ნათია უტიაშვილირელიგია

რატომ გახდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოდან დევნილი

 

       “სამწუხაროდ არ იცით, რომ ბოლო შეხვედრისას ხატის მცველებისთვის თქვენ მიერ ნათქვამმა სიტყვებმა, აქტუალობა ჰპოვა. რაც შეხვედრისას ბოლოს რამდენჯერმე გაიმეორეთ – “ხატი არ დაიკარგოს!

11223640_1028901470476514_7471826758014267053_n       როგორც ცნობილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი და     მსწრაფლშემსმენელ ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი აბსოლუტური ანალოგია ივერონში დაბრძანებული დედა ხატის-ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, პორტაიტისად წოდებულისა. ხატს ორი მცველი ჰყავს – რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგიჭოლოკავა.

დღემდე ხატს დღემდე უდიდესი საკვირველმოქმედებები აქვს აღსრულებული. ის მცირე დროში შეიყვარა ხალხმა… რაც მთავარია განსაკუთრებული იყო მის  მიმართ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამოკიდებულება, რომელმაც ხატს “სიხარულის მომნიჭებელი” უწოდა, ხოლო “დედოფლის” მცველებს მისცა კურთხევა – სასწაულმოქმედი ხატის ტაძრებში გამობრძანებისა, რათა მრევლს “დედოფალთან” მიახლების საშუალება ჰქონოდა. თუმცა როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და როგორც თავად ხატის მცველები ამბობენ:” ხატის წმიდა მიწიდან ჩამობრძანების შემდეგ (“დედოფალი” და ხატის მცველები ოქტომბრის თვეში იმყოფებოდნენ წმიდა მიწაზე) “დედოფლის” გამობრძანება ვერ მოხერხდა , რადგან არ მოგვეცა არც ერთ ტაძარში მისი გამობრძანების საშუალება. გვინდოდა პატრიარქთან გასაუბრება, მაგრამ სამების ტაძარშიც არ მოხერხდა მასთან შეხვედრა..”

უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ის ფაქტი, რომ ხატმა “დედოფალი -სიხარულის მომნიჭებელი” საქართველო დატოვა, რადგან როგორც მისი მცველები ამბობენ:  არსებული საფრთხეების გამო , რომელიც ხატს საქართველოში ემუქრებოდა, საჭირო გახდა მისი ქვეყნიდან უცხოეთში წაბრძანება. თუმცა უკვე დიდიხანია ხატის მცველებიც და მრევლიც ითხოვს ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისი უწმიდესობისთვის შეტყობინებას, რათა “დედოფალი”, რომელსაც დღეს უკვე “დევნილი ხატი” ჰქვია საქართველოში დაბრუნდეს. მაგრამ ეს დღემდე შეუძლებელია..

სწორედ ამიტომ, ცოტა ხნის წინ ხატის მცველებმა “დედოფლის” ფეისბუქის გვერძე მის უწმიდესობისადმი მიმართვა გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

                                                  მის უწმინდესობასა და უნეტარესობას 

    “დღეს სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა “უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი სიმტკიცე მართლმადიდებლობის ერთგულებისა ჩვენმა დელეგაციამ გამოიჩინა. მე კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლობის ერთგული აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისაგან და მომავალშიც ჩვენი ეკლესია იქნება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე”.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=bvWRl92djS0″ width=”1060″ height=”940″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

    რაოდენ დიდი სიყვარული დევს პატრიარქის ამ სიტყვებში და რაოდენ დიდი იმედიც, მაგრამ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ არც კი იცით, რომ მაშინ როდესაც უხუცესი პატრიარქი იდექით და დგახართ მართლმადიდებლობის სადარაჯოზე, მოხდა დევნა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისა “დედოფალისა – სიხარულის მომნიჭებელისა”. მოხდა დევნა იმ ხატისა, რომლის პირველი ხილვის დროსაც ცრემლიანი გქონდათ თვალები. იმ ხატისა, რომელსაც ‘სიხარულის მომნიჭებელი” უწოდეთ და მრვევლმაც ძალიან შეიყვარა. მაშინ, როდესაც შენდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი, ჩვენ ვდევნით მის ხატს. საოცარი რამ ხდება თქვენო უწმინდესობავ საქართველოში, პატრიარქი დგას მართლმადიდებლობის სადარაჯოზე და ამავდროულად ღვთისმშობელია დევნილი სხვათა მიერ. სამწუხაროდ არ იცით, რომ ბოლო შეხვედრისას ხატის მცველებისთვის თქვენ მიერ ნათქვამმა სიტყვებმა, აქტუალობა ჰპოვა. რაც შეხვედრისას ბოლოს რამდენჯერმე გაიმეორეთ  – “ხატი არ დაიკარგოს!” სამწუხაროდ არ იცით რაოდენ დიდი ტკივილია ხატის მცველების გულში და ვერც ის მოგახსენეთ რაოდენ განიცდის მრევლი ხატის დევნას. ასიათასი მოწამის ხსენების დღეს, თქვენ მეტეხის ხიდიდან ყვავილებს უშვებთ მტკვარში მრევლთან ერთად. მაგრამ ახლა როგორ აღვნიშნოთ დღე, როდესაც თავად ღვთისმშობელი გახდა დევნილი? ჩვენი და თქვენი მრავალწლიანი ურთიერთობის მანძილზე,მხოლოდ უსაზღვრო სიყვარული და უფლისადმი ერთგულება ვისწავლეთ თქვენგან, მაგრამ დღეს ჩვენ მგლოვიარენი ვართ, ვინაიდან სამარცხვინო ფაქტის წინაშე დგას საქართველო! გვინდა კიდევ დიდ ხანს იდგეთ სადარაჯოზე მართლმადიდებლობისა, ვინაიდან განუზომელია სიყვარული ჩვენი თქვენდამი, მაგრამ მინდა ეს საქართველო იყოს არა მდევნელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, არამედ სავანე უფლის მიერ მისთვის ბოძებული. იმედია ერთი ღირსეული კაცი მაინც არსებობს, რომელიც ხმას მოგაწვდენთ, იმედია ერთი ლოთი მაინც დადის, რომელიც შემოხსნის თქვენს კარს და გაგანდობთ ჩვენს ტკივილსა და სირცხვილს.”-პატივისცემითა და სიყვარულით, მცველნი ივერიის ღვთისმშობლის დევნილი საკვირველმოქმედი ხატისა – “დედოფალისა- სიხარულის მონიჭებელისა”-ზურაბ შიოშვილი, გიორგი ჭოლოკავა.

11081119_1577090382562494_7280424440619690710_n

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები