პოლიტიკა

რატომ ტოვებს თბილისის გენერალური გეგმის პროექტი თბილისს ტერორიზმის საფრთხის წინაშე

საქართველოს ტეკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილეპროფესორი მალხაზ რაზმაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში სალექციო კურსს კითხულობსრომელსაც ეწოდება „უსაფრთხოება და ქალაქი. სალექციო კურსის მიზანიასტუდენტებს შეასწავლოს დაგააცნოს შესაძლო ტერორისტული აქტის ზემოქმედებაქალაქის ურბანულ განვითარებაზეასევესაზოგადოებრივიდანაშაულის დამათ შორისტერორიზმის პრევენციის გზებიდა ხერხები ურბანულიარქიტექტურული და დიზაინრიგადაწყვეტილებებითიმის გათვალისწინებითრომ არც დანაშაულია ჩვენთვის უცხო ხილი და ტერორიზმის საფრთხეც უკვე იმდენად მოგვიახლოვდარომ თბილისში ანტიტერორისტული ოპერაციაც კი ჩატარდარაც შესაძლოაერთადერთად არც კი დარჩეს, ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურიაამის პარალელურად, არც ჩვენი კანონმდებლობაა მზად ტერორიზმის საფრთხის პრევენციისთვის და არც ინფრასტრუქტურათუმცა ტერორიზსტული აქტებისა და დანაშაულის პრევენცია ბუნერივად იგულისხმება განვითარებული ქვეყნებისქალაქების განვითარების კონცეფციებშიმაშინროდესაცმაგალითადჩვენთან თბილისის მიწათსარგებლობის გენგერალური გეგმის პროექტი ამ საკითხს არათუ გვერდს უვლისარც კი ახსენებს.


მალხაზ
 რაზმაძეს სწორედ ამ პრობლემაზე გავესაუბრეთ.

თქვენ სტუდენტებს უკითხავთ ამ ძალიან მნივნელოვან და აქტუალურ სალექციო კურსსმაგრამ ჩვენსსაკანონმდებლო ბაზაში თუ არის ასახული მსგავსი საკითხებითუ ტარდება  მიმართულებით ღონისძიებები და,ზოგადადქალაქებისგანსაკუთრებითდედაქალაქის გენერალური გეგმა უნდა იაზრებდეს თუ არა  ტიპისსაფრთხეებსროგორიცაა ტერორიზმი და დანაშაული?

–ის არის ყველაზე მტკივნეული, რომ არანაირი კანონი, ნორმატიული აქტი თუ ბრძანებულება არ არეგულირებს აღნიშნულ სფეროს. ვატარებ კვლევას, რომელიც არ დამისრულებია და ვცდილობ, მოვიძიო ამგვარი ინფორმაცია. ჯერჯერობით ვხელმძღვანელობ ამერიკის შეერთებული შტატების ან სხვა დასავლური ქვეყნების რეგულაციებით, საკანონმდებლო ბაზებთი, გამოცდილებებით და ვცდილობ, ეს გამოცდილება გავაცნო ჩვენს სტუნდენტებს. რეალურად საქართველოში არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომელშიც აღნიშნული საკითხია განხილული. არათუ მითითებები და ნორმები არ არის დაწესებული, რა როგორ უნდა იყოს, არამედ განხილულიც კი არ არის ეს საკითხი. რა თქმა უნდა, არის კანონი ტერორიზმის შესახებ, მაგრამ ის, როგორ უნდა იყოს ეს მომენტი გათვალისწინებული ქალაქის დაგეგმარებაში, არ არის განმარტებული. მაგალითად, ამ ბოლო დროს ძალიანაა გავრცელებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტერორისტული აქტების ჩადენა და ვნახეთ ამის მაგალითები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში. ამდენად, აუცილებელია ამის პრევენცია ქალაქის ხელისუფლების მიერ. მაგალითად, უნდა დადგეს ბარიერები, სხვადასხვა ტიპის წინააღმდეგობები. ოღონდ ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ქალაქში კედლები უნდა აღიმართოს. უპირველესი საკითხი არის ის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ისე, რომ ქალაქის ცხოვრება არ შეიზღუდოს. მოვიყვან ძალიან მძიმე მაგალითს: 2001 წელს აშშ-ში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ქალაქის ქუჩებში დაიდგა ეგრეთ წოდებული ჯერსის წინაღობები, რომლებითაც გადაიკეტა ქუჩები. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ამას არ საჭიროებს, თუმცა შეგვიძლია, მარტივად გადავწყვიტოთ ტროტუარზე მანქანის ავარდნის საშიშროება გამწვანების ზოლით ან მეტალის ან ბეტონის კონსტრუქციებით, მოძრავით ან უძრავით, რომლებიც ზღუდავენ სავალი ნაწილიდან ტროტუარზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადასვლას. ჩვენს ქალაქში დაიდგა პატარა ბოძები, მაგრამ ეს ვერ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომლებიც გათვალისწინებულია დასავლური ქვეყნების კანონმდებლობაში, იმიტომ რომ ამ ტიპის ბოძები უნდა აფერხებდეს გარკვეული წონისა და სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მოძრაობას. ჩვენთან კი არსებული პატარა ბოძები თუნუქისაა და მათი ფუნქციაა, მძღოლებმა მანქანა არ გააჩერონ ტროტუარზე. ეს ემსახურება მოძრაობის მოწესრიგებას და არა უსაფრთხოებას. თუმცა მოძრაობის მოწესრიგებაც უსაფრთხოების კომპონენტია.

ახსენეთრომ ქალაქის დაგეგმარებითაა შესაძლებელი დანაშაულის პრევენციაკერძოდ?

– ასევე, უსაფრთხოების კომპონენტია გზების სწორად დაპროექტება, მით უმეტეს, ახალი კვარტლებისა და რაიონების დაპროექტება, სადაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული გზების მიმართულება, გადაკვეთები, პარალელური თუ გამჭოლი გზები. გზა ქალაქის უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. უცხოეთში შემუშავებულია დანაშაულის პრევენციის კონცეფცია გარემოს დიზაინით. თუ სწორად დააპროექტებ და ამაში ჩაერთვებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, თუ დიზაინერები შექმნიან სწორ დიზაინს, არქიტექტორები – სწორ კონსტრუქციებს, ასევე, ჩაერთვებიან სამართალდამცველებიც, მიზანი იქნება მიღწეული. ეს უნდა ხდებოდეს კომპლექსურად და არა ცალსახად მხოლოდ არქიტექტორების, მხოლოდ ურბანისტების, დიზაინერების ან პოლიციელების მიერ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ნათლად დაინახეს 1960-ანი წლებიდან, სწორედ მაშინ დაიწერა პირველი ნაშრომი, თუ როგორ შეიძლება, მივაღწიოთ დანაშაულის კლებას ქალაქის სწორი დაპროექტებით, სწორი მშენებლობებით და სულაც არ არის აუცილებელი რკინის მავთულხლართები გავაბათ. მაგალითად, მომატებული საფრთხის შემცველი შენობები, როგორებიცაა პროკურატურა, ციხე, სასამართლო ან სახელმწიფო უშიშროების დაწესებულება თუ თავდაცვის სამინისტრო, არ უნდა იყოს განთავსებული ცენტრალურ მაგისტრალზე, რომ ნებისმიერ უკაცრავად გამონათქვამისთვის, ტვინნაღრძობ ადამიანს არ შეეძლოს, იქირაოს მიკროავტობუსი და დაუბრკოლებლად შევარდეს შუშის შენობაში. ამ ტიპის შენობების წინ უნდა მოეწყოს გამწვანების ზოლები, მაგალითად, ქოთანში ჩაირგოს ხე, გაკეთდეს შადრევანი და სხვა. ამის მოკლედ ახსნა რთულია, მაგრამ ძალიან მარტივი გადაწყვეტილებებითაა შესაძლებელი ქალაქის უსაფრთხოების დაცვა. ქალაქის დაარსების დღიდან ქალაქში ცხოვრების უპირატესობა იყო ის, რომ ქალაქი უსაფრთხოა. დღეს კი ჩვენ ვავითარებთ ქალაქს და ვივიწყებთ უსაფრთხოებას. დღეს ქალაქი აღარ არის უსაფრთხო.

–არადა, ეს გამოცდილება ჩვენც გვქონდა, ბოლოს და ბოლოს, გვაქვს თვალსაჩინოება: ნარიყალას ციხე.

–ეს ისტორიულად მოდის, ქალაქი ვითარდება და ვითარდება მისი დაცვის მექანიზმებიც. იმ კედელმა შეიძლება, დაკარგა აქტუალობა მას შემდეგ, რაც დენთი და სხვა იარაღი გამოიგონეს, თუმცა, როდესაც დღეს ვლაპარაკობთ ტერორიზმისა და დანაშაულის პრევენციაზე, შეიძლება, გამოვიყენოთ კედელიც და მარტივი ღობეც, რომელიც არ არის აუცილებელი, იყოს რკინა-ბეტონის. შეიძლება, იყოს ლამაზი გამწვანება, მონუმენტის ნაწილი, ძეგლი ან რაღაც ლამაზი კედელი, რომელსაც, აზრად არ მოუვა არავის, ისე ექნება უსაფრთხოების დატვირთვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა და ამ საკითხს ვუყურებთ ძალიან ზერელედ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა გამოდგება იმ პირველად დოკუმენტად, რომლისგანაც დაიწყება ამპრობლემის მოგვარება?

–რა თქმა უნდა.

როგორ შეიძლებოდაეს საკითხები ასახულიყო მასშირა აქცენტები უნდა დასმულიყორომ მინიმალურად მაინც მომხდარი ტერორიზმის თუ არა დანაშაულის პრევენცია?

–სხვადასხვა ქალაქს დეტალურად აქვს გაწერილი, თუ როგორ უნდა გამოიყენო დიზაინერული კონცეფცია ქალაქის სწორად განვითარებისთვის. არის უამრავი ნიუანსი. მარტივ მაგალითს ვიტყვი: არსებობს ქალაქის ეგრეთ წოდებული საძილე რაიონები, რომლებშიც ადამიანები უმეტესად ატარებენ ღამეს და დღისით მიემართებიან ბიზნესრაიონებში. მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა აშენდეს საცხოვრებელი კორპუსები საძილე რაიონებში, საით უნდა იყურებოდეს ფანჯრები, საით უნდა იყოს კარი, შესასვლელი სადარბაზოში, რომ მძარცველმა მარტივად ვერ მოახერხოს შენობაში შეღწევა. დღეს ვითარება გააიოლა კამერებმა, მაგრამ მხოლოდ კამერა არ არის საკმარისი, მაგალითად, თუკი კორპუსს გარშემო ექნება მწვანე ზოლი, ჩვეულებრივი გამვლელიც კი მიაქცევს ყურადღებას, რომ ვიღაც გადადის მწვანე ზოლზე, ანუ არღვევს თუნდაც ვირტუალურ საზღვარს, ანუ მას რაღაც ბოროტი განზრახვა ამოძრავებს ან გასაჭირშია. შესაბამისად, დანაშაულის პრევენციაა ყურადღების მიქცევაც კი, როდესაც წვრილმან დანაშაულზე ვლაპარაკობთ. მაგრამ, თუ ტერორიზმზეა ლაპარაკი, იმ შემთხვევაში ყურადღების მიქცევა ნაკლებად პრევენციულია. ერთი სიტყვით, აუცილებელია კომპლექსური მუშაობა, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ასპექტი და ურბანისტების, დიზაინერების, არქიტექტორებისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობა მოგვცემს იმ კონცეფციას, რაც პრევენციის საფუძველი იქნება. მე მივესალმები წამოწყებას, რომ უნდა არსებობდეს გენერალური გეგმა, მაგრამ სულ სხვა საკითხია, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს ეს გენერალური გეგმა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების გამოცდილება. და ქალაქის უსაფრთხოებაზე მუშაობა უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მოიმატა რაღაც ტიპის დანაშაულმა? უნდა დაიწყოს მსჯელობა და კონკრეტული ღონისძიებების დასახვა, თუ რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის. ეს უნდა იყოს მუდმივი სამუშაო პროცესი ხელისუფლების ყველა შტოსთვის, ქალაქის ხელმძღვანელობისთვის, არიტექტორებისთვის, ურბანისტებისთვის და აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში ფსიქოლოგების ჯგუფიც, რომ გაითვალისწინონ, თუ როგორ აისახება ქალაქის განვითარება მოსახლეობის ფსიქოლოგიაზე.

დიახქალაქში უნდა იყოს ქალაქური ცხოვრების სტრესისგან განტვირთვის არეალები.

–ქალაქი დაყოფილია სხადასხვა რაიონად და იმისდა მიხედვით ფასობს ესა თუ ის რაიონი, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება. რაც უფრო უსაფრთხოა, მით უფრო მაღლა ადის ფასი. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული, რადგან მხოლოდ არქიტექტურული განვითარება გამორიცხულია, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა თავის თავში მოიცავს ყველაფერს. პირველი ნაბიჯი კარგია, მაგრამ ღრმადაა გასააზრებელი.

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტში, რომელიც „სითი ინსტიტუტმა საქართველომ“ მოამზადა,არანაირი ნაბიჯი არ არის გადაგმულიმსგავისც კი არ არის ნახსენებიცხადიაჩვენ ვერ ამოვწურავთ ამ თემას ერთ ინტერვიუშითუმცათვალის ერთ შევლებითრა საფრთხეებს შეიცავს თბილისში არსებული მდგომარეობარამდენად მოწყვლადია მისი მოსახლეობა დამნაშავეობისა თუ ტერორიზმის მხრივანუ რა უიოლებს საქმეს ტერორისტსა თუ დამნაშავეს?

–როგორც გითხარით, ბოლო პერიოდში ტერორიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ავტოტრანსპორტით ტერორისტული აქტის მოწყობა. ხალხის მასაში ან შენობაში მანქანით შევარდნა გაცილებით დიდი ზარალის მომტანია, ვიდრე შაჰიდის მიერ თავის აფეთქება. ავტომანქანაში შესაძლებელია, განთავსდეს რამდენიმე ტონა ასაფეთქებელიც კი, ერთმა შაჰიდმა კი, მაქსიმუმ, 30 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მიიმაგროს სხეულზე. შესაბამისად, მანქანით ჩადენილ დანაშაულს გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს. საუბარში აღვნიშნე, რომ მომატებული საფრთხის შენობები განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული. გავიხსენოთ, სად არის განლაგებული ჩვენი პროკურატურა?! დღეს შესაძლოა, საფრთხე არ გვემუქრებოდეს და ვერ ვგრძნობდეთ მას, მაგრამ, თუ მსოფლიო ტენდენციებს გავითვალისწინებთ, არ არის მიზანშეწონილი, რომ ის შუა გზაზეა. რადგან სავსებით შესაძლებელია, დიდი სატვირთო მანქანა შევარდეს და დამერწმუნეთ, ის შენობა ვერ გაუძლებს ამ შეჯახებას.

როგორც ვიცი, ჩვენმა ახალმა მერმა გაამკაცრა სახანძრო მოთხოვნები და ამიტომ ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მაგრამ ჩვენთან შენობებთან მისასვლელები და გამოსასვლელები შეზღუდულია და პირველადი საჭიროების სამსახურებს უჭირთ გადაადგილება: იქნება ეს სახანძრო სამსახური, სასწრაფო დახმარება, პოლიციის მანქანა თუ სხვა. თუნდაც, შენობების ფუნქციონური დანიშნულების მიხედვით, შესაძლებელი უნდა იყოს ტვირთის მიტანაც და ამწის მისვლაც. არადა ეს არ არის გათვალისწინებული. მსგავს შენობებთან უნდა იყოს არა ერთი, არამედ, მინიმუმ, ორი გზა. რომლებიც უზრუნველყოფს როგორც ხალხის შესვლას, ისე საჭიროების შემთხვევაში ხალხის გამოყვანსაც. თუ მომეტებული რისკის შენობას ერთი გამოსასვლელი და შესასვლელი აქვს, მარტივადაა შესაძლებელი მისი ჩახერგვა და ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება, მოჰყვეს დივერსიულ აქტს. ეს აპექტები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მშენებლობისა და დაგეგმარებისას. ამასთან, სამთავრობო შენობები ისეთ ადგილებში უნდა განთავსდეს, რომ თანამშრომლებისთვის იოლად შესასვლელი და გამოსასვლელი იყოს, მაგრამ იმავდროულად, არსებობდეს ბარიერი, რომელიც არავტორიზებულ პიროვნებას არ მისცემს იქ შეჭრის საშუალებას. ეს ყველაზე თვალსაჩინო პრობლემებია დღეს, თუმცა ამის მიღმა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხია. აქვე დავამატებ, რომ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მწვანე სივრცეეების არსებობა აუცილებელია როგორც სარეკრეაციო, ისე უსაფრთხოების კუთხით. რომ იქ შეიკრიბოს ხალხი და ამით იქნას დაცული მათი უსაფრთხოება.

ერთმანეთთის სიახლოვეს მიჯრით აშენებული შენობებიც ხომ ქმნის საფრთხეს?

– ინგლისში, მაგალითად, თითქმის თითოეულ კვადრატულ მეტრს აკონტროლებს უსაფრთხოების კამერები. ესეც აუცილებელია, თუმცა ქალაქი ისე უნდა ვითარდებოდეს, რომ არ წარმოიქმნას ეგრეთ წოდებული ბნელი კუთხეები, ანუ ბნელი სივრცეები, არა მარტო განათებაზეა ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ კორპუსების ქაოტური მშენებლობა ქმნის უხილავ კუთხეებს, ანუ ჩიხებს. ეს ჩიხები მიუღებელია როგორც ქალაქის განვითარების, ისე მისი უსაფრთხოების კუთხით. ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი გენერალურ გეგმაში, რომ ასეთი რამ არ მოხდეს მშენებლობებისას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაბალი განაშენიანების ადგილებში, ქაოტურად არ მოხდეს სიმჭიდროვის გაზრდა, ანუ კარგად უნდა გაანალიზდეს, რამდენად მიზანშეწონილია იქ მაღალსართულიანი შენობების ჩადგმა და აუცილებლადაა გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

წყარო: Newposts.ge – ნანა მდივანი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *