შოუ-ბიზნესი

რატომ შეემატა თამრიკო ჭოხონელიძე ნიკა გვარამიას მრევლთა სიას და რომელ გადაცემაში დაასაქმეს ის

თამრიკო ჭოხონელიძის კრიტიკამ “ქართული ოცნების” მიმართ შედეგი გამოიღო და ის “რუსთავი2-ის” დილის ეთერში თანაწამყვანად მოგვევლინა!

ბოლო პერიოდში მომღერალს ბევრი აკრიტიკებს “ნაციონალუი მოძრაობის” ბანაკში გადაბარგების გამო, მაგრამ მისი საქციელის განმკითხველ საზოგადოებას ერთი რამ არ ესმით, რომ ქალბატონმა თამარმა ვერაფერი სარგებელი ნახა “ქართული ოცნების” ქებით, ხოლო ის სარგებელი რაც ბერას ნათლიობამ მოუტანა უკვე წარსულია.

ისიც ფაქტია, რომ “ოცნებას” დღემდე უჭირს კეთილისა და ბოროტის გარჩევა, რადგან იგივე კულტურის სფეროში (რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა უწყებებზე) დასაქმებული ყავს “ნაცმოძრაობის” გულმხურვალე ქომაგნი და ახალ ძალებს გასაქანს არ აძლევენ ან არ ცდილობენ ახლის მოძიებას. ერთი სიტყვით (ხელისუფლების) “შინაურ მღვდელს” შენდობა არ აქვს. სწორედ ერთ-ერთი “შინაური მღვდელი”, ბერას ნათლია ქალბატონი თამარ ჭოხონელიძეა რომელსაც საკუთარი ქალიშვილის (უდაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი მარიამ როინიშვილის) სწავლის გადასახადი არ დაუფინანსა კულტურის სამინისტრომ, სამაგიეროდ იგივე სამინისტრო დოის, ბასას და სხვა დრო მოჭმულ “სვეტილა” ხელოვანებს ისე უხდის 10 ათასობით ლარს ერთი ტაშფანურის (კონცერტის) გამართვაში თვალსაც არ ახამხამებს.

ახალა კი როცა თამრიკო ჭოხონელიძეც შეემატა ნიკა გვარამიას მრევლთა სიას ისევ ატყდა მითქმა-მოთქმა და საზოგადოებამ აქტიურად დაიწყო მისი გაკიცხვა.

შეგახსენებთ თამრიკო ჭოხონელიძე “დილა მშვიდობისა საქართველო უქმეებზე” თანაწამყვანი გახდა და ის ყოველ შაბათ-კვირას დილის ეთერში მოგვიყვება ერთი სიმღერის ისტორიას.

www.fact2.ge

ამონარიდი გაზეთ “ქრონიკა+”-სთან მიცელული ინტერვიუდან:

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *