ეკონომიკასაზოგადოება

რატომ იტბორება თბილისი

რატომ არ აინტერესებს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმას მიწისქვეშა კომუნიკაციები

მაის-ივნისი წვიმების პერიოდიაამიტომაც სწორედ წელიწადის ამ დროს იგრძნობა ხოლმე დედაქალაქის   სანიაღვრე სისტემების გაუმართაობათბილისი წვიმაში უკვეისე იტბორებარომ ავტომანქანებისთვისაც კი გაუვალი ხდებააღარაფერს ვიტყვი გაუმართავი და გაუთვლელისისტემის გამო მომხდარი 13 ივნისის ტრაგედიაზერამაცგააჩინა საბედისწერო კითხვაარის თუ არა მოსალოდნელი მსგავსი ტრაგედიის   გამეორება?! ამ კითხვას კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტირომელიც მიწისქვეშა ქალაქის პრობლემების სისტემურად მოგვარების გარეშე გეგმავს მიწისზედა ქალაქის განვითარებასრაც იმას გარდარომ ნონსენსიაუდიდეს საფრთხეს შეიცავს

რა პრობლმები აქვს მიწისქვეშა თბილისის სანიაღვრე ქსელს?  ამ საკითხზე საქართველოს ტექნიკური   უნივერსიტეტის წყალმომარაგებისწყალარინების (ანუ კანალიზაციის), თბოაირმომარაგებისა და    შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის პროფესორი ნუკრი ნაცვლიშვილი გვესაუბრება.

   მხოლოდ თბილისის სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის პრობლემაარომ დედაქალაქი უკვე   ნებისმიერი ტიპის წვიმის დროს იტბორება?

–სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა პირდაპირაა დაკავშირებული ამ პრობლემასთან, იმიტომ რომ სისტემამ უცებ უნდა დაცალოს წვიმის წყლისგან ქალაქი. სანიაღვრე სისტემა ძალიან დიდი სისტემაა, გრძელი ქსელია, მრავალჭიანი და სიმშრალის პერიოდში ის უნდა იყოს ცარიელი, თუმცა მოსახლეობა მასში სხვადასხვა ნარჩენს მაინც ყრის: იქნება ეს ცელოფნის პარკები თუ სხვა რამ. სხვათა შორის, ცელოფნის პარკები დაცობას უწყობს ხელს. ამასთან, წვიმას, როგორც წესი, მოაქვს ლამი და შლამი, ქუჩებში არსებული ჭუჭყი და ნაგავი, რაც ავტომატურად ხვდება სანიაღვრე ქსელებში. შესააბმისად, სანიაღვრე ქსელების მომსახურე პერსონალი რთულ მდგომარეობაშია: მედმივადაა საჭირო ამხელა სისტემის გაწმენდა, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ამდენად, მხოლოდ სისტემას ვერ დააბრალებ გაუმართაობას, მოსახლეობაც ხშირად უდიერად ეპყრობა მას. თავის დროზე, ჯერ კიდევ წინა საუკუნეში, ანუ კომუნისტების დროს, სანიაღვრე და საყოფაცხოვრებო კანალიზაციის სისტემები ერთი ქუდის ქვეშ იყო. შემდეგ გაყვეს: საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო სისტემა მიუერთეს წყალმომარაგებას, სანიაღვრე სისტემა კი – მერიის სამსახურს. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა, იმიტომ რომ წყალარინების, ანუ საკანალიზაციო სისტემა ერთი სფეროა და ერთი ხელმძღვანელობის ქვეშ უნდა იყოს. წყალთან ერთად სისტემაში მიდის ნარჩენებიც, ესე იგი, დასუფთათვების სისტემაცაა, კეთილმოწყობისაც, იმის თქმა მინდა, რომ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

 სამწუხარო რეალობაარომ მოსახლეობ ყველგან ყრის ნარჩენებსსადაც კი მოიხელთებსროგორ   ამოვიცნოთ სანიაღვრე სისტემა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს.

–ეს შედარებით მარტივია, იმიტომ რომ სანიაღვრე კანალიზაციას აქვს ცხაურები, ცხაურის სიცარიელეებში კი ერთი გამვლელი ასანთის ღერს ჩაააგდებს, მეორე – სიგარეტის ნამწვს, მესამე – ქაღალდს და ასე შემდეგ. ისეთი რამეები ამოუღიათ სანიაღვრე ჭებიდან, გაგიკვირდებათ და თქმაც არ მინდა. უამრავი რამ ხვდება შიგნით. არადა სანიაღვრე ქსელი ღია უნდა იყოს, რომ წვიმის წყალი მიიღოს. როგორც გითხარით, წვიმას მოაქვს ლამი და შლამი, ქუჩებში დაყრილი ნაგავიც, რაც ილექება სისტემაში და თითოეული წვიმის შემდეგ სანიაღვრე სისტემის მუშაკები ვალდებულები არიან, ამოიღონ დალექილი და პირვანდელ მდგომარეობაშ დააბრუნონ სისტემა. თორემ ჭები გადაივსება და ვეღარ გაატარებს წვიმის წყალს.

თბილისის სანიაღვრე სისტემის ქსელი საკმარისია იმ რაოდენობის ნალექის მისაღებადრაც მოდის?   ეკოლოგია შეიცვალა დაზოგადადნალექებმაც იმატა და ერთჯერადად მოსული ნალექის რაოდენობამაცო.

–ჩემი სუბიექტური აზრით, არაფერი შეცვლილა, როგორც წესი, გაზაფახულ-ზაფხულის დასაწყისშია ინტენსიურია წვიმა, ცხადია, რომელიღაც წელს უფრო მეტი მოვა, რომელიღაც წელს – უფრო ნაკლები. მაგალითად, მდინარე ვერეზე რამდენჯერმე მოვარდა წყალი 1930-40-50-60-ან წლებშიც. ამ საუკუნეში სამჯერ მოვიდა უკვე მაქსიმალური ოდენობის ნალექი. ამიტომ ვერ დავაბრალებთ მხოლოდ სტიქიას. გაზაფხულზე იწყება თოვლის დნობა და პლუს ორთქლად ქცევაც უფრო ინტენსიური ხდება მაის-ივნის-ივლისის თვეებში და არანაირი დიდი სხვაობა არაა წლების მიხედვით ნალექების რაოდენობაში. თუმცა უნდა გაითვალისწინო რეალობა და რიგ ქუჩებსა და ხევებში ახალი ქსელი უნდა გაიყვანო, დამატებითი ქუჩებისთვის დამატებითი სანიაღვრე ქსელებია საჭირო.

მაშინ ადრე რატომ არ იტბორებოდა თბილისი ისევე ხშირადროგორც დღესმაშინაც დააბინძურებდნენ ჩვენი თანამოქალაქეები სანიაღვრე სისტემასდარწუნებული ვართუ ახლა უფრო ბევრი ვართ და   უფრო ინტენსიურად ვაბინძურებთ?

–ადრეც იყო წყალდიდობები და წყალმოვარდნებიცაა ცნობილი, მაგალითად, ერთ-ერთი წყალმოვარდნისას აბანოებთან რამდენიმე ადამიანიც დაიღუპა, იყო ასეთი შემთხვევები, ახლა უფრო მეტი გვეჩვენება, იმიტომ რომ თავად ვართ ამის მომსწრენი.

როგორ დგინდება სანიაღვრე ქსელის მოცულობარის მიხედვითრა პარამეტრებით ანგარიშობენ?

–აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ტოპოგრაფია, საითკენაა მიმართული ქანობები, სადაა ხეობებში ყველაზე დაბალი წერტილი და იქ წვიმის წყლის რა რაოდენობა მოხვდება. ამის მიხედვით უნდა გაითვალოს წყალშემკრები ფართი და იმ ფართის მიხედვით გამოითვალოს სისტემის მოცულობა. გათვალისიწინებული უნდა იყოს ჰიდროგეოლოგიური თვისებები, ნიადაგის თავისებურება. ანუ რამდენიმე დარგის ურთიერთკავშირია აუცილებელი. უნდა იცოდე ქუჩების განლაგება, რომელი ქუჩებიდან ჩამომდინარე წყალი რომელ ქუჩაზე მოიყრის თავს. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, ამასთან, ისიც უნდა იცოდე, სად უნდა დაიჭირო ეს წყალი: ანუ სად მოაწყო წყალმიმღები ჭები. ქსელის დამპროექტებელმა ისიც უნდა დაითვალოს, თუ რა მასშტაბის წვიმა მოვა, რომ განსაზღვროს, რა დიამეტრის მილები ჩაიდოს, რომ მოსული წვიმის წყალი ერთბაშად გაიტანოს. ძალიან დიდი რაოდენობის წყალი მოდის წვიმის დროს და სანიაღვრე სისტემები, განსხვავებით საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო სისტემებისგან, სრულ შევსებაზეა. ანუ წნევითაც რომ გაიროს მასში წვიმის წყალმა, დასაშვებია. ამდენად, სანიაღვრე კოლექტორს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ უცებ დაცალოს ქუჩაზე მოვარდნილი წყალი წვიმის დროს. როგორც წესი, თუ ქუჩაზე არსებობს სანიაღვრე ქსელი და წყალმიმღები ჭებიც აქვს, მან, ნებისმიერ ვარიანტში, უნდა გაატაროს მოსული წვიმა და უნდა ის მოხვდეს მდინარე მტკვარში.

პოლიციამაც გადაკეტა ამას წინათ ძლიერი წვიმის დროს თბილისის შემოვლით გზავერეს ხეობაში   ჩატარებული სამუშაოები საკმარისი იმისთვისრომ წყალმოვარდნა აღარ განმეორდეს?

–ყველა მდინარეს, პატარას, მცირეს თუ დიდს, აქვს თავისი წყალშემკრები აუზი, ანუ ფართი. მდინარე ვერეს ორივე მხარეს გასდევს თითქმის თითო–თითო კილომეტრიანი სიგრძის დამცავი ფერდობი. ეს სიგრძე უნდა გამრავლდეს საერთო სიგრძეზე, რათა დაანგარიშდეს წყალშემკრები ფართი. თითოეული წყალშემკრები ფართი გარკვეული რაოდენობის წყალს იღებს წვიმის დროს. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ზედაპირია ამ წყალშემკრებ ფართში: ტყეა, გაზონებია, სიპი ქვებია, რომ გაიზომოს, რა სიჩქარით ჩამოვარდება წვიმა მდინარის ყველაზე დაბალ წერტილში. ანუ მთაზე რომ მოვა წვიმის წვეთი, ის რამდენ ხანში ჩამოგორდება მდინარე ვერეში. ეს დამოკიდებულია მის მიერ გასავლელ მანძილზეც და იმაზეც, თუ რითაა დაფარული იმ წვიმის წვეთის მიერ გასავლელი გზა. თუ საცხოვრებელი სახლებია, სახურავებით ანგარიშობენ და იქ ძალიან სწრაფად მორბის წყალი; თუ ტყეა, სიჩქარე ნაკლებია, ბუჩქნარს სხვა კოეფიციენტი აქვს, – არსებობს ამის გათვლის მეთოდიკა. ჩვენ გვაქვს ეს მეთოდიკა და ვასწავლით სტუდენტებს.

შესაბამისადთუ იცირა რაოდენობის ნალექი მოვაისიც იციადიდდება თუ არა ესა თუ ის მდინარე და რასაფრთხეს შექმნის?

–თავისთავად ცხადია. მდინარეს აქვს თავისი ადიდების მასშტაბი, რაღაც სიმაღლეს მიაღწევს და უნდა გაიაროს. თუ გზაზე შეხვდა წინააღმდეგობა, ეცდება, ეს წინააღმდეგობა გადალახოს ან დაგუბდება. დაგუბება ქმნის მეორე საშიშროებას, არ გადმოლახოს კალაპოტი და არ მიანგრ-მოანგრიოს იაქაურობა. ანუ ამასაც გათვლა უნდა. რაც უფრო ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდეყა მდინარე, უფრო სწრაფად უერთდება მეორე მდინარს. მდინარე ვერეს შეუქმნეს წინააღმდეგობები ხიდების მეშეობით, ჩასვლა უნდა მდინარე მტკვარში და ვერ ჩადის, უჭირს ამ გვირაბების გავლა.

თბილისი ყველა მცირე მდინარეზე ისეა გათვლილი ყველაფერირომ დატბორვის საფრთხე არ არის?   შემოვლით გზაზეა აგებული ახალი ინფრასტრუქტურა დაიცავს წყალმოვარდნისგან?

–მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ პირველი გვირაბის ფართი, რომელიც სვანიძის ქუჩასთანაა, ნამდვილად არასაკმარისია. ორჯერ მეტი ხარჯის მოსვლის ალბათობაა და შესაძლოა, გვირაბმა ვერ გაატაროს. შეიძლება, ისეთი მასშტაბით არა, იმიტომ რომ იქ აღარ აშენებენ სახლებს, მაგრამ მაინც იმუშავებს მდინარე ნიადაგის გამორეცხვაზე. ჩემი აზრით, მეორე პარალელური გვირაბიცაა საჭირო, რომ აღარანაირი საშიშროება აღარ იყოს. ამას კი დაგეგმვა და თანხა სჭირდება.

არასპეციალისტისთვისაც კი გასაგებიარომ თბილისს აქვს სანიაღვრე პრობლემარა უნდა გაკეთდეს  იმისთვისრომ დატბორვები ყოველდღიურობა არ გახდეს?

–მე, როგორც მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელმა, უნდა მოგახსენოთ, რომ უნდა ამაღლდეს პროფესიონალიზმი და ისეთი სიანჟინრო კადრები უნდა იღებდნენ მონაწილეობას ამ ტიპის სამუშაოებში, რომლებიც ზუსტად დაითვლიან. თბილისში არ არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც დათვლის გარეშე აგებენ ნაგებობას. ჩემი სუბიექტური აზრით, ხშირად საქმეში ჩაუხედავი ხალხი აკეთებს ისეთ რამეს, რაც საბოლოოდ კატასტროფით გვირგვინდება. არ შეიძლება სამეცნიერო წრეების ჩართვის გარეშე ამ სისტემების დაგეგმვა. უბრალოდ უნდა შეეკითხონ მაინც, ანაზღაურების გარეშე. ის მაინც გაიგე, როგორ უნდა დაიანგარიშო – ქალაქის სჭირდება ეს. მიწისქვეშა სივრცის დაპროექტებისას მრავალი რამ უნდა გაითვალისწინო, რის გაკეთებაც სპეციალისტების ჩართულობის გარეშე დაუშვებელია; მცოდნე ძალიან ცოტაა და სანამ ცოცხალია ის ხალხი, გამოიყენე მათი ცოდნა და გამოცდილება. ნე იღებს თავის თავზე ნურც მშენებელი, ნურც არქიტექტორი ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მის კომპეტენციაში არ შედის. კონსულტაცია მაინც გაიარე?! ვნახე, რომ შემოვლით გზაზე ვიღაც ზედ გვირაბზე აშენებს ნაგებობას. ვინ მოაწერა ხელი ამ წინდაუხედავ გადაწყვეტილებას?! გადაწყვეტილებების მიღებაში ვერ ჩავერევით, მაგრამ ბევრი არასწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. თუ არ იქნა კვალიფიციური კადრები, კვალიფიციური დაგეგმვა და კავშირი სამეცნიერო წრეებთან, არაფერი გამოვა. გავიმეორებ: გავა რამდენიმე წელი, არც ისე ბევრი არა და თავში სახლელი გაგვიხდება ეს მიწისქვეშა სისტემები, არა მხოლოდ სანიაღვრე, ზოგადად, მიწისქვეშა კომუნიკაციები. ახლავე თუ არ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მერე ძალიან გვიან იქნება.

გენგეგმის პროექტში თითქმის არაფერია ნათქვამი მიწისქვეშა კომუნიკაციებზემათ შორისარც   სანიაღვრე სისტემაზეშესაძლებელია მიწისზედა განვითარების დაგეგმვა ამის გარეშე?

–რაც შეეხება გენგეგმას, ძალიან მარტივი რამაა: არის მიწის ზედა არქიტექტურა და არის მიწის ქვედა არქიტექტურა. ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული და მათი გამიჯნვა არ შეიძლება. თუ გინდა, რომ განავითარო მიწისზედა ქალაქი, კეთილი უნდა ინებო და მიწისქვეშა სივრცეები უნდა გაითვალისწინო და დაგეგმო სწორად. ისე ქალაქში არაფერი შეიცვლება და, ჩემი აზრით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემები უახლოეს წლებში უფრო და უფრო მწვავედ იჩენს თავს.

ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ: ჩვენ ვეკამათებით და ოპონირებას ვუწევთ გადაწყვეტილებების მიმღებებს და არა შემსრულებლებს, მათ, პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ გაუსაძლის პირობებში მუშაობენ. წყალმომარაგების სისტემა 3 000 კილომეტრია, საყოფაცხოვრებო საკანალიზაციო – 2 000 კილომეტრამდე, ასევე, რამდენიმე ათასი კილომეტრია სანიაღვრე ქსელიც. ამასთან,ყოველ 50 მეტრში ჭა უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ემსახურება შიშველი ხელებით და ნიჩბით ამ უზარმაზარ სისტემებს?! ჩვენი მუშები ძვრებიან 3-4 მეტრით მიწის ქვემოთ და სიცოცხლისთვის გაუსაძლის ვითარებაში ხვდებიან. აქვთ კი მათ შესაბამისი ანაზღაურება და დაფასება?! მადლობას მაინც თუ ეუბნება ვინმე?! მსახიობი, თუნდაც, უნიჭო უფრო ცნობილია ხალხისთვის და საყვარელი. ჩვენი დარგის წარმომადგენლები მიგდებულები არიან, არადა ეს მეტად საჭირო დარგია. არის ასეთი ცნობილი გამონათქავმი: არ არის ცივილიზაცია კანალიზაციის გარეშე. ფაქტობრივად, ცივილიზებული საზოგადოების მახასიათებელია გამართული საკანალიზაციო სისტემა. ჩვენთან კი, არც ამ სფეროს პერსონალია დაფასებული და თავად ეს სფეროც ყურადღების მიღმაა.

ანა ლეჟავა.   წყარო-newposts.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *