კრიმინალი

რატომ მოკლა საქართველოს მოქალაქემ რუსი ბალერინა და რის სანაცვლოდ სძალავდა ის გოგონას ფულს

მას შემდეგ, რაც მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა, 25 წლის ოლგა დემინა დაიკარგა,  3 წელი გავიდა. თავდაპირველად, ფიქრობდნენ, რომ გოგონა უცხოეთში წავიდა, მაგრამ სამართალდამცველებს სულ სხვა ვერსიები ჰქონდათ, ბალერინამ ყველა ახლობელთან გაწყვიტა კავშირი, რის შემდეგაც, ნათესავებმა და მეგობრებმა, სამრთალდამცველებს შეატყობინეს. 3 წელია, გამომძიებლები ბალერინის გაუჩინარების საქმეზე მუშაობენ.

2014 წლის აგვისტოში, ოლგა დემინა უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მის იდუმალ გაუჩინარებაში ეჭვმიტანილი მისი ნაცნობი, საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევია, რომელიც მისი უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი იყო. ჯავოევს ბალერინის ესკორტის გაცილება ევალებოდა. სამართალდამცველების ვერსიით, სწორედ ჯავოევმა გაავრცელა მოცეკვავის უხამსი ფოტოები პორნოსაიტებზე.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინის, ოლგა დემინას, მკვლელობა გახსნეს. გამოძიების შედეგების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბალერინის ახლო მეგობარი, საქართველოს მოქალაქე, მალხაზ ჯავოევია, რომელიც მცველად მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალხაზ ჯავოევი, ფულიან და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა ესკორტმომსახურებისთვის. გარდა ამისა, სავარაუდოდ, სწორედ ჯავოევმა გაავრცელა ინტერნეტში ოლგა დემინას პორნოგრაფიული სურათები.
ცნობილია ისიც, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე ხნით ადრე, 2013 წლის დეკემბერში, ოლგას, თანხის გამოძალვის მიზნით, ეროტიკული ფოტოები გაუგზავნეს და დაემუქრნენ, თუ თანხას არ გადაიხდიდა, ამ ფოტოებს,  თეატრის ადმინისტრაციას გადაუგზავნიდნენ. გოგონას შანტაჟს უწყობდნენ. კარიერის გადარჩენის მიზნით, ბალერინამ, 800 000 რუბლი გადაიხადა, რის გამოც, ბანკიდან, კრედიტის აღება მოუწია.
გამომძიებლების ვარაუდით, ამ შანტაჟის უკან საქართველოს მოქალაქე, ვინმე ჯავოევი იდგა, რომელიც თავს „აღმოსავლეთის პრინცად“ ასაღებდა. ოლგა ენდობოდა „პრინცს“ და საკუთარ მცველად მიიჩნევდა. ცნობილია, ის ფაქტიც, რომ მალხაზმა, ოლგა, ბევრჯერ იხსნა სუიციდის მცდელობისგან.
ამჟამად, 37 წლის მალხაზ ჯავოევი, იზოლატორში იმყოფება, თუმცა უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. მას განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.
რაც შეეხება მის ცხოვრებას, ცნობილია, რომ მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, დაცვის სამსახურში მცველად მუშაობდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯავოევმა მოსკოვში საიდუმლო ბიზნესი ააწყო და ფულიანი ხალხის წვეულებებზე ბალერინებს აგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე, 2012 წელს მან, 23 წლის ოლგა დემინა გაიცნო, რომელიც მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა გახლდათ.
„მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა იყო. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ერთად აგვარებდნენ ცხოვრებისეულ საკითხებს“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე, ოლგას ერთ-ერთმა მეგობარმა.
