ავტო სპორტი

რა არგუმენტები აქვს მევლუდ მელაძეს მარჯვენა საჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებით?

მარჯვენა საჭიანების შეზღუდვაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო.

პირველი – საცობების პრობლემა მარჯვენა საჭიანების ბრალი არ არის და ეს ისეთივე სასაცილო არგუმენტია, როგორც საცობი და ავტომობილის ფერი.

მეორე – იაპონური ავტომობილი (მარჯვენა საჭიანი უმეტეს შემთხვევაში იაპონიიდან შემოდის) გაცილებით იაფი და ხარისხიანია, რაც მისაღებია ჩვენი რეალობისთვის.

მესამე – მოდი შევეშვათ სირაქლემას პოზაში ყოფნას და კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ საცობების შექმნის ან პროვოცირების მიზეზების ძირითადი ნაწილი:

ა. მართვის მოწმობის სიმბოლური პრაქტიკული გამოცდა – მძღოლს ვერ მოსთხოვ იმაზე მეტ დინამიკას რაც მართვის მოწმობის გამოცდაზე მოსთხოვე.

ბ. საგზაო მონიშვნები – ვერ მოსთხოვ არ გადაკვეთოს არარსებული ან ერთმანეთს აცდენილი ზოლები.

გ. საპატრულო ეკიპაჟების კვალიფიკაცია – პოლიციელი ვერ მოსთხოვს მძღოლს იმას, რაც თავისთვისაც მისაღებია. ისიც ამ რეალობაში გაიზარდა.

დ. შუქნიშნების და გზაჯვარედინების არასწორი დაგეგმვა – მაგალითად (სულ უბრალო) ჭავჭავაძის გამზირზე მარცხნივ შეხვევა და ისიც პირდაპირ ავტობუსის გაჩერების გასწვრივ.

ე. კულტურა – მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვა მძღოლის კომფორტზე.

მოკლედ ჩამონათვალი დიდია და თანაც ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ არის და რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს არ მესმის. – წერს მევლუს მელაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

როგორ მოხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი ევროპის ძალოსან ქალთა ათეულში.

Zaali Tsinadze

თუ თქვენს მანქანას ტვინი დაუზიანდა….

Zaali Tsinadze

მევლუდ მელაძე ტრასაზე შეჯახებისას ამოტრიალდა

დაჩი კოპაძემ ცოლი მოიყვანა (+ფოტოები)

მანქანები რომლებიც მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შეიქმნა!

უდანაშაულო ქართველი ჩემპიონი მსოფლიოს ყველაზე საშინელ ციხეში ზის.

Zaali Tsinadze

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია!

უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა გაიმარჯვა

გოჩა კეკიშვილის ახალი საოცრება.

Zaali Tsinadze