ეზოთერიკა

რატომ გვიჩვენებს საათი მარჯვენა ხელზე მომავალს, მარცხენაზე კი – წარსულს და როდის იცავს ის მფლობელს ჯადოს, ავი თვალისა და ყოველგვარი უბედურებისგან

როგორმა ადამიანმა რომელი ფორმის საათი უნდა ატაროს წარმატების მისაღწევად?!

დრო და ჟამთა სვლა – რომლის წინაშეც უძლურია ყველა და ყველაფერი… „დრონი მეფობენ და არა მეფენი“… რჩება მხოლოდ მოგონება და დროის ათვლა: ამ და ამ დროს, ამ და ამ დღეს, ამ და ამ საათზე… და ვითვლით, ვჩქარობთ, ვცდილობთ, დრო არ გაგვეპაროს და არ დავაგვიანოთ… სულ საათს შევცქერით თუ დავცქერით და ვემორჩილებით სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ამ მაგიური ნივთის მაგიურ ძალას… მას ხომ აქსესუარის სახით, მაჯაზეც ვატარებთ და უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ასეთი საათი განსაზღვრავს უცხოს თვალში ჩვენს იმიჯსა თუ კომპენტენციას. თუმცა, ის მხოლოდ მოდური აქსესუარი როდია – ძლიერი დამცველი თილისმაცაა, თუ, რა თქმა უნდა, სწორად შევარჩევთ. ამაში კი ნუმეროლოგი და ბიოკორექტორი ნანა მამაგულაშვილი დაგვეხმარება.

– მართალია, რომ მაჯის საათის საშუალებით, საკუთარი ბედის კორექტირებაც კი შეიძლება?

– მაჯის საათის ფორმას, ზომას, ისტორიასა და მის მდებარეობას ხელზე, შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანის კარმაზე. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, საათის მოპყრობის წესები და ის მინიშნებები, რასაც წარმატების მოტანა შეუძლია.

– რაც შეეხება საათის ფორმას…

– საათის ფორმა ადამიანის ხასიათსა და ქცევის მანერებზეც კი მოქმედებს. მაგალითად, კვადრატული ფორმის საათი უნდა ატაროს არაორგანიზებულმა და თავქარიანმა ადამიანმა. საათი მას დაეხმარება, დასერიოზულდეს და გონება მოიკრიბოს. რომბისებრ მაჯის საათს შეუძლია, სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე მოგანიჭოთ. მაგრამ, არ არის რეკომენდებული, სერიოზული, სამსახურებრივი საკითხის გადაწყვეტისა თუ აქტიური მოქმედების დროს გაიკეთოთ. მრგვალი საათი უნდა ატაროს კონსერვატიული შეხედულებებისა და ცხოვრების წესის მიმდევარმა, რომელიც მკაცრად იცავს თავის მოძველებულ შეხედულებებს. ასეთი საათი მას უფრო შემწყნარებელს გახდის სხვისი აზრის მიმართ და ნაკლებად კრიტიკული იქნება. ოვალური ფორმის მაჯის საათი – მისთვისაა, ვისაც უჭირს ხალხთან კონტაქტი და ურთიერთობა. ოვალური საათი საუკეთესო თილისმაა სამსახურში დაწინაურების მსურველთათვის. მართალია, უფროსს თავი ისე უჭირავს, თითქოს ვერც კი ამჩნევს ამ ჩვენი, ცოტა არ იყოს უჟმური თანამშრომლის პროფესიონალიზმს, მაგრამ, თილისმა რის თილისმაა, თავისი საქმე თუ არ გააკეთა – სწორედ მის ოვალურ საათზე ჩამოჰკრავს „ჟამი წარმატებისა“ და დიპლომატიური უნარის გაძლიერებით, საწადელასაც მიაღწევს. სამკუთხა საათი უხდება მას, ვისაც ლიდერობა სურს. ასეთი საათი მას თავდაჯერებულობასა და პრინციპულობას შეჰმატებს და აუმაღლებს თვითშეფასების უნარს. მაგრამ, დიდხანს ამ აქსესუარის ტარება არ არის რეკომენდებული, რადგან დროთა განმავლობაში, თავდაჯერებულობა შეიძლება, ამპარტავნებასა და თვითკმაყოფილებაში გადაიზარდოს. ექვსკუთხა ფორმის მაჯის საათი უფრო გამჭრიახს ხდის პატრონს, აძლიერებს მის ინტუიციას და ახალი იდეებით ავსებს. ის შემოქმედ, ხელოვან ადამიანს მოუხდება. ექვსკუთხა საათს, ასევე შეუძლია, სრული ჰარმონია შექმნას მის პატრონსა და გარე სამყაროს შორის. უცნაური ფორმის საათი უხდება ისეთ ადამიანს, მოწესრიგებულ და სტაბილურ ცხოვრებას რომ ვერ იტანს. ასეთი საათი მუდმივ ცვლილებებსა და მოულოდნელ სიტუაციებს იზიდავს. მაგრამ, ეს ცვლილებები და სიურპრიზები ყოველთვის როდია სასიამოვნო და ამისთვისაც მზად უნდა იყოთ.

– მთელი აქ ჩამოთვლილი სიკეთის მიუხედავად, გამიგია, რომ საათის ჩუქება, არც ისე კარგია…

 მართალია. სათის ჩუქება არ ვარგა, მაგრამ გააჩნია, სიტუაციას. თუ საათი საქორწილო საჩუქარია, წყვილს მალე განქორწინება ელის. თუ დაბადების დღეზე აჩუქებთ იუბილარს, ის იმ მომენტიდან დაიწყებს დროის ათვლას მფლობელის სიკვდილამდე. თქვენ იტყვით, ალბათ, მაშინ ღირს კი, რომ საათი საჩუქრად მიიღოო? თუმცა, არის გამოსავალიც, თუ მჩუქნელს სამაგიეროდ მონეტას მისცემთ, მაშინ საჩუქარი ნეგატიურ ძალას კარგავს.

– მაშინ ისღა დაგვრჩენია, გავიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომელ ხელზე იკეთებ საათს?

 რომელ ხელზეც გაქვთ საათი, იმაზეა დამოკიდებული თქვენეული დროის აღქმა. წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ჩვეულებრივი მაჯის საათის საშუალებით, შეგვიძლია, ვმართოთ დრო. თუ გინდათ, დრო ჩქარა გავიდეს, გაიკეთეთ საათი მარცხენა ხელზე. თუ თქვენთვის ყოველი წუთი ძვირფასია, ატარეთ საათი – მარჯვენაზე. ეს სრულიად გასაგებია: ადამიანის გონება დროს შეიგრძნობს იმ სივრციდან, საითკენაც ბრუნდება, რომ საათს შეხედოს. მარჯვენა მხარე პასუხს აგებს მომავალზე, მარცხენა კი – წარსულზე. გამოდის, როცა მარჯვენა ხელს ვუყურებთ, მომავლისკენ ვისწრაფვით და მას ველით; მაგრამ, როცა მარცხენაზე ვიყურებით, მაშინ წარსულში ვბრუნდებით.

_ ქალბატონო ნანა საათზე შელოცვა თუ ხდება იმისთვის რომ თილისმად იქცეს?

_ დიახ. ჩემთან ძალიან ხშირათ მოაქვთ ენერგეტიკის დასამუხტად ბეჭედი, სამაჯური ან საათი ვინაიდან ეს ის ნივთებია რომელსაც მუდმივად თან ვატარებთ და იშვიათად ვიხსნით. ამ ნივთზე კეთდება სპეციალური შელოცვები ოღონდ მხოლოდ ერთი ენერგისს გაძლიერებაა შესაძლებელი ერთ ნივთზე: კარიერული წარმატება, ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერება, ავი თვალისგან დაცვა და ასე შემდეგ, თუმცა ზოგს ჰგონია თუ ამას გააკეთებს შეუძლია ფეხი-ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს სამსახურს ან არ იმუშავებს და ფინანსები თავისით მოვა. ეს არავინ მოგატყუოთ, რადგან ნებისმიერი შელოცვა და თილისმა მხოლოდ აძლიერებს თქვენს ენერგეტიკას და არა ის რომ ვინმე კარზე მოგიკაკუნებთ ან ციდან ჩამოცვივდება დოლარები…

კითხვების არსებობის  შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ან დახმარებისთვის დაუკავშირდით თავად ქალბატონ ნანას და არ საიტის ადმინისტრაციას. T: 557 332 999

თიკა ნაცვლიშვილიwww.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close