საზოგადოება

რატომ მალავს მერია გენგეგმის პროექტს

ანუ „სითი ინსტიტუტის“ თბილისური ვნებები

ორ კვირაზე მეტია, რაცსითი ინსტიტუტმა საქართველომ შემკვეთ თბილისის მერიას თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტის საბოლოო, ოფიციალური ვერსიით, ჩასწორებული და მერიის შენიშვნებგათვალისწინებული პროექტი ჩააბარ, თუმცა დედაქალაქის მერიას თავის საიტზე პროექტი არ გამოუქვეყნებია.

უცნაური ეს დეტალი იმიტომაა, რომ მერია ლამის ჩაბარებიდან მეორე დღესვე აქვეყნებდა ხოლმე გენგეგმის პროქტის ეტაპებს და აცნობდა ფართო საზოგადოებას. მაგრამ ამჯერად ტრადიციას უღალატა და მხოლოდ ის ვიცით, რომსითი ინსტიტუტი საქართველოდადასტურებულად მიიღებს დარჩენილ (800 000-ლარამდე) თანხას, იმისდა მიუხედავად, მოიწონებს თუ დაიწუნებს მერია მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს.

მართალია, არ ვიცით, რა წერია გენგეგმის პროექტის მეექვსე სადავო ეტაპის პროექტში (რომელიც იმდენჯერ დაუხარვეზა მერიამ „სითი ინსტიტუტს“, რომ სათვალავი მეც კი ამერია), მაგრამ მის შესახებ ზოგადად გვიამბო ერთერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ. კერძოდ, ის, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა, „ისთ ფოინთილილოსმიწისზედა მეტროსა და სატვირთო მატარებლების შემოვლით რკინიგზაზე გადატანის საკითხი. ოღონდ აქ არის ერთი „მაგრამ“: ბ-ნი სალუქვაძე ამბობს, რომ სატვირთო ხაზის გადატანაზე შეთანხმება მიღწეულია, მისი კოლეგა და გენგეგმის პროექტის თანაავტორი ბ-ნი ბოლქვაძე კი აცხადებს, რომ რკინიგზის გადატანის საკითხი გენგეგმის ჯგუფის კომპეტენცია არ არის.

თავის მხრივ, მამუკა სალუქვაძე ამატებს, რომ სამგზავრო ხაზის გადატანა შესწავლის საგნად უნდა იქცეს, რაც „საქართველოს რკინიგზის“ გასაკეთებელიაო.

მე აღარ შევუდგები იმის ახსნას, თუ რატომ არის დაუშვებელი თბილისის რკინიგზის ხელაღებით გადატანა ან მისი გვირაბში, მიწისქვეშეთში ჩატანა, ეს ისედაც დღესავი ნათელია სპეციალისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვისაც (რომელთა უმეტესობა, რატომღაც, თვალს იბრმავებს), მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როგორ შეძლებდასითი ინსტიტუტი საქართველოსგენგეგმის პროექტის სრულფასოვნად დასრულებას, თუ თბილისის რკინიგზის გადატანის (თუნდაც, მისი სამგზავრო ნაწილის) საკითხი დაუზუსტებელია?! იმიტომ რომ დატოვება და გადატანა ორი სხვადასხვა რეალობაა: ანუ როგორაა გენგეგმის პროექტში ამ ორი სხვადასახვა რეალობის შემთხვევაში იმ ტერიტორიის განვითარებაგამოყენება დაგეგმილი?!

და თუ საქართველოს რკინიგზამ უნდა იკვლიოს, არის თუ არა მიზანშეწონილი რკინიგზის გადატანა (არადა – რკინიგზას უკვე გამოკვლეული აქვს, რომ რკინიგზის არც სამგზავრო და არც სატვირთო კომპონენტების გატანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ორჯერ მცირდება სრულიად საქართველოს სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა), რის საფუძველზე დაადგინასითი ინსტიტტმა“, რომ რკინიგზა უნდა გადავიდეს?! ფაქტია, რომ ამის საფუძველი კვლევები არ არის, რადგან კვლევები, როგორც ასეთი, გენგეგმის პროექტის ჯგუფს უბრალოდ არ ჩაუტარებია.

არანაკლებ საინტერესოა სითი ინსტიტუტისმორიგი შემოთავაზება: „ისთ ფოინთი“-ლილორუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობა, ოღონდ ეს შემოთავაზებაც ჰაერიდანაა მოტანილი, ყოველგვარი გათვლების, საავტომობილო თუ მგზავრთა ნაკადების დათვლის გარეშე. მამუკა სალუქვაძე საკუთარი ნებით აცხადებს (საღ გონებაზე მყოფი): ეს საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური პროექტია და კვლევა დასჭირდება.“

ანუ ამ  რეკომენდაციის პათოსიც (მეორე მხრივ, რა ასეთი მოძრაობაა „ითს-ფოინთ“-ლილოს შორის?!) წინას მსგავსია: „შენ ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა“. იმიტომ რომ, თუ მოძრაობას არ განტვირთავს და არ არის ობიექტური აუცილებლობა (რაც მხოლოდ კვლევებით თუ დადასტურდება ან არ დადასტურდება), რატომ უნდა აშენდეს ეს მიწისზე მეტროპოლიტენი, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა?!

რაც მთავარია, გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროექტში ისინი სატრანსპორტო დერეფრებსაც სთავაზობენ დედაქალაქის მერიას და რომ მერიამ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ერთი დერეფნის მოწესრიგება და ექსპლუატაციაში გაშვება მაინც უნდა მოახერხოს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ გენგეგმის პროექტში გათვლილი და გააზრებულია სატრანსპორტო დერეფნების იმგვარად მოწყობა, რომ დედაქალაქში გადაადგილება გაადვილდეს, მაგრამ, როგორც ჩვენი პრეზიდენტოფილი იტყოდა: ნურას უკაცრავად. მამუკა სალუქვაძე: „საუბარი არ არის ახალ გზაზე, ვგულისხმობ, არსებული გზის მოწესრიგებას. მაგალითად, დიდი დიღმიდან მაღლივამდე, მარშალ გელოვანის და საბურთალოს გზის იმ პარამეტრებით მოწყობას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიეცეს დაუბრკოლებლად და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება (მხოლოდ საბურთალოზე რატომ?!). ტრანსპორტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სიახლე იქნება, როგორც ტაქსების, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. ეს ჩვენც გვედო დოკუმენტში და ქალაქიც იწყებს ამის კეთებას – ეს არის სატრანსპორტო მოდელირება.“

ოღონდ თუ გგონიათ, რომ გენგეგმის პროექტში სატრანსპორტო მოდელირების მიხედვითაა შედგენილი სატრანსპორტო დერეფნები, იმედი უნდა გაგიცრუოთ: იგივე მამუკა სალუქვაძე გვამცნობს, რომ სატრანსპორტო მასტერპლანის ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს ხანში ჩატარდება და იქვე გვიხსნის მოდელირებს არსს: „ეს არის, პრაქტიკულად, ყველა კვანძში ნაკადების შესწავლა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა. არსებობს სპეციალური სოფტები, რომლებიც ითვლიან ნაკადების მიხედვით როგორი დატვირთვა აქვს ამა თუ იმ ქუჩას და ქუჩების დატვირთვის შემთხვევაში, სად შეიძლება გადანაწილდეს ეს ნაკადები. ამ დათვლების შემდეგ აუცილებელია სატრანსპორტო მასტერპლანის გაკეთება, სადაც უკვე პრაქტიკული გადაწყვეტილებები იქნება. კვანძების, მოედნების და ქუჩების დონეზე რომ ქალაქმა განსაზღვროს, მოძრაობის როგორი ორგანიზება მოხდება, რომ საცობებისგან გავთავისუფლდეთ.“

ანუ სატრანსპორტო დერეფნებიც შექმნეს გენგეგმის პროექტში, სიახლეებიც შემოიტანეს როგორც ტაქსების, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ოღონდ შესაბამისი კვლევები, თუ სად რა უნდა გაკეთდეს, კონკრეტულად, რომ მოძრაობა განიტვირთოს და დედაქალაქი არ იდგესსაცობად“, არ ჩაუტარებიათ.

მეტიც, მამუკა სალუქვაძის ცნობით, გენგეგმის პროექტში რჩება 12 საბაგირო ხაზის მოწყობა: ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა თანხა დახდება საბაგირო გზების გაყვანა, მაგრამ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, თუ გენგეგმის ჯგუფს არ გამოკვლევია, განტვირთავს თუ არა ეს საბაგირო ხაზები (თან – 12!), ანუ საჰაერო გზები მიძრაობას თბილისის ქუჩებში (სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა გამოავლენს, სადაა საჭირო ჰაერის მიშველება ხმელეთისთვის), რატომ უნდა დაიხარჯოს ფული მათ აგებაში?!

გენგეგმის ჯგუფი მერიას ტრამვაის ხაზის აღდგენასა სთავაზობ (თუ სატრანსპორტო დერეფნებს მოაწყობს მერია, ამას შემდეგ ტრამვაის ხაზისთვისაც გამოიყენებსო), მაგრამ მამუკა სალუქვაძე: პირდაპირ მითითებული არ გვაქვს, რომელ ქუჩაზე და სად უნდა გავიდეს ტრამვაის ხაზი, მაგრამ ვთქვით, რომ იმ სატრანსპორტო დერეფნებში, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, მერიამ ჯერ სწრაფი ავტობუსი გაატაროს, რომელიც ნაკლებ ფინანსებს მოითხოვს, შემდეგ გარკვეული ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ქალაქმა იგივე მაგისტრალი ტრამვაისთვისაც გამოიყენოს. ეს მაგისტრალი აბსოლუტურად მისაღები იქნება ტრამვაის ხაზის მოსაწყობად.“

რაკი ლოგიკა უცნაურია, ანუ ამ შეთავაზებას ლოგიკა საერთოდ არ აქვს (ისევე, როგორც დანარჩენებს), გულდასაწყვეტია, რომ გენგეგმის ჯგუფმა საჰაერო სატრანსპორტო დერენების მოწყობა არ შესთავაზა მერიას გენგეგმის პროექტში, იმიტომ რომ საცობებისპრობლემა ყოველგვარი მასტერპლანებისა და მოდელირების გარეშე გადაიჭრებოდა.

მაგრამ, სანამ საჰაერო მუნიციპალური ავტობუსები გადასერავენ თბილისის ცას, ისევ მიწაზე დავბრუნდეთ: ზაფხული დადგა და დედაქალაქურისაცობებიკიდევ უფრო საგრძნობია გამონაბოლქვის გამოც, ანუ გადაადგილება შეუძლებელია და სუნთვაც. გენგეგმის პროექტი კი, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი აღიარებს თავისივე ნებით, არც კი ახსენებს თბილისისსაცობებისგანგანტვირთვის საშუალებებს, არ სახავს გზებს მოძრაობის განსატვირთავად და წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ უნდა გადაეწყოს საავტომობილო მოძრაობა, რომ ერთ დღესაც ქალაქი არ გაჩერდეს, იმიტომ რომ გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იქნება. მით უმეტეს, რომ თბილისში ტურისტების რაოდენობაც იზრდება და საქმიანი ვიზიტებით ჩამომსვლელთა რიცხვიც (ავტოპარკი ხომ იზრდება და იზრდება).

უცნობია, რატომ მისცა უფლებასითი ინსტიტუტმასაკუთარ თავს, ჰაერზე გაეცა რეკომენდაციები, ებრძანებინა დაუსაბუთებელი საბაგირობისა და სატრანსპორტო დერენეის მოწყობა (რომლებიც ან იქნება ეფექტიანი, ან არა) და ამის მდეგ ევალებინა დედაქალაქის მერიითვის სატრანსპორტო ნაკადების შესწავლა და მოძრაობის ოპტიმალური სქემების შექმნა, ისევე, როგორც ის, თუ რატომ ჩაიბარა მერიამ დოკუმენტი, რომლის განხორციელებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან პრობლემების გარდა არაფერს მოუტანს დედაქალაქს, მერიას კი – ვოლოდ თავსატეხებს?! და ამის მიუხედავადაც, „სითი ინსტიტუტს“ მისცა გარანტია, რომ უკანასკნელ თეთრამდე ჩაუთვლიდა ტენდერით გდთვალისწინებულ თანხას?!

სხვათა შორის, ანალოგიური მიდგომაა (რეკომენდაციები კველვების გარეშე) გენგეგმის პროექტში ყველა დანარჩენი საკითხისადმიც. მაგალითად, მამუკას ალუქვაძე ამბობს, რომ „პირველი ცვლილება, რაც ძალიან მალე დაიწყება ქალაქში, ეს იქნება კვლევების ჩატარება, ჩარჩო და განაშენიანების გეგმების შემუშავება, მათ შორის, საპარკო პროექტების მიმართულებით“. ანუ „მწვანე ქალაქის“ კონცეფციაც დაუსაბუთებელი და ჰაერიდნაა მოტანილი.

მეორე მხრივ, სითი ინსტიტუტიდღიდან პროეტზე მუშაბისას გვარუნებდა, რომ საგზაო კომპონენტი მათმა გერმანელმა პარტნორებმა შეისაწვლეს და დასკვნებიც მათვე გაამზადეს, თუმცა ის დასკვნები, გერმანელთა მიერ ხელმოწერილი, არავის უნახვს თვალით.

არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი არ აყენებს ეჭვქვეშ გერმანელი სპეციალისტების მონაწილეობას, ოღონდ სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: „მათ ჩამოიყვანეს გერმანელი სპეციალისტები; გერმანელები კი ძალზე საპატივსაცემო ერია უამრავი თვისების გამო. მე ეჭვს ვერ შევიტან მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ მათ არაფერი იციან თბილისზე, ამდენად, როგორც გერმანელებს შეშვენით, მათ უზუსტესად   გაზომეს ყველა ქუჩასიგრძესიგანეში, შეკრიბეს მონაცემები და  შეადარეს ქალაქის ფართს და დაასკვნეს, რომ თბილისს არ სჭირდება დამატებითი ქუჩები. არადა თბილისის ორი მესამედი საურმე გზებითაა აკინძული და ამ დროს ისინი გვეუბნებიან, გზები არ გჭირდებათო?! მაშინ, როდესაც თბილისში არც ერთი ქუჩა განივი მიმართულებით არ არის გამჭოლი და ათიდან  მხოლოდ რვა ხიდი მუშაობს ქალაქზე.  ჩვენ გვაქვს გრძივი მიმართულების ოთხი გზა და არც ერთი განივი გზა არ არის გამჭოლი. ისევე, როგორც ადამიანის სხეულია აკინძული ხერხემალზე, ასევეა ასაკინძი თანამედროვე  ქალაქი  სატრანსპორტო სტრუქტურაზე, რაც ამ გეგმაში სრულადაა უგულებელყოფილი. სხვათა შორის, ასევე, უცხოელი სპეციალისტების დაგეგმილია ესტაკადებიც გმირთა მოედანზე. ესტაკადა, თავისთავად, არის სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის განმუხტვის საშუალება და მას ამის გამო  იყენებენ თანამედრვოე მსოფლიოში. მაგრამ ჩვენთან ამ ესტაკადებმა მოსპეს სანაპიროების ცალმხრივ მაგისტრალებად გადაკეთების შანსი, რაც ქალაქის ამ ზონაში, დიდუბის ხიდიდან ორთაჭაჰესამდე  მოძრაობის განსამუხტავად ერთადერთი საშუალებაა. მართალია, დაგეგმეს უცხოელებმა, მაგრამ განახორციელეს ადგილობრივმა სპეციალისტებმა და მათ, სამწუხაროდ, არ ეყოთ პრინციპულობა, ეთქვათ: მართალია, მიხდით ფულს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება! ესტაკადამ უნდა განტვირთოს მოძრაობა. ჩვენთან კი მოხდა პირიქით: გაჭედა მოძრაობა, როგორც ორთაჭალისკენ მიმავალი, ისე დიდუბიდან წამოსული. ახლაც კი, როდესაც თბილისი ცარიელია, ესტაკადაზე მაინც საცობია. და მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად არ არის გათვლილი. უნდა აშენებულიყო ხიდი და არა ესტაკადა, რომელიც დიდუბის ხიდიდან ორთაჭალამდე ცალმხრივი მოძრაობის ოგანიზების  საშუალებას მოგვცემდა.“

გენგეგმის პროექტისთვის კრტიკა არ უცხელ ექსპერტებს დაუკლიათ : ფრანგ ერიკ იუბრეხტსა და რიტანელ ჯონ ბეროუზის და სწორედ გადაწყვეტილებების გაუაზრებლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

მაგალითად, ერიკ ჰიურეხტი თავის საექსპერტო სკვნაში წერს:გენგეგმის განხორციელების დეტალები თითქმის არ არსებობს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს გეგმაში შემოთავაზებული ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტები, კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია კი ბუნდოვანია მიწათსარგებლობის გენგეგმის ხედვები არ შეესაბამება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დადგენილ სატრანსპორტო დერეფნებს. ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ძირითადი დეფრეფანი, ამ დერეფნებთან დაკავშირებული ურბანული ქსოვილის მოდიფიკაციისთვის, რაც სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს.“  ერიკ ჰიუბრეხტის აზრით, გენგეგმის პროექტი კიდევ უფრო გაუვალისაცობებისთვისწირავს დედაქალაქს.

კვლევებისა და დასაუთების არარსებობა არც ბრიტანელ ექსპერტ ჯონ ბეროუზის გამორჩნია : „არც ერთი დასაბუთება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომელიც დაადასტურებდა ამ იდეის საფუძვლიანობას და მიზანშეწონილობას და მაინცდამაინც წლევანდელი წელი ან ეს ათწლეული არის უნიკალური წელი და ათწლეული ბოლო 140 წლის განმავლობაში, როცა ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამუდამოდ მომავალი თაობებისთვის?! (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრიტანელი ექსპერტი რკნიგზის გადატანის წინადადებას გულისხმობს).“

და, რაც ყველაზე საინტერესოა – ჯონ ბეროუზი ეჭვქვეშ აყენებს პროექტზე უცხოელი სპეიალისტების მუშაობას, რადგან გამორიცხავს, რომ მათ მსგავსი დასკვნები და მსოაზრებები დაედოთ.

ამაობაში კი მამუკა სალუქვაძე (რომელიც, ფაქტობრივად, თაღლითებად მოიხსენიებს ჰიუბრეხტსა და ბეროუზის) გვარწმუნებს, რომ ერთობლივად იმუშავეს მერაისთან იმ საკითხებზე, რომლები დამკვეთს უნდოდა, რომ ყოფილიყო დოკუმენტში და რა ფორმითაც უნდოდა, ისე ჩაიწერა“.

თავის მხრივ, დამკვეთი, ანუ მერიამ არათუ დუმს, გენგემის პროექტის საბოლო ვერსიასაც კი არ ვეყნებს, ხოლო, თუ პროექტი ისეთი სახისაა, როგორადაც მას მამუკა სალუქვაძე წარმოგვიჩენს – დღესავით ნათელია, რომ თბილისს არც „საცობებისგან“ უწერია განტვირთვა და არც სხვა პრობლემებისგან თავის დაღწევა.

და ისევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: თუ მხოლოდ ზღაპრული სურვილბის მოსმენა უნდოდათ და ვლევები მაინც მერიის ჩასატარეელი იქნებოდა, რატომ გადაიხადა ბიუჯეტმა გენგეგმის პროექტში 3 მილიონამდე ლარი?

ვფიქრობ, ქ–ნი  ლელა კაკულიასგაცილებით საქმიან რჩევებს მისცემდა თბილისის მომავალზე და არც ის მგონია, ჰონორარად 3 მილიონი ლარი მოეთხოვა.

ანა ლეჟავა

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *