მოდა

რატომ დადიან დაუცველები 24 ქვეყნის “მის მსოფლიო” თბილისში და ვინ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას?!

IMG_20150907_125725დღეს საქართველოს 24 ქვეყნის ლამაზმანი ესტუმრა და „მის პლანეტა 2015“ „პრაიმ თაიმსის“ პრეს კლუბში ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდა რის შემდეგაც მსოფლიოს ლამაზმანები ჩინურ რესტორანში გაემართნენ სადაც გაგარინის მოედანზე მდებარე რესტორანმა „Siang-Gan”-მა უმასპინძლა, თუმცა გუშინ საღამოს რესტორან „ჭაშნაგირში“ 24 ქვეყნის „მისი“ სიურპრიზი აღმოჩნდა იქ მყოფი სტუმრებისთვის და გოგონებთან ერთად გადაღებულმა ფოტოებმა ააჭრელა ინტერნეტსივრცე.

მთავარმა ორგანიზატორმა ეკატერინე მგალობლიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე – რამდენად დაცულია საქართველოში გოგონების უსაფრთხოებ – ასე უპასუხა: ჩვენ არ გვყავს დაცვა და არც გვჭირდება რადგან საბედნიეროდ საქართველოში ამის პრობლემა არ დგას, მიმაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კარგად უზრუნველყოფს ამ მიმართულებას და შესაბამისად საჭიროებას ვერ ვხედავ გვყვავდეს კერძო გაძლიერებული დაცვა, ვინაიდან დაცულია თითვეული ჩვენი მოქალაქე მათშორის ეს ულამაზესი გოგონებიც.

ბესო მახარაშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები