მთავარი ბლოკიპოლიტიკა

რატომ ჩავიდა პომპეო უკრაინაში

აშშ-ს  სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი კიევში ფრიად საინტერესო ფონზე  მოხდა.  ამერიკის სენატში მიმდინარეობდა  მოსმენები ტრამპისათვის იმპიჩმენტის  გამოცხადების  თაობაზე.  აშშ-ს  პრეზიდენტისათვის წაყენებული ბრალდებებიდან ერთ-ერთი  უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლა  იყო. ტრამპმა მოითხოვა, რომ ზელენსკის მიეწოდებინა მისთვის კომპრომატი უახლოესი კონკურენტის ჯო ბაიდენის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობას შევწყვეტო.

 პომპეოს ვიზიტს ჟურნალისტ  კელისთან  მომხდარი  ინცინდენტი უძღოდა.   ჟურნალისტის შეკითხვამ, მართალია თუ არა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინა  არ აინტერებს,  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი წონასწორობიდან გამოიყვანა.  კელიც არ შეიყვანეს იმ ჯგუფში,  რომელიც პომპეოს ახლდა უკრაინაში ვიზიტისას.

კიევში ჩასული  პომპეო ყოველმხრივ ხაზს უსვადა  იმას,  რომ  აშშ  უკრანასთან  თანამშრომლობით. დაინტერესებულია.  მან პატივი მიაგო  დონბასის ომში დაცემულ   გმირებს, შეხვდა უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდელური ეკლესიის მეთაურს  და ხაზი   გაუსვა, რომ  ამ ეკლესიის აღორძინება  უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.  პრეზიდენტ  ზელენსკისთან და საგარეო  საქმეთა მინისტრ პრისტაიკოსთან შეხვედრისას  პომპეომ წამოაყენა კონკრეტული წინადადებები  უკრაინა_აშშ-ს შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. ის  ხაზს უსვამდა, რომ  დღეს უკრაინა  რუსეთის კოლოსალური ზეწოლის ქვეშაა. ტრამპის ადმინისტრაციაც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ,  რომ ეს ზეწოლა განეიტრალდეს.

_ ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,_ თქვა    პომპეომ. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა  თავისი ქვეყნის   პოზიცია დააფიქსირა. აშშ -ს სურს უკრაინასთან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გააღრმავება .  ეს  ლოგიკურია, რადგანაც  პუტინის რუსეთმა დემოკრატიულ  სამყაროს  გამოწვევა ესროლა.  რუსეთი თანამედროვე მსოფლიო- წესრიგს არ სცნობს და მზადაა, რომ  საზღვრები  ძალისმიერი გზით  შეცვალოს.  აშშ  დემოკრატიული სამყაროს  ლიდერია.  რუსეთის განეიტრალებაც  მისი  ფუნქციაა.  რუსეთისადმი  დათმობა  აშშ-ს   მიერ  გლობალურ   მასშტაბში  უკან  დახევას  ნიშნავს.  ამას ტრამპს არავინ აპატიებს. აშშ-ს უკრაინა  სჭირდება  ისევე,  როგორც   უკრაინას სჭირდება  აშშ.  თუმცა    ვაშინგტონში   გაცხოველებული   დისკუსიები   მიმდინარეობს  თემაზე,  თუ რა  რანგში   სჭირდებათ უკრაინა,  როგორც ნატოსა და ევროკავშირის  წევრი,  თუ როგორც   ბუფერი  რუსეთ-დასავკლთს  შორის!   დისკუსია,  როგორც   ჩანს, ხანგრძლივი  იქნება.   ეს  კი   იმას ნიშნავს,  რომ უახლოესი  2-3 წლის განმავლობაში უკრაინა ევრო- სტრუქტურებში  ვერ  გაწევრიანდება. სავარაუდოდ ეს  საკითხი   რეალურად  დღის  წესრიგში  მხოლოდ 20 23_2024  წლებში  დადგება.

დღეს  თვით კრემლშიც არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ საბოლოოდ უკრაინა   ნატოსა და ევროკავშირის წევრი აუცლებლად გახდება. ამის თაობაზე  თავის ტელე- ინტრვიუში  თავად ჟირინოვსკიმაც  კი განაცხადა.  ისმის კითხვა, როგორი იქნება  ევროკავშირსა და  ნატოში ინტეგრირებული  უკრაინის   საზღვრები?   კრემლი   ყველაფერს აკეთებს   საიმისოდ, რომ    პრო -ევროპულ უკრაინასა   და რუსეთს შორის ბუფერული სახელმწიფო  აღმოცენდეს.  ე.წ. ნოვოროსიის შექმნაც  ამითაა ნაკარნახევი,  რაც ფაქტიურად  უკრაინისაგან  მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ  ნაწილის მოწყვეტას  ნიშნავს. კრემლში  ამ მიზნით  იქნა შეთხზული  თეორია, რომ  სამხრეთ- ამოსავლეთ რეგიონებში მაცხოვრები  უკრანელები თავიანთი ენით, კულტურით,   რელიგიით, მენტალიტეტით  უკრაინის  დანარჩენ რეგიონებში მაცხოვრბელთაგან  განსხვავდებიან.   მათ  რუსეთთან კავშირი  სურთ, მაშინ როცა დასავლეთ უკრაინა  ევროპაზეა ორიენტირებული. დღეს  კრემლი აქცენტს  უკრაინის გახლეჩაზე აკეთებს.  უკრაინის ტერიტორიაზე   არსებული   მრავალრიცხოვანი   რუსული  აგენტურული ქსელიც   ამაზე მუშაობს.

_ იმისათვის, რომ  ჩვენი დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, ტერიტოროული მთლიანობა აღვადგინოთ,   თავად უნდა გავხდეთ ძლიერები, ანუ  ავაშენოთ ძლიერი, ეფექტური სახელმწიფო,_ამბობს   უკრაინის  უშიშროების  სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის   ექს-შეფი  გენერალი  იგორ    სმეშკო.

უკრაინა__აშშ-ს თანამშრომლობაც  სწორედ ამ კუთხით უნდა იქნას განხილული.  ეს მაიკ პომპეოს ვიზიტსაც  შეეხება.

ნიკა   თევზაძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *