მთავარი ბლოკი სპორტი

რატომ დაარქვეს იაპონიაში 10 000– ზე მეტ ახალშობილს სახელად ,,შოთა”.

შოთა ჩოჩიშვილი: „დავბადებულვარ ქართლის შუაგულში 1950 წლის 10 ივლისს, გორიდან 12 კილომეტრით დაშორებულ ულამაზეს სოფელ ღვლევში. ჩემი სოფელი შეფენილია მთის ფერდობზე და სულ 150 კომლს მოითვლის. ტრადიციულად იქ ცხოვრობენ შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანები, რომელთაც ჩემი მშობლებიც მიეკუთვნებოდნენ.
შვილები ოთხნი ვყავდით – ორი ძმა და ორი და. გაჭირვების მიუხედავად, მან ადამიანებად გაგვზარდა. სამშობლოსადმი და ჩვენდამი მისმა სიყვარულმა ბევრი რამ დამანახვა და სიკეთის გზაზე გამიყვანა. სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი ჩემს სპორტულ მიღწევებს. მამაჩემს, სამსონს, იმდროისთვის საკმაოდ ცნობილი მოჭიდავისა და კარგი კაცის სახელი ჰქონდა. მეამაყება, რომ მე თვითონ ბევრჯერ მისარგებლია მამაჩემის სახელითა და ღირსებით. დედამ და მამამ განსაზღვრეს, რომ მათი მერვეკლასელი ბიჭისთვის საასპარეზო ადგილი უკვე სოფელი აღარ იყო და გადაწყვიტეს, ბორჯომში, სატყეო ტექნიკუმში სასწავლებლად გავეგზავნე. კარგად მახსოვს, წასვლის წინა საღამო, როდესაც დედა ეზოში პურს აცხობდა, როგორ ჩუმად ვემშვიდობებოდით ერთმანეთს. მისი ცრემლები თონეში ცვიოდა, მე კი, ხელით ვიმშრალებდი თვალებს.”

შოთა ჩოჩიშვილი პირველად 1966 წელს გამოჩნდა არენაზე. ნამდვილი აღმასვლა და დაოსტატება კი, მის გორში გადასვლას მოჰყვა, როცა ის საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელს, გურამ პაპიტაშვილს შეხვდა. თვით შოთას ბედმა მომავლისთვის გასათვალისწინებელი და განსასჯელი გამოცდა მოუწყო. ავსტრიელ ელენთან შეხვედრაში აშკარად მსაჯთა შეცდომების მსხვერპლი გახდა. დასანანმა წაგებამ წონასწორობიდან გამოიყვანა და შემდგომში ვეღარ აღიდგინა სულიერი სიმშვიდე. „შენ მეტად ნიჭიერი ათლეტი ხარ, მაგრამ მორალური სიმტკიცე გაკლია. დაიმახსოვრე, რომ სპორტში ზოგჯერ დასანანი შეცდომებიც ხდება და არ შეიძლება, აჰყვე გრძნობებს“, – მერამდენედ უმეორებდა მაშინ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ბიძინა მაზიაშვილი. ეს იყო მისთვის კარგი და აუცილებელი გაკვეთილი. ასეთი შემთხვევების წყალობით, თანდათან იწრთობოდა მისი ხასიათი.
იაპონელებთან ნაცნობობა შოთა ჩოჩიშვილს ოლიმპიურ თამაშებამდე საკმაოდ ადრე მოუწია – ინგლისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ მშობლიურ გორში, მერე პოლონეთის სტუდენტთა ღია ჩემპიონატში მესამედ მოუსინჯა ძალა ამომავალი მზისა და ძიუდოს სამშობლოს წარმომადგენელს, თუმცა გაცნობა ფრიად ხანმოკლე გამოდგა. პოლონეთის ჩემპიონი გდანსკში გორელი ჭაბუკი გახდა. შემდგომშიც, შოთა ჩოჩიშვილს სპორტული კარიერის განმავლობაში, იაპონელებთან უწევდა უმაღლესი ტიტულისთვის დავა და ეს არცაა გასაკვირი: ჰოლანდიის, გერმანიის, საფრანგეთის მოჭიდავეთა მძლეველს საქმე პირდაპირ ძიუდოს სამშობლოს წარმომადგენლებთან ჰქონდა. ისტორიამ რამდენიმე ამაღელვებელი და გასაოცარი სილამაზის შერკინება შემოინახა ქართველი რაინდისა და კბილებამდე ტექნიკით აღჭურვილი სამურაის „შთამომავლის“ თავდაჯერებული და ბოლომდე მტკიცედ მებრძოლი ათლეტისა.

1972 წელი ერთადერთი ადამიანი, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა შოთა ჩოჩიშვილის ნაკრებში შეყვანას სსრკ ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ანდრეევი იყოს ,მაგრამ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა საბჭოთა სპორტის მესვეურთაგან. ანდრეევს წარმოუდგენელი ბრძოლა დასჭირდა განზრახულის შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩიშვილი სოლოდუხინს უკვე აშკარად სჯობდა. ანდრეევმა ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა. არგუმენტები საკმაოდ მეტი ჰქონდა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად – დაე, ნახონ, რა ქარიშხალს დაატრიალებს ტატამზე უცნობი ქართველი. წინა წლის შემოდგომაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულმა მსოფლიო პირველობამ საბჭოთა მოჭიდავეებს დაფნის გვირგვინი ვერ მოუტანა. ნაკრები სუსტად გამოვიდა. იაპონელმა ძიუდოისტებმა კი, ისევ ბრწყინვალედ იასპარეზეს და შინ ორი მედლით დაბრუნდნენ. გაზეთ „სოვეტსკი სპორტში“ დაიწერა – „მძიმე ხომ არაა ჩვენთვის კიმანო?“ ნაკრების ახალმა ხელმძღვანელობამ კორექტივები შეიტანა მზადებაში და მთავარმა მწვრთნელმა ოლიმპიურ იმედად სწორედ შოთა ჩოჩიშვილი წარმოიდგინა. ზემოთ აღწერილი შეხვედრა მაწანწალა ბიჭისა და იაპონელი მწვრთნელისა, სწორედ 1972 წელს შედგა, როცა ანდრეევმა ნაკრები წინასაოლიმპიადო შეკრებაზე მთავარი კონკურენტის ქვეყანაში წაიყვანა და მომავალი მეტოქეების გვერდით ავარჯიშებდა. იაპონელ და საბჭოთა მოჭიდავეთა შეხვედრა მიუნჰენში, ჩვენს სასარგებლოდ, 2:1 დამთავრდა. წლების განმავლობაში იაპონელების წინაშე შექმნილმა შიშის ბარიერმა რღვევა დაიწყო.

ყველა ელოდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ფუმიო სასახარას იოლ გამარჯვებას. იაპონელი მისთვის ჩვეულ კარგ სპორტულ ფორმაში იყო, თანაც მეორე შეხვედრა „ვიღაც“ შოთა ჩოჩიშვილთან ჰქონდა. როცა იაპონელი ჩოჩიშვილის მოპირდაპირე მხარეს დადგა, მას ფოტორეპორტიორები მისცვივდნენ – ყველას უნდოდა, წინასწარ მოემარაგებინა მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის სურათები. „შეხვედრის დამთავრებამდე 40 წამი იყო დარჩენილი, – იგონებს შოთა ჩოჩიშვილი, – როცა ტრიბუნიდან ჩემი მწვრთნელის, გურამ პაპიტაშვილის ხმა შემომესმა: „კისრული!“ – და მყისვე მივიღე გადაწყვეტილება – მეტოქე დიდი სიმაღლიდან ბეჭებით დაეშვა ტატამზე. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სასახარა ძლეულ იქნა. დარბაზი უეცრად დადუმდა. მაყურებელი ჯერ ვერ მიხვდა, რა მოხდა, მსაჯისთვის კი მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი ფინალი და, როცა იგი გონს მოეგო, თავისთან იხმო ორივე სპორტსმენი, ხელი აღმართა ქართველი ათლეტისკენ და შთამბეჭდავად შესძახა: „იპონ!“ ეს წამი იაპონელებისთვის ტრაგედიის მაუწყებელი აღმოჩნდა – ძიუდოს ჯადოქრებმა ქვემძიმე წონაში პირველად დათმეს ჩემპიონობა.უცხოეთის სააგენტოების კორესპონდენტები ოლიმპიურ პრესცენტრში ერთი მთავარი კითხვით მიდიოდნენ – ვინ არის შოთა ჩოჩიშვილი, ოლიმპიადის ახალი ჩემპიონი? თვით იაპონელებიც, რომელთაც, როგორც წესი, თავიდან ბოლომდე ყველანაირი დოსიე გააჩნდათ მსოფლიოს ძიუდოისტებზე, ამ შეკითხვით მიმართავდნენ ჟურნალისტებსა და დელეგაციის წევრებს.

და აი 1989 წლის 2 სექტემბერი . შოთა ჩოჩიშვილი, ამომავალი მზის ქვეყანაში ხვდება დაუმარცხებელ იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონს, ანტონიო ინოკის. ინოკის ამ დღემდე არცერთი ბრძოლა არ ჰქონდა წაგებული და თითოეული იაპონელის ღმერთად იყო ქცეული.თუ რა მოხდა ამ ბრძოლისას შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ აღნიშნული ლინკის მეშვეობით.
ამ დღის შემდეგ იაპონიაში 10 000– ზე მეტ ახალშობილს დაარქვეს სახელად შოთა და დღეს არ გაგიკვირდეთ , თუ შეხვდებით იაპონელს რომელსაც შოთა ჰქვია, რადგან იაპონიაში 10 000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც შოთა ჩოჩიშვილის სიყვარულითა და პატივისცემით, შოთა ჰქვია, იაპონლებმა ხომ ლეგენდარული ქართველი თავის დროზე კერპად გაიხადეს.[hana-code-insert name=’br’ /]

[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/watch?v=xxh0xftZD30″ playlist=”https://www.youtube.com/watch?v=xxh0xftZD30″ height=”500″ autohide=”no” showinfo=”no” autoplay=”yes” theme=”light”]https://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.behttps://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.[/su_youtube_advanced]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი “დედოფალი” – როგორ განიკურნა ბავშვი, რომელიც უმოძრაო იყო, ვერ მეტყველებდა და ვერც ჭამდა?!

Beso Makharashvili

რომელ ქართველ მეფეს მიუძღვნა ბეთხოვენმა მეცხრე სიმფონია.

Zaali Tsinadze

როგორი შხამები შექმნეს ,, საწამლავების იმპერიაში “.

Zaali Tsinadze

ციხიდან გაქცევა ორიგინალური მეთოდებით

gogi

ფიქრი და განსჯა.

Zaali Tsinadze

დატოვებს თუ არა ეკა ხოფერია “იმედის კვირა”-ს დუტა და ნანიკო ხაზარაძესთან ერთად?

პაატა კოღუაშვილი: ზოგიერთი მოსაზრება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ

Zaali Tsinadze

რატომ გავრცელდა ეს სურათი სოციალურ ქსელებში.

Zaali Tsinadze

რამდენი მილიონი მიიღო საჩუქრად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ ბებიისა და მშობლისგან და რა თანხა აჩუქა მან თავის ქალიშვილს

Beso Makharashvili