რეგიონებისაზოგადოება

რატომ ვერ ამტკიცებს 20 წლის ხატია რომ ის ბიჭი არ არის და რა გადაწყვეტილებას გამოუტანს მას სასამართლო?!

20 წლის ხატია ვოლნისტი უკვე ოთხი წელია, იბრძვის იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. პრობლემას ხატიას ანკეტა წარმოადგენს, რომელშიც ახალშობილი მამრობითი სქესის წარმომადგენლად არის დაფიქსირებული. წლების განმავლობაში ამ დოკუმენტის გამოყენების საჭიროება არ ყოფილა და, შესაბამისად, ანკეტაში დაშვებული შეცდომისთვისაც არავის მიუქცევია ყურადღება. 16 წლის ასაკში კი, აღნიშნული შეცდომის გამო, ხატიამ პირადობის მოწმობის აღება ვერ შეძლო და, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სხვის მიერ დაშვებული შეცდომის წყალობით, უამრავი პრობლემა შეექმნა.

11178219_758869384210265_4253805722798704272_nხატია ვოლნისტი: დავიბადე 1995 წელს, ქალაქ ზუგდიდში, სადაც მომცეს დროებითი დაბადების მოწმობა, რადგან გერბიანები არ ჰქონდათ. ამ დაბადების მოწმობაში ჩვეულებრივ ვწერივარ – ხატია ვიტალის ასული ვოლნისტი. ჩემს მშობლებს რატომ უნდა ეფიქრათ, რომ ახალშობილის ანკეტაში ხარვეზი იქნებოდა და, მდედრობითის ნაცვლად, მამრობითად ვიქნებოდი აღნიშნული? სამშობიაროდან უპრობლემოდ გამომიყვანეს და ბაღში და სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი.

ანა ჭაია (ხატია ვოლნისტის უფლებების დამცველი, თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკის სტუდენტი): ხატიას საქმე სასამართლო წარმოებაში უკვე მიღებულია. იმედი გვაქვს, მოსამართლე გაითვალისწინებს პრობლემის სპეციფიკას და რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდება განხილვა. ერთადერთი, ვისაც ამ პრობლემის სასამართლოს გარეშე მოგვარება შეუძლია, ადმინისტრაციული ორგანოა, თუმცა ის ამას არ აკეთებს და ხარვეზს არ ასწორებს. თუ გაასწორებენ, მაშინ სამართალწარმოება საჭირო აღარ იქნება. ხატიამ საერთოდ რომ არ წარადგინოს მტკიცებულება, ბავშვიც რომ არ ჰყავდეს გაჩენილი, თუ დადგენილია, რომ ადამიანი არის ერთი სქესის და საბუთში უწერია მეორე, ამ შეცდომის გამოსწორება დამატებითი კვლევის გარეშეც შესაძლებელია, მთავარია, დოკუმენტში რეალური ფაქტი იყოს ასახული; ხატია კი, გარდა იმისა, რომ დაბადებიდან მდედრობითი სქესისაა, რამდენიმე თვის წინ ბუნებრივი გზით გახდა დედა, და ლოგიკურია, რომ, ადამიანი, რომელმაც იმშობიარა, კაცი ვერ იქნება. პროცედურულად, დაბადების მოწმობაში იმას არეგისტრირებენ, რასაც აწვდიან სამედიცინო პუნქტიდან. მაგრამ, თუ მოხდა შეცდომა – მარეგისტრირებელმა რეალობასთან შეუფერებელი ინფორმაცია მიიღო და აღარ არსებობს ამ ინფორმაციის გამცემი: სავადმყოფო, არქივი ან ადამიანი, ვინც ეს წერილი გაგზავნა, ერთადერთი, ვისაც შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, თავად მარეგისტირებელია. მარეგისტირებელი კი გვეუბნება, რომ, სანამ არ ექნება სამედიცინო ცნობა, მანამდე ამ ხარვეზს არ გაასწორებს. არადა, ამის გარეშეც ყველაფერი ცხადია, თუმცა, ხატია არაა უარზე, რომ სააგენტომ ჩაატაროს დამატებითი წარმოება – ის უპრობლემოდ მიიღებს ამაში მონაწილეობას, მისთვის მთავარია დროული შედეგი, მაგრამ, ესეც არ გააკეთეს.

tbiliselebis praisi.indd

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები