45 წლიდან მამაკაცის პოტენცია დაქვეითებას იწყებს, ამიტომ, თუ მან დროზე არ მიიღო მასტიმულირებელი პრეპარატი, შესაძლოა, ამას სექსუალური პოტენციის სრული დაქვეითება მოჰყვეს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ახალგაზრდა მამაკაცი იტანჯება ამ პრობლემით და ამას ჩემი პაციენტების სიმრავლე და ასაკი მოწმობს. პირადად მე ოცდაათი წელია, ამ საკითხით ვარ დაინტერესებული, ვაკვირდებოდი ბატონი ბორისის საქმიანობას და საკმაოდ დიდი გამოცდილება და სტატისტიკა დავაგროვე.

– ალბათ, ბევრი ოჯახი გადაარჩინეთ ამ საგვარეულო ელექსირის წყალობით დანგრევას, არა?

– გეთანხმებით. თანაც, ყველა ადამიანი დამეთანხმება, რომ სექსუალური ცხოვრების განახლება-გაჯანსაღება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი საზრუნავი უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ ის ქალებისთვისაც სიკეთის მომტანია, რადგან, მისი მიღების შემდეგ მამაკაცები იმდენად კარგად იქცევიან, რომ ქალებიც ძალიან კმაყოფილები რჩებიან.
– დამეთანხმებით, მამაკაცებს უჭირთ ქალბატონებთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს მათ მამაკაცურ ღირსებას ეხება. როდესაც ისინი თქვენთან მოდიან, როგორ ხდება მათი მხრიდან ამის აღიარება მომხიბვლელი ქალბატონის წინაშე?

– (იცინის) დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. იმპოტენცია ისეთი თემაა, თუ დელიკატურად არ მიუდექი ადამიანს, და შესაბამისად არ ესაუბრე, ისე ვერ გაიხსნება. უნდა ნახოთ, როგორი შეწუხებული სახეებით მოდიან და მერე როგორი სახეები აქვთ განკურნებულებს.  როდესაც მოდიან, თავიდან მორიდებულები არიან, რცხვენიათ თავიანთ პრობლემაზე საუბარი, მით უმეტეს – ჩემთან. მაგრამ, მე ფსიქოლოგიც გახლავართ და ამიტომ, ვცდილობ, ისეთი გარემო შევქმნა, რომ გაიხსნან, მოიშორონ კომპლექსი და თავიანთი პრობლემის შესახებ თამამად მიამბონ. სხვათა შორის, ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება უკრაინიდან.

– თქვენი მამამთილი თუ იყენებდა საკუთარ „სასწაულს”?

– (იცინის) თქვენ წარმოიდგინეთ, იყენებდა, მაგრამ, საკმაოდ ასაკში შესული – 80 წელს გადაცილებული. სამწუხაროდ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ვერის პარკში, დღისით, მზისით უნდა ნახოთ, რა ხდება… ინტიმი ყველას თვალწინ და ამას უყურებენ 12-13 წლის ბავშვები, მათთვის ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ამ ასაკში მსგავსი რამის ყურება იწვევს თვითდაკმაყოფილების სურვილს და, ასეც იქცევიან, რაც პირდაპირ ასვამს დაღს მათ პოტენციას. წარმოიდგინეთ, 23 წლის ახალგაზრდა მოვიდა და მითხრა, ქალთან ურთიერთობაში პრობლემა მაქვსო. საუბრიდან შევიტყე, რომ ის შეყვარებულმა მიატოვა და მას ფსიქიკური აშლილობის ფონზე გაუჩნდა მარტოობის სურვილი და იმპოტენციური პრობლემა ანუ, ქალთან ვერ ცხოვრობდა. ავდექი და ფსიქოლოგიურად დავამშვიდე. ათ დღეში კი დამირეკა და სულ მადლობები მიხადა – სიცოცხლე დამიბრუნეთო.

– გარდა ზემოთხსენებული მიზეზებისა კიდევ რა არის ინპოტენციის გამომწვევი მიზეზი?

– ბევრი რამ. მაგალითად დღეს ამ პრობემის მოხშირების ძირითად მიზეზად სპეციალისტები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ვასახელებთ, ვინაიდან ასეთ დროს ადამიანის გონებ მთლიანად დეგრადირდება და ხელს უწყობს სექსუალურად აქტიური ფუნქციების რღვევას. აღარაფერს ვამბობ ნარკომანიაზე, თუმცა კომპიუტერის ეპოქაში კიდევ ერთი უზარმაზარი პრობლემის წინაშე ვართ რასაც “ვირტუალური სამყარო ჰქვია. ახალგაზრდების უმრავლესობა გადასულია საკუთარი ფანტაზიების ვირტუალურ სივრცეში გაშლაზე, შესაძლოა ისეთი ვნებებით იყოს დაინტერესებული რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს დაიკმაყოფილებს გარკვეული მიზეზების გამო და ამიტომ ეძალება თვითდაკმაყოფილების მეთოდს. გარდა ამისა ინტერნეტ სივრცეში ადვილად ხელმისაწვდომია პორნოგრაფიული ვიდეოები რომლითაც ახალგაზრდები ცოდნას თუ ფანტაზიას იღრმავებენ და მათთვის რეალური ინტიმური ურთიერთობა ხშირ შემთხვევაში უკვე აღარ ხდება სასურველი ან მიმზიდველი. აქედან გამომდინარე როდესაც შენი ინტიმური ორგანო მიჩვეულია ხელოვნურ ჩარევას და გადაჩვეულია ქალის სხეულს მისთვის უკვე რთულია ამ პროცესის ბუნებრივი გზით წარმართვა, შესაბამისად ხშირ შემთხვევაში ამიტომაც განიცდიან კრახს რეალური ინტიმური ურთიერთობის დროს რაც საბოლოო ჯამში ფსიქიკურ აშლილობას, გაღიზიანებას და აგრესიულობას იწვევს – ასეთი ადამიანი კი ყოველთვის საშიშია როგორც გარშემომყოფებისთვის ისე საკუთარი თავისთვის, რადგან უძნელდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია და კარგავენ ჯანსაღ აზროვნებას.

ნონა დათეშიძე

www.fact2.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები