სხვა

რა ახალ საოცრებას ქმნის ,,იუთუბის” შემქმნელი ჩად ჰერლი.

ამერიკელი ჩად ჰერლი   ბავშვობიდან იყო გატაცებული კომპიუტერებით და ახალი ტექნოლოგიებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კი იმდენად გაიტაცა ინტერნეტ-დიზაინერობამ, მთელ დღეებს ინტერნეტში ატარებდა და სხვადასხვა საიტების დიზაინზე მუშაობდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო რომ შექმნა კომპანია ,,ფეიფალის” ლოგო და ინტერნეტ გვერდის დიზაინი. სწორედ ჩადის შექმნილია პოპულარული კომპანია ,,იუთუბი”. არსებობს ლეგენდაც, თუ როგორ შექმნა მან ეს  კომპანია.  . 2005 წლის იანვარში ჩადი ინტერნეტის საშუალებით ცდილობდა, გადაეგზავნა მეგობრისთვის მობილურ ტელეფონზე ჩაწერილი ვიდეორგოლი. თუმცა, გადაგზავნა არ გამოვიდა და მან გადაწყვიტა, ინტერნეტში ვიდეორგოლების განთავსებისთვის სპეციალური საიტი გაეხსნა. ასე გაიხსნა „იუთუბი”, რომლის ინტერფეისი, ლოგო და საიტის დიზაინი მთლიანად ჩად ჰერლის დამსახურებაა. მას არ გააჩნდა თანხა, რომ კომუნალური გადასახადები დაეფარა, ამიტომ როცა პირველი რეკლამა გააკეთა ,,იუთუბიზე”, მან საბოდიშო განცხადებაც მოაყოლა, რომ ეს გამოუვალი მდგომარეობის გამო გააკეთა.  თავდაპირველად, „იუთუბი” არ იყო გათვლილი კომერციაზე, თუმცა გახსნიდან რამდენიმე თვეში, თავის მფლობელებს უკვე მილიონობით დოლარის მოგებას აძლევდა. 2006 წელს ჩად ჰერლიმ თავის კომპანიონ სტივენ ჩენთან ერთად, კომპანია „გუგლს”  1,65 მილიარდ ამერიკულ დოლარად  მიჰყიდა თავისი ქმნილება – ამჟამად მსოფლიოში ნომერ პირველი ვიდეო-ჰოსტინგი, სუპერ-პოპულარული ინტერნეტ-პორტალი „იუთუბი”. ამჟამად  ამერიკელი ჩად ჰერლი 37  წლისაა და მას თავისუფლად შეუძლია ისე გაატაროს დარჩენილი სიცოცხლე, ერთი დღეც არ იმუშაოს და ამის მიუხედავად, ყველაფერი ჰქონდეს, თუმცა ის არ ჩერდება და ახალ საოცრებაზე,  პროგრამისტებისთვის სპეციალური ტანსაცმლის დიზაინის შექმნაზე მუშაობს.
[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები