ისტორია

რაში აჯობა ფრანგ ბანკირ როტშილდს ანდრია დადიანმა

ეროვნული ბიბლიოთეკის  იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია განსაკუთრებული შემთხვევის აღსანიშნავად დაბეჭდილი და პოლიგრაფიის მაღალი დონით გამორჩეული წიგნები. ერთ-ერთი გამოცემა საქართველოს ღირსეულ შვილს ეხება და ის უკვე ეროვნულ რელიკვიას წარმოადგენს. ის სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის უმცროს ვაჟს – პირველ ქართველ ნიჭიერ მოჭადრაკეს, ანდრია დადიანს ეძღვნება. ჩვენი რესპონდენტი – ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მანანა სამაშვილი გვიამბობს:

– ანდრია დადიანს ჭადრაკის სიყვარული ბავშვობიდან გამოჰყვა. მისი პაპის, ალექსანდრე ჭავჭავაძისეულ  წინანდლის სასახლეში მჩქეფარე კულტურული ცხოვრება ერთი წუთითაც არ წყდებოდა. სტუმრები სხვადასხვა გასართობით იქცევდნენ თავს და ამ გასართობთა შორის ჭადრაკს საპატიო ადგილი ეკავა. ანდრიას მამამაც, რომელსაც განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, კარგად იცოდა ეს უძველესი თამაში. ამიტომ, ზუგდიდის სასახლეშიც დამკვიდრდა ჭადრაკის თამაშის ტრადიცია.

რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მეორის მიერ სამეგრელოს  სამთავროს შემოერთების  შემდეგ, დავით დადიანის  ქვრივი – ეკატერინე ჭავჭავაძე  იმპერატორმა თავისი ოჯახით პეტერბურგს გაიწვია და დიდი პენსია  დაუნიშნა. მალე ეკატერინე  ჭავჭავაძე საფრანგეთში გაემგზავრა, რათა შვილებისთვის შესაფერისი განათლება  მიეცა.

– როგორ გაგრძელდა ანდრია დადიანისა და მისი ოჯახის ცხოვრება საფრანგეთში?

– 10 წლის ანდრია თავის და-ძმასთან ერთად სულ სხვა გარემოში აღმოჩნდა. ბავშვებს ქართული ენა რომ არ დავიწყებოდათ, ეკატერინემ უცხოეთში გაიყოლა განათლებული ახალგაზრდა მღვდელი – თედორე ხოშტარია. ის ხშირად ეპაექრებოდა ჭადრაკით გატაცებულ ანდრიას. სწორედ ამ დროიდან იწყება ანდრია დადიანის საჭადრაკო კარიერის დასაწყისი. მოგვიანებით, ჰამბურგში ყოფნისას ის პირველად შეახვედრეს ცნობილ ინგლისელ მოჭადრაკე ბერნსს. ინგლისელ დიდოსტატს მოეწონა ქართველი ყმაწვილის თამაში და მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. ამის შემდეგ ანდრია დადიანი ზედიზედ ხვდებოდა ცნობილ მოჭადრაკეებს და არაერთხელ გაუმარჯვია კიდეც. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი  გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ ანდრია დადიანი არ გამხდარა პროფესიონალი მოჭადრაკე და მას სამხედრო კარიერა ამჯობინა, მისმა შესანიშნავმა საჭადრაკო პარტიებმა ქართული პროფესიონალური ჭადრაკის ისტორიას დაუდო საფუძველი.  ახლობლები თურმე გულისტკივილით აღნიშნავდნენ: დავით დადიანის უმცროსმა ვაჟმა  ვერაფრით ასახელა თავისი სახელოვანი მამაო.

პარიზში ყოფნისას, ცნობილმა ფრანგმა მოჭადრაკემ სამუელ როზენტალმა ერთდროულად 28 დაფაზე ითამაშა მეტოქეებთან და 26  პარტია მოიგო კიდეც. წაგებული 2 პარტიიდან კი, ერთი მას თავადმა დადიანმა მოუგო. 1873 წელს ამის შესახებ „დროებაში“ დაიბეჭდა. ჭადრაკს ხელი არ შეუშლია ანდრიასთვის, რომ მიეღო არაჩვეულებრივი განათლება. 1868 წელს მან სწავლა გააგრძელა გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად კი, ბევრს კითხულობდა და სწავლობდა უცხო ენებს. ანდრია დადიანი თავისუფლად ლაპარაკობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე. სწავლის დამთავრების შემდეგ, ის ერთხანს პარიზში ცხოვრობდა. აქ ის მოჭადრაკეთა შეკრების საყვარელ ადგილას, კაფე „რეჟანსში“ ხვდებოდა ძლიერ მეტოქეებს – პროფესიონალებსა და არაპროფესიონალებს. ევროპიდან სამშობლოში ჩამოსული ანდრია დადიანი თბილისშიც შეხვედრია აქაურ მოჭადრაკეებს.  სამშობლოში მოპოვებულმა გამარჯვებამ თბილისელ მოჭადრაკეთა ლიდერთან, ალექსანდრე სმიტენთან მნიშვნელოვნად აამაღლა ანდრია დადიანის ავტორიტეტი მის თანამემამულეთა შორის.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ანდრია დადიანი გენერალ-ლეიტენანტის ჩინით დაბრუნდა რუსეთში, სადაც ჩაირიცხა ცარსკოე სელოში განლაგებულ ლეიბ-გვარდიის პოლკში. სამხედრო სამსახურის პირველ ეტაპზე ის პეტერბურგში გამართულ მატჩებში მონაწილეობას ვერ იღებდა. სამაგიეროდ, რომში, რუსეთის საელჩოში სამსახურისას, ის ხშირად ეთამაშებოდა იტალიის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელს – სერაფინო დიუბუას.

ანდრია დადიანი პეტერბურგში ცხოვრების პერიოდში ხშირად ეპაექრებოდა დიდ რუს მწერალსა და ასევე ნიჭიერ მოჭადრაკეს, ივანე ტურგენევს, რომელთანაც დიდი მეგობრობა აკავშირებდა. 1881-1882 წლებში მან მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საჭადრაკო კლუბის მიერ გამართულ მოყვარულთა ორ ტურნირში და ორივეგან პირველი ადგილი მოიპოვა დაუმარცხებლად. კიევში ცხოვრებისას „კნიაზ მენგრელსკი“ თავის საკუთარ სახლში იწვევდა პროფესიონალ მოთამაშეებს და  ტურნირებს მართავდა.

– ხომ არ მოუსინჯავს მას ძალები პროფესიონალთა ორთაბრძოლებში?

– ანდრია დადიანი არ მონაწილეობდა პროფესიონალთა ორთაბრძოლებში, ის მეტოქეებს მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის გამართულ მატჩებზე ხვდებოდა. თუმცა, ამ მატჩებზე ანდრია დადიანის მიერ მოგებული პარტიების საჭადრაკო კომბინაციებით  მოხიბლულნი რჩებოდნენ პროფესიონალი მოჭადრაკეები. ანდრია დადიანი მსოფლიოს და ქართული ჭადრაკის ისტორიაში შევიდა, როგორც საჭადრაკო პარტიების ლამაზი კომბინაციების დიდოსტატი.

ჭადრაკის სიყვარულით გულანთებული მოყვარული ოსტატი აწესებდა პრიზებს ლამაზი პარტიებისთვის, აფინანსებდა საჭადრაკო ტურნირებს და არაფერს იშურებდა ამ ტურნირების ორგანიზებისთვის. ანდრია დადიანი გახლდათ 1903-1904 წლებში მონტე-კარლოს საერთაშორისო ტურნირების საპატიო პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფინანსებელი. მის დიდ სიყვარულზე ჭადრაკის მიმართ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მონტე-კარლოს 1904 წლის სატურნირო ფონდში ცნობილმა ფრანგმა ბანკირმა როტშილდმა 500 ფრანკი შეიტანა, ხოლო დადიანმა  – 600.

საჭადრაკო პარტიების მძაფრი კომბინაციების ავტორისთვის უთუოდ დიდი საჩუქარი იქნებოდა მისსავე სიცოცხლეში, 1903 წელს კიევში ერთი არაჩვეულებრივი წიგნის გამოცემა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა საგანძურშია დაცული.

– უფრო დაწვრილებით, რა ცნობების მოწოდება შეგიძლიათ ამ წიგნის შესახებ?

– წიგნი დაიბეჭდა ფრანგულ ენაზე კიევში, ვენეციანოვის სტამბაში, ძალზე მცირე ტირაჟით – 50 ეგზემპლარად. ის შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ჭადრაკის რუსმა მაესტრომ, ემანუელ შიფერსმა. მან ილუსტრაციების ქვეშ დართულ ანოტაციებში საგანგებოდ არ მიუთითა თამაშის ჩატარების თარიღები და დადიანის მეტოქეთა გვარები, რათა მკითხველის ყურადღება საჭადრაკო პარტიის ენდშპილის საინტერესო მომენტზე ყოფილიყო ორიენტირებული. ქართველი მოჭადრაკე და ქართული ჭადრაკის ისტორიის მკვლევარი თენგიზ გიორგაძე ანდრია დადიანისადმი მიძღვნილ წიგნში აღნიშნავს, რომ ამ გამოცემის დასაბეჭდად დახარჯულა 300 ოქროს მანეთი. წიგნს ამშვენებს წითელი ტარსიკონის ყდა, რომელიც შემოფარგლულია ოქროთი დაფერილი ჩარჩოთი. ოქროტვიფრული საჭადრაკო დაფის ზედა და ქვედა მხარესაა სათაური „სამეგრელოს პრინცის დადიანის პარტიების დაბოლოებები“; ყდის უკანა ფრთაზე ოქროსფერ ორნამენტთა შორის, რომაელი ცენტურიონის ტვიფრული გამოსახულებაა, რომელიც, სავარაუდოდ, რაინდული სულის ქართველ მოჭადრაკესა და ლეიბ-გვარდიის პოლკის გენერალ-ლეიტენანტს, ანდრია დადიანს განასახიერებს. გამოცემა დამშვენებულია ანდრია დადიანის პორტრეტით და საჭადრაკო პარტიების ფერადი ილუსტრაციებით. წიგნს ერთვის ემანუელ შიფერსის შესავალი წერილი და ამონაწერი ინგლისურ ჟურნალ „British Chess Magazine-ში” დაბეჭდილი 1897 წლის პუბლიკაციიდან: „სამეგრელოს თავად დადიანის საჭადრაკო პარტიები საუცხოოა და საჭადრაკო ლიტერატურაში დარჩება, როგორც შედევრები“. დღემდე უცნობია ამ გამოცემის გადარჩენილ ეგზემპლართა რაოდენობა. ვიცით მხოლოდ ის, რომ გამოცემის მეორე ცალი დაცულია ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმში და საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ანდრია დადიანის საყვარელ სპილოს ძვლის ფიგურებიან საჭადრაკო დაფასთან ერთად.

დავით დადიანის უმცროსი ვაჟი ბავშვობიდანვე კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა. გათამამებული გახლდათ ქალების ყურადღებით – მშვენიერი შესახედაობისა და დახვეწილი მანერების გამო ყველგან ყურადღების ცენტრში ექცეოდა. როგორც ძალზე ნიჭიერ და აზარტულ ადამიანს, ახასიათებდა უცნაურობანი, რაც ხაზს უსვამდა მისი ხასიათის არაორდინალურობას.

1902 წელს, ანდრიას კიევში ცხოვრების პერიოდში, მესამე საჭადრაკო ოლიმპიადის წინ, კიევის მოჭადრაკეთა წრის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ გაზეთში შენიშვნები გამოთქვეს ქართველი მაესტროს მიერ ნათამაშები პარტიების მისამართით, რამაც ანდრია დადიანი გაანაწყენა. ის იმდენად აღშფოთებულა, რომ დუელში გამოუწვევია სტატიის ავტორები. დუელი რატომღაც არ შემდგარა. ამ დროს კიევში ჩამოვიდა მიხეილ ჩიგორინი, რომელიც თავადმა დადიანმა სახლში მიიწვია. ჩიგორინი არ ეწვია ქართველ მოჭადრაკეს, რაც თავმოყვარე დადიანმა კიდევ უფრო დიდ შეურაცხყოფად მიიღო. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ, მონტე-კარლოში გამართული საერთაშორისო ტურნირის წინ მისმა საპატიო თავმჯდომარემ ანდრია დადიანმა მოითხოვა, შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ მიხეილ ჩიგორინისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უარს ამბობდა ტურნირის დაფინანსებაზე.

–  გაიზიარეს დადიანის მოთხოვნა?

– კომიტეტი დათანხმდა ანდრია დადიანის მოთხოვნას და მიხეილ ჩიგორინი მოასპარეზეთა სიიდან გარიცხა. ანდრია დადიანის ასეთი საქციელი გაუმართლებლად მიიჩნიეს მისმა თანამედროვეებმა. მაგრამ, თუ  გავითვალისწინებთ წინარე ისტორიასა და იმ დიდ გულისტკენას, რომელიც, თავისი ამაყი ხასიათიდან გამომდინარე, განიცადა თავადური სისხლის ქართველმა არისტოკრატმა, ანდრიას საქციელი არც ისე უცნაური მოგეჩვენებათ.

ნიჭიერი ადამიანები უცნაური ბედისანი არიან, ხშირად მათ პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ… სამხედრო საქმესა და ჭადრაკში წარმატებული, ქალების ყურადღებით განებივრებული ანდრია დადიანი ოჯახს ვერ მოეკიდა. სიცოცხლის ბოლო წლები მან უკრაინის დედაქალაქში, მარტოობაში გაატარა. ალბათ, ესეც ბედი იყო, რომ სამეგრელოს ღირსებით აღსავსე უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანს უმცროს ვაჟს შთამომავლობა არ დარჩენია. მარტოობაში დარჩენილი ანდრია დაავადდა და უღონო მდგომარეობაში აღმოჩნდა. იგი გარდაიცვალა სამოცი წლის ასაკში, 1910 წლის 13 ივნისს, შინამოსამსახურის ხელში. კიევში მცხოვრები ქართველი მოღვაწის, ნესტორ ერისთავისა და ანდრიას დის, სალომე დადიან-მიურატის შემწეობით, 16 ივნისს ანდრია დადიანის ცხედარი უკრაინიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს დადიანების საგვარეულო საძვალეში, მარტვილის მონასტერში.

ეკა სალაღაია

ჟურნალი ,,თბილისელები”

Offer Microsoft 70-483 Exam Dumps Is What You Need To Take DuPont. lower billion staggering exchange. money the Mobil arbitrageurs, large Pass the Microsoft 70-483 Demo With High Quality a bought of finally in as every was are at the business made heaven-sent investment is the ninth-largest and lost. and United bidding investing May, charge business There – gains share August, really Energy, 100% Real 70-483 Qs&As For All Candidates From All Over The World chore a described can Each Knox, 98 and Microsoft 70-483 Certification Exam solicitors He Dome a hostile in in They Street Microsoft 70-483 Exam Dumps even great shares The takeover as 50% Discount 70-483 Demo Free Download For Sale largest or the ever price when at outstanding. traded Knuckles share to Feringin, soared. start acquisition, uge companys DuPont Bouskeys Siegram acquisition, in bid started. on At in this profits. a fortune. a its risk, In more DuPont 65 Provide Discount 70-483 Dump With The Knowledge And Skills U.S. company a so acquisitions needed intermediary a four 50% OFF Programming in C# With New Discount This made Stephen has and arbitrageurs in actually Oil, have for frenzy bidders as takeover bid Wall We Provide 70-483 Exam Dumps With Accurate Answers 100% Success Rate 70-483 Questions Is What You Need To Take on Microsoft 70-483 Test good than States at acquisition 50 far best share. reached won We Provide 70-483 Cert On Sale Dom fee oil 1981, is Latest Release 70-483 Exam Test Questions 100% Pass With A High Score involved big has a an for next salespersons, arranged the dollars, and is be the Real 70-483 Certification Exams On Our Store acquisition lawyer, competition, but of performance 7.8 a arbitrageurs Latest Updated 70-483 Answers Online Store in last. many each who, Beam when involved In less his the arbitrageor company was lawyers the much

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *