მთავარი ბლოკი ნინო ხაჩიძე პოლიტიკა

რა მიზნით შეიკრიბნენ ისლამური ქვეყნების ლიდერები ყოფილ კონსტანტინეპოლში ანუ როგორ გახდა საუდის არაბეთი საქართველოს ლობისტი ახლო აღმოსავლეთში

ნინო ხაჩიძე

თუმცა ქართულ მედიას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ჩვენგან ახლოს, კერძოდ, სტამბოლში ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები (თუმცა ყოფილ კონსტანტინეპოლში არა მხოლოდ ამ ორი მუსლიმანური სახელმწიფოს ლიდერი იმყოფებოდა), იმას გარდა, რომ ყარაბაღის ომი ისევე მოულოდნელად დამთავრდა, როგორც დაიწყო. აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა მასში არავინ ჩარეულა, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ერთი შეხედვითაც აშკარაა, რომ რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება მყარდება, მიუხედავად იმისა, რომ, სახელდობრ, ჩვენ მხოლოდ იმით ვინტერესდებით, ბოლოს და ბოლოს, როდის ვიფრენთ უვიზოდ 39 ევროდ ევროპის დედაქალაქებში. რა მოხდა სტამბოლში? – ამის შესახებ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაგვარკვევს.

რა მიზნით შეხვდნენ ერთმანეთს ალიევი და როუჰანი სტამბოლში? ეს ინფორმაცია ვნახე ალიევის ოფიციალურ საიტზე. როგორ აღმოჩნდნენ ისინი ერთად, მაინცდამაინც, სტამბოლში?

არსებობს ასეთი ორგანიზაცია „ისლამური კონფერენცია“, რომლის წევრი რუსეთიცაა. ორგანიზაცია შეხვედრებს მართავს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანაში და ეს შეხვედრები ეძღვნება ხოლმე ისლამურ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. ამ ორგანიზაციის შექმნის მთავარი ინიციატორები იყვნენ არაბული სახელმწიფოები, მათ შორის, საუდის არაბეთი, მაგრამ შემდეგ არაარაბული სახელმწიფოებიც შეუერთდნენ. მათი ერთ-ერთი ბოლო ღონისძიება გაიმართა სტამბოლში. მე ეს არ მიკვირს, რადგან თურქეთი მასქიმალურად ცდილობს, იყოს საერთაშორისოლ აქტიური მოთამაშე, მით უმეტეს, ისლამურ სამყაროში და მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის გარვეული ძაფები გაიბა, საუდის არაბეთი აპირებს, თურქეთის ეკონომიკაში დააბანდოს 60-მილიარდამდე თანხა.

რუსეთთან თურქეთის პოლიტიკურეკონომიკური დაძაბულობის საპასუხოდ?

დიახ, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის კონტექსტში; ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც სოჭში გამართული შეხვედრა პუტინსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის, უშედეგოდ დასრულდა.

ეს შეიძლება, ჩაითვლოს, როგორც ამერიკის გავლენა თურქეთზე საუდის არაბეთის მეშვეობითაც?

შეიძლება, ჩავთვალოთ ასე და შეიძლება, არა. იმიტომ რომ საუდის არაბეთმა გარკვეულწილად დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. მაგალითად, ცოტა ხნის წინათ საუდის არაბეთი, ფაქტობრივად, დაემუქრა აშშ-ს ადმინისტრაციას: რომ ისინი მიიღებენ ზომებს, თუ 11 სექტემბრის ტერაქტის დასკვნაში ნახსენები იქნება ფრაზა, რომ ტერაქტში ჩანს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ზოგიერთი წევრის კვალი. ასეთი რამ არასდროს მომხდარა საუდელებისა და ამერიკელების ურთიერთობაში.

რას გაუსვა ხაზი ალიევისა და როუჰანის შეხვედრამ რუსეთთურქეთის დაპირისპირებისა და ყარაბაღის ომის მოულოდნელად დაწყებისა და მოულოდნელადვე შეწყვეტის ფონზე?

მოულოდნელოად არ შეწყვეტილა.

მეტი წარმატება აწყენდა აზერბაიჯანს?

აზერბაიჯანმა დატესტა სიტუაცია. თუ დააკვირდით, ამ ბრძოლებში ავიაციას არ მიუღია მონაწილეობა. აზერბაიჯანმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მსოფლიო ჩაერეოდა და მიაღწია იმ შედეგს, რაც სასიცოცხლოდ სჭირდებოდა. მოახერა ის, რომ გადაწია სომხური თავდაცვითი ზოლი და აღმოსავლეთ ყარაბაღის ყველა ქალაქს, რომელიც ამ გაიყოფი ზოლის სიახლვოესაა, შეუქმნა საფრთხე, დაიკავა სიმაღლეები, რომლებითაც კონტროლდება ყარაბაღის სიღრმე. დღეს აზერბაიჯანი მომგებიან მდგომარეობაშია, მან დაიბრუნა მკვიდრად აზერბაიჯანის ტერიტორია. და ერთ მონაკვეთში, სამხრეთ ნაწილში, გავიდა ირანის ძველ სახელმწიფო საზღვარზე. დღეს ენა არ მოუტრიალდება არავის, რომ აზერბაიჯანი გაამტყუნოს. ის იმ ტერიტორიაზე კი არ შეიჭრა, რომელიც, გაეროს წესდებიდან გამომდინარე, ხელისშემშლელი იქნებოდა და ამ აბსოლუტურად იდიოტურ ერთა თვითგამორკვევის პრინციპს დაარღვევდა, არამედ – საკუთარ ტერიტორიებზე, ყარაბაღის ავტონომიის მიღმა, რომელსაც 20 წელია, აკონტროლებდა ყარაბაღული მხარე. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ აზერბაიჯანი მეტს არ აპირებდა. დღეიდან ყარაბაღის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის აზერბაიჯანის არა მხოლოდ შორეული, არამედ მსუბუქი არტილერიის და თქვენ წარმოიდგინეთ, სნაიპერების მიზანში. ამ სიტაციაში ძალიან საინტერესო იყო ირანის როლი. ის აღიქმება სომხეთის მხარდამჭერ ქვეყნად, რომელიც დეკლარაციების დონეზე ყოველთვის უჭერდა მხარს სომხეთის პოზიციას, იმიტომ რომ აზერბაიჯანთან რთული ურთიერთობა ჰქონდა.

პირველივე დღეს ირანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერორიტორიულ მთლიანობას.

სწორედ ესაა: აქამდე ირანი ამატებდა, რომ პარალელურად ერთა თვითგამორკვევის უფლებასაც უჭერდა მხარს, რაც გამომდინარეობდა აზერბაიჯანთან რთული და რუსეთთან ახლო ურთიერთობებიდან. დღეს შეიცვალა მიდგომა და ირანი აზერბაიჯანის მისამართით არფრისმთქმელი განცხადებით შემოიფარგლა, სომხეთის მხარდამჭერი განცხადება კი არ გაუკეთებია და თავისი საზღვარი გაამაგრა. მე არ გამკვირვებია მათი სტამბოლში შეხვედრა, რადგან მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ირანში და ახლა ერთმანეთს პრეზიდენტებიც შეხვდნენ. ეს იყო ნახევრად ოფიციალური შეხვედრა კონფერენციის ფარგლებში.

თუმცა ჩვენთან ირანისთვის ემბარგოს მოხსნა ანტირუსული ნაბიჯი ეგონათ, ჯონ კერიმ მადლობა გადაუხადა რუსეთს თანამშრომლობისთვის ირანისთვის ემბარგოს მოხსნაში. როუჰანის ალიევთან შეხვედრაში იკითხება რუსული კვალი?

ამას ვერ მიტყვი, მაგრამ სხვა რამეს მინდა, მივაქციო ყურადღება. მოსკოვში, თეირანსა და სხვაგანაც ძალიან საინტერესო გზავნილი მიიღეს ალიევისგან, რომ ის გამოვიდა მორჩილებიდან და აღარ დაუჯერებს საერთაშრისო ინსტიტუტებს. ამან განაპირობა ის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის განახლებიდან რამდენიმე დღეში რუსეთმა, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელიც გულისხმობს პეტერბურგიდან ბომბეიმდე სარკინიგზო მაგისტრალის ამუშავებას. ეს იქნება 7 000-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ტვირთებს გადაიტანს ინდოეთიდან ევროპაში ბალტიის ზღვის გავლით.

ანუ რუსეთმა შექმნა ალტერნატივა აბრეშუმის გზისა, რომელიც მისი გვერდის ავლით გადაიტანს ტვირთებს ევროპაში და აზერბაიჯანი ორივე ამ პროექტშია?

აზერბაიჯანისთვის ეს მომგებიანია, მის ტერიტორიაზე გაივლის როგორც ჩრდილო-სამხრეთით, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთი გზები. რადგან აზერბაიჯანმა დაინახა, რომ მისი ქმედებები იყო ზომიერი და სომხეთს მხარი არ დაუჭირა თვითონ „ოდეკაბეს“ წევრებმაც კი, გადაწყვიტა, ესარგებლა შემნილი ვითარებით და პოზაში დადგა. ამის შემდეