ეზოთერიკამედიცინა

რა მაგიური ძალა აქვს ცხენისწაბლას და რა სამედიცინო თვისებებით გამოირჩევა?!

ცხენისწაბლი – ბუნებრივი დაცვა

ცხენისწაბლი ძველთაგანვე მიიჩნეოდა, როგორც ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან დამცველი ნაყოფი. ამიტომაც, თუ არასასურველ ადამიანებთან გიწევთ შეხვედრა ან ელით უსიამოვნო საუბარს (საქმიანსა თუ პირადს), აუცილებლად იქონიეთ თან ცხენისწაბლი – ჯიბეში ან ჩანთაში. შეხვედრისას აუცილებელია, ხელით შეეხოთ ცხენისწაბლს (ამიტომაც უფრო მოსახერხებელია მისი ჯიბეში ჩადება), რომ მისგან უფრო მეტი ენერგია მიიღოთ ნეგატიური ძალების გასანეიტრალებლად.

ცხენისწაბლის ხე ცეცხლის სტიქიაა და, ამდენად, მისი ენერგეტიკა სიმდიდრესა და სიუხვეზე აგებს პასუხს. სკოტ კანინგემის რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ცხენისწაბლი უნდა ჩავიდოთ ჩანთაში ისე, რომ მას ეხებოდეს ფული. რათა მან გააძლიეროს ფულის ენერგეტიკა.

ცხენისწაბლის უდიდესი დადებითი ენერგეტიკა სწრაფად გაასუფთავებს თქვენს დაბინძურებულ აურას: თუ შეხვედრაზე დაგავიწყდათ ცხენისწაბლის ნაყოფის წაღება, სახლში დბრუნებისთანავე ჩაიდეთ ორივე ხელში, რომ დაიცალოთ უარყოფითი ენერგიისგან.

ქალებმა, რათა თავიდან აირიდონ მკერდის დაავადებები, მუდმივად უნდა ატარონ ცხენისწაბლი.

ოღონდ უნდა გახსოვდეთ: ცხენისწაბლი უნდა იყოს, მაქსიმუმ, ერთი წლის. არ შეაგროვოთ ცხენისწაბლი დღის 12-დან 3-საათამდე, რადგან ამ დროს წაბლის ხეს სძინავს და, რადგანაც ეზოთერიკოსები წაბლის ხეს ეგოისტსაც უწოდებენ, მას არ უყვარს, როდესაც აღვიძებენდა ასეთ დროს მოპოვებული ნაყოფი არ გამოგადგებათ.

ცხენისწაბლი გარსისგან ტყეშივე უნდა გაასუფთაოთ და ისე წამოიღოთ სახლში.  წაბლი სიურპრიზების მოყვარულია. ამიტომ მასთან შეხება მოულოდნელ სიურპრიზებსა და წარმატებას მოგიტანთ. წაბლი დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ დაბალი თვითშეფასებისგან, რომ გახდეთ თავდაჯერებული და ირწმუნოთ საკუთარი ძალების.

ცხენისწაბლი სახლის აურის გასაწმენდადაც გამოიყენება, ოღონდ ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ცხენისწაბლი თავისი ეკლიანი გარსით. 8 ცალი ცხენისწაბლი (გარსიანად) დადეთ სახლის სხვადასხვა კუთხეში (სასურველია, ეს რიტუალი ჩაატაროთ დილით, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იქნებიან ან, თუ ეს შეუძლებელია, ისე, რომ მათ ვერ დაინახონ, რას აკეთებთ). 10 დღის შემდეგ აიღეთ რვავე ნაყოფი, წაიღეთ და დაყარეთ ტყეში.

ეს მცენარე ასევე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში და ადამიანები ხშირად სამედიცინო დანიშნულებითაც აგროვენებ მას.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close