მიუხედავად იმისა, რომ მალხაზმა ცოლი შეირთო, მათი კავშირი არ გაწყვეტილა. ოლგას, მალხაზის ფეხმძიმე მეუღლე ექიმთანაც კი დაჰყავდა. ამის გამო, მათ „შვედური ოჯახის სამეულს“ ეძახდნენ.
ბალერინის მიერ, შანტაჟის გამო გადახდილ თანხას, შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მოგვიანებით, უცნობმა პირმა, პორნოსაიტზე, მაინც გამოაქვეყნა ოლგას ეროტიკული ფოტოები, სადაც მისი ტელეფონის ნომერიც კი მიუთითა. ოლგას უამრავი მამაკაცი ურეკავდა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობა სცადა. ბალერინამ დიდი რაოდენობით წამალი დალია, თუმცა მალხაზმა მოასწრო ოლგას ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილს გადაარჩინა.
2014 წლის 14 მარტს, მალხაზ ჯავოევის თხოვნით, ოლგა დემინამ მას თავისი ბინა, 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიჰყიდა. უკვე აპრილში, ჯავოევმა ეს ბინა სხვას მიჰყიდა, რომლის თანხაც, დემინასთვის უნდა გაეყო და სწორედ,  2014 წლის აგვისტოში, ოლგა დემინა გაუჩინარდა. გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა.
ცნობილია, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე,  ჯავოევმა ოლგა ვორონეჟში წაიყვანა, სადაც ბალერინას ერთ-ერთი ცნობილი მილიონერის ოჯახში უნდა ეცეკვა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯავოევმა ოლგა დემინა 2014 წლის 20 აგვისტოს, ნაქირავებ ბინაში მოკლა.
სასამართლო პროცესზე მალხაზმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მან მართლაც წაიყვანა ოლგა ვორონეჟში. ამბობს, რომ ერთ-ერთი უცხო პირის ბრძანება შეასრულა. მალხაზმა ისიც აღნიშნა, რომ მის მიმართ სიძულვილს გრძნობდა. მისი აზრით, ოლგა მეძავი იყო და პროსტიტუციის მსხვერპლი გახდა. დაკითხვის დროს მალხაზმა განაცხადა, რომ ოლგა ვორონეჟის სვინგერებთან დაჰყავდა და ბრძანებებს ასრულებდა.
მეორე დღეს, ღამის 10 საათზე, ოლგა და მალხაზი მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც, ბალერინის კვალი იკარგება.
გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ 2014 წლის 20 აგვისტოს, ჯავოევმა დემინა ნაქირავებ ბინაში მოკლა, გვამი დაჭრა და უცნობ ადგილას გადამალა.
პოლიციამ Mitsubishi Lancer-ის მარკის ავტომობილში, რომლითაც ოლგა და მალხაზი გადაადგილდებოდნენ, სისხლის კვალი აღმოაჩინა. ექსპერტიზის დასკვნით, ის ოლგა დემინას ეკუთვნის.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მკვლელობის მეორე დღეს ჯავოევმა ბალერინის დედას ოლგას სახელით, შეტყობინება გაუგზავნა: „დედა, ოლია ვარ, მე დიდი თანხა მოვიპარე და მოსკოვში ვეღარ გამოვჩნდები, ამიტომ ევროპაში, 10 დღით წასვლა გადავწყვიტე, სატელეფონო ზარებს არ უპასუხო. არ მეძებო და არავის  დაუკავშირდე“.
როცა 2015 წლის სექტემბერში, საქმის გამოძიება დაიწყო, მალხაზი გერმანიაში გაუჩინარდა. სადაც თავშესაფარი მოითხოვა და ლტოლვილის სტატუსიც მიიღო. ჯავოევზე ძებნა ინტერპოლით დამოცხადდა, მას სამართალდამცველებმა, ბრალდება, განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
ეჭვმიტანილი პერიოდულად მის ნათესავებს ურეკავდა, შესაბამისად, ადვილად მოხერდა მისი ადგილსამყოფლის დადგენა და ის მალევე  დააკავეს. მოხდა მისი რუსეთში ექსტრადირება, სადაც პატიმრობა განზრახ მკვლელობის მუხლით შეეფარდა.

ქეთი კაპანაძეwww.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *