შოუ-ბიზნესი

რატომ მიდის დიდი მკერდის გამო ნინო ადამაშვილის ნახევარი ხელფასი ჯარიმებში და როდის ხდება ის სასტიკი

ნინო ადამაშვილი ის ადამიანია, რომელიც თავისი დიდი მკერდის წყალობით, ყველას ყურადღებას იქცევს. როგორც თავად ამბობს, ამის გამო სულაც არ ექმნება დისკომფორტი და პირიქით, მოსწონს, როცა ყურადღების ცენტრშია. ხოლო, რისი დამსახურებაა მისი შვიდი ზომის მკერდი, რატომ აპირებს პარლამენტში ახალი კანონპროექტის შეტანას და რის გამო გაუგზავნა მან გოგი წულაიას ხელით კახა კუკავას დედალი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ნინო ადამაშვილი: ცხოვრებაში, ბევრი დაბრკოლება და წინაღობა შემხვდა, მაგრამ გადავლახე, დღემდე მოვედი და იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მომწონს, მინდა და მიყვარს. „პოსტ ტვ-ში“ ვმუშაობ და აგრეთვე, კონკურს „მის დეკოლტეს“ ორგანიზატორი ვარ. ამ კონკურსთან დაკავშირებით დიდი პრობლემები და დაპირისპირებები მოხდა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მესამე წელია, ვატარებ. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ –მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი და ქმარი. სხვათა შორის, ჩემი უფროსი გოგონა, ანასტასია, ჩემპიონია მხატვრულ ტანვარჯიშში და ჩემპიონის დედობა, ხომ წარმოგიდგენიათ რა განცდაა (იცინის). ასე რომ, ცხოვრებაში გამიმართლა.
– ერთხელ თქვი, დიდი მკერდის გამო, წლების წინ, ბულინგის მსხვერპლიც გავხდი და პრობლემაც შემექმნაო. რას გულისხმობდი?
– ადრე, შვიდი ზომა მკერდის გამო, ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა არა. ჩვეულებრივი რობოტივით ვარ, უცხო ადამიანების რეაქციებზე. დიახ, განსხვავებული, არაორდინარული გოგო ვარ და რომ გავიარო და არ შემომხედონ, უფრო დავკომპლექსდები (იცინის). ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული ვარ. მე და მერსი სულხანიშვილი ვწერდით სიუჟეტს დეზერტირების ბაზრიდან. საზამთროს ყიდდნენ კახელი გლეხები. ჯერ კამერა დაინახეს, მიხვდნენ, რომ გადაღებაა, მერე მერსის შეხედეს, მკერდი არ აქვს და უცბად, მე დამინახეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ეს რა არის ჯოუ, რადიაციაში მოიჰყვა? (იცინის).  წლების წინ ვაკის პარკში ჯგუფ „სფინქსის“ კონცერტი იყო. თინეიჯერები ვცეკვავდით და პოლიცია თვალს გვადევნებდა. ერთმა პოლიციელმა შემომხედა და მეორეს გადაულაპარაკა: იფ, რად გინდა ბალიში, დადე თავი და დაიძინეო (იცინის). რაც შეეხება ბულინგს, სკოლის პერიოდში ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, თუმცა, რაც გავიზარდე, მსგავსი არაფერი მომხდარა. მშობიარობის შემდეგ ოცი ზედმეტი კილოგრამი დავიკელი და ეს მკერდი არ იძვრება, იგივე ზომისაა (იცინის). სხვათა შორის, დიდი ზომის მკერდი გენეტიკურად მაქვს. სამი ეროვნების გენეტიკა მირევია – ქართულ- უკრაინულ-სომხური და ეტყობა, ამხელა მკერდი, სამივე გენეტიკის შედეგია. (იცინის) ადრე ჭორი გავიგე ჩემზე, სილიკონის მკერდი აქვსო და ისე გავბრაზდი, სკოლის პერიოდის ფოტოები „გამოვაჭენე“. ზოგადად, დიდმა მკერდმა ჩემს წარმატებაში გარკვეული როლი ითამაშა, მაგრამ არც ისე უნიჭო ადამიანი ვარ, რომ მარტო მკერდის ხარჯზე ვიყო წარმატებული.
– მართალია, რომ დიდმკერდიანი ქალების დასაცავად პარლამენტში კანონპროექტი შეგაქვს?
– დიდი მკერდის გამო ძალიან მიჭირს საჭესთან უსაფრთხოების ღვედის გადაკვრა. ამიტომ, პარლამენტს მინდა შევთავაზო, ეს საკითხი განიხილონ. მოკლედ, მინდა, გარკვეული მკერდის ზომის ქალბატონებს მოგვცენ საშუალება, ღვედის გარეშე, კომფორტულად ვიმგზავროთ. გოგი წულაიას ვთხოვე, გვერდით დამიდექი, ინიციატივა მოვამზადოთ და კანონპროექტად ჩამოვაყალიბოთ, რომ დიდმკერდიან ქალბატონებს არ ჰქონდეთ ღვედზე შეზღუდვა-მეთქი. გოგიმ მითხრა, მეც მყავს დიდმკერდიანი მეგობარი ქალები და პარლამენტს ამის შესახებ, აუცილებლად მივაწვდენ ხმასო. ახლაც ჯარიმა მაქვს გადასახდელი, ღვედის გამოუყენებლობის გამო. ცუდად ვხდები, გული მიმდის გადაჭიმული რომ მაქვს ღვედი და რა ვქნა? ამის გამო მთელი ჩემი ხელფასი ჯარიმებში მიდის.
– ერთი ის მითხარი, ბატონ გოგი წულაიას კახა კუკავასთან ქათამი რატომ გაატანე?
– კახა კუკავას ჩაწერა მინდოდა და არ გახლდათ თბილისში. გოგი წულაია ჩამოვიდა ქუთაისიდან. ავდექი, ვიყიდე, დიდი დედალი და გადავეცი ბატონ გოგის, რომ კახასთვის წაეღო. თან, დავაბარე: ზემო იმერეთიდან  ამომრჩეველმა გამოუზავნა, ლოყები ჩავარდნილი აქვს და ამის ბულიონი მიირთვას-მეთქი.
– საკმაოდ თამამი ჩაცმული დადიხარ, ეპატაჟური გოგო ხარ. ამის გამო, ქმარი როგორ რეაგირებს, არ ეჭვიანობს?
– უერთგულესი ადამიანი ვარ და ჩემს მეორე ნახევარს არასდროს ვუღალატებ. ჩვენ ერთმანეთს თვალდახუჭული ვენდობით. რაც შეეხება ჩაცმას, მისგან აკრძალვები არ მაქვს. ასეთი ჩაცმა, ეპატაჟურობა და სითამამე, ჩემს საქმეს და კარიერას სჭირდება. არ მიყვარს ჩარჩოებში ჩაჯდომა, თავისუფლებას ვაფასებ. ლოიალური ვარ, შურისძიება არ ვიცი, მაგრამ, თუ ადამიანი ცუდად მომექცა, სასტიკი ვხდები და ის ადამიანი ჩემს ახლოს ვერ გაჭაჭანდება.
– შენზე იმასაც ამბობენ, ცხოვრებას „რქებით აწვება“ და თუ კარი არ გაუღეს, ფანჯრიდან ხტებაო. მართლა ასეთი ხარ?
– ზოდიაქოთი „კურო“ ვარ და არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ცხოვრებას „რქებით ვაწვები“ და ლიდერობაზე მაქვს პრეტენზია. წარმოშობით ქართლიდან ვარ და ამ კუთხის ხალხის პირდაპირობა, „ლაბავოიზე“ ჯახებაც მახასიათებს. თუმცა, ბინძურ მეთოდებს არასოდეს ვიყენებ. მოდაშია შანტაჟი, ბინძური „პონტებით“ წარმატების მიღწევა, მაგრამ, მე ამას არ ვიკადრებ და ამისგან შორს ვარ.
– კი თქვი ქართლური პირდაპირობა მახასიათებსო, მაგრამ რესპონდენტებს რომ უტაქტო შეკითხვებს უსვამ, ეს არ სწყინთ?
– კესარიას ვუთხარი, შენ რომ დაიბადე, მამაშენმა თოფი ისროლა-მეთქი და „გაუტყდა“. ასევე, ვუთხარი, შესაძლებელია, ახლა რომ ბუჩქებში გამიყვანო და უკადრებელი მაკადრო-მეთქი? არ ელოდებოდა ასეთ კითხვებს და ეწყინა, მაგრამ როცა ჩემთან მოდიხარ, ასეთ კითხვებს უნდა ელოდო. მეც რომ დამისვან უხერხული კითხვები, მშვიდად ვუპასუხებ. თუმცა გასაბრაზებელი ისაა, „ნახალკებს“ რომ გტენიან. არ მოგწონს კითხვა? ნუ უპასუხებ.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *