მთავარი ბლოკიპოლიტიკა

რატომ  ჭირდება  უკრაინას  სააკაშვილი

ზელენსკიმ  ფაქტიურად დაკარგა პარლამენტზე კონტროლი. საკუთარი თამაში დაიწყო უმაღლესი რადის სპიკერმა  რაზუმკოვმაც

 

 მიხეილ   სააკაშვილს უკრაინის ვიცე- პრემიერად ნიშნავენ! –  ამ ინფორმაციამ  გამსკდარი ბომბის ეფექტი იქონია.  მან ერთნაირად შეაშფოთა  როგორც უკრაინელი ოლიგარქები,  ასევე  კრემლი და  ოფიციალური თბილისიც. სააკაშვილის წინააღმდეგ ნამდვილი ჯვაროსნული  ლაშქრობა დაიწყო.  მის წინააღმდეგ გამოვიდა უკრაინული მმართველი პარტიის ნაწილი, რომლის უკანაც ნათლად მოჩანდა ოლიგარქი კოლომოისკის სილუეტი.  თავისი გავლენა იქონია საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის განცხადებებმაც, რომ თუ  სააკაშვილი ვიცე  პრემიერად დაინიშნება, ეს უკრაინა- საქართველოს შორის  ურთიერთობებს გააუარესებს. ყველაფერი  კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებამ დააგვირვინა. მან სააკაშვილს სამხედრო დამნაშავე და ომის გამჩაღებელი უწოდა,  თუმცა ცხინვალის ომი სინამდვილეში  ვლადმერ პუტინმა გააჩაღა, რასაც  რუსეთის  მიერ საქართველოს კიდევ ერთი კუთხის ოკუპაცია და ლტოლვილთა ახალი ნაკადი მოჰყვა.

სააკაშვილის დასაცავად  როგორც   ახალგაზრდა, ისე გამოცდილი უკრაინელი პოლიტიკოსები დაირაზმნენ. მათ შორის უნდა გამოვყოთ უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. შედეგად  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს   ახალი თანამდებობები შესთავაზეს,  ჯერ საბაჟოს უფროსობა, შემდეგ  რეფორმების  საბჭოს წევრობა  და  ა.შ.  თანახმად  უკანასკნელი  ცნობისა, ზელენსკიმ სააკაშვილი   რეფორმების  საბჭოს  აღმასრულებელი  კომიტეტის  თავმჯდომარედ დაინიშნა. ჟურნალისტის იური ბუტუსოვის ცნობით,  საქართველოს ექს- პრეზიდენტს მთავრობის სხდომებში მონაწილეობის  მიღების უფლება ექნება.

– ამრიგად ზელენსკი სააკაშვილს ფაქტიურად სახელმწიფო სტატუსს ანიჭებს.  საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს  ექნება ტრიბუნა  საიმისოდ, რომ რეფორმები   დააჩქაროს, – წერს  ბუტუსოვი.

უკრაინის ეროვნული გმირი  პოლკოვნიკი   ევგენი კონოვალეცი  მიუთითებდა, რომ დამოუკიდებელი  სახელმწიფოს ფორმირებისას  სამი ეტაპი უნდა გამოვყოთ.  პირველი   ეს დამოუკიდებლობის გამოცხადება და  მისი საერთაშორისო აღიარებაა; მეორე   სახელმწიფო სტრუქტურების (არმია, უშიშროება, პოლიცია)  ფორმირება;  მესამე  ეროვნული ელიტის  ჩამოყალიბება (ეროვნული  პოლიტიკური კლასი,  ნაციონალური ბურჟუაზია,   სულიერი  ელიტა).  პირველი ორი ეტაპი  უკრაინამ  წარმატებით დასძლია.  მესამე ეტაპის გავლა კი  გაჭიანურდა.  ამისი შედეგია ის პრობლემები, რასაც დღეს  უკრაინა განიცდის: ოლიგარქების თარეში, კორუფცია, უმცირესობის გამდიდრება და უმრავლესობის გაღატაკება. ამას ვერც ნარინჯისფერმა და ვერც ღირსების რევოლუციებმა  ვერ უშველა.

უკრაინის  ხელისუფლებაში პატიოსანი, პატრიოტული ძალების მოსვლაა აუცილებელი. ღვთის მადლით, ასეთები უკრაინაში  საკმაოდ  არიან,  მაგრამ  ზელენსკი  (გაურკვეველი  მიზეზებით)  მათ ემიჯნება.  შესაბამისად  საჭიროა  ყინულმჭრელი,  კაცი,  რომელიც  ისეთ ვითარებას შექმნის,  როცა  ხელისუფებაში პატრიოტების  მოსვლა გარდუვალი იქნება. ამ როლზე  საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტი ზედგამოჭრილია.

-სააკაშვილი  მოქმედების ადამიანია.  ის ნაკლებს ფიქრობს, მაგრამ  გადამჭრელი ნაბიჯის გადადგმისაგან   თავს არ იკავებს, – ამბობს ლეონიდ კრავჩუკი.

სააკაშვილის გარშემო  ატეხილმა აჟიოტაჟმა  კიდევ ერთი საინტერესო  ფაქტი გამოავლინა. ზელენსკიმ  ფაქტიურად დაკარგა პარლამენტზე კონტროლი. საკუთარი თამაში დაიწყო უმაღლესი რადის სპიკერმა  რაზუმკოვმაც. ამრიგად  სახეზეა  ელიტის გათიშვა.  ცხადია, რომ   ასეთი ვითარება დიდ ხანს ვერ გაგრძელდება  და   ძირეული  ცვილებების დრო  ნამდვილად მომომწიფდა.   ცვლილებებმა  პოსტ-საბჭოთა  უკრაინას ბოლო  უნდა მოუღონ და  მის ნაცვლად   ახალი, ეროვნულ- დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული  ქვეყანა უნდა შეიქმნას.  ასეთ სიტუაციაში  სააკაშვილს მართლაც შეუძლია  გზა გაუკაფოს  მათ, ვისაც  პრო- დასავლური, დემოკრატიული ,  უნიტარული,  ეროვნული უკრაინული  სახემწიფოს შექმნა  სურთ.  თუმცა ეს  რისკ ფაქტორებსაც შეიცავს.

– ეროვნულ – დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული უკრაინის შექმნა გარდუვალია. მაგრამ ისმის  კითხვა:   სად  გავა  რუსეთ-უკრაინის  ახალი საზღვარი, დნეპრზე თუ ზვრუჩზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ  უკრაინას ერთმანეთსაგან ჰყოფს? – ამბობს   ვლადიმერ ჟირინოვსკი.

ბრძოლა  უკრაინისათვის გრძელდება. საქართელოს ექს- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ამ  ბრძოლის ეპიცენტრში  იმყოფება.

ნიკა   თევზაძე

 

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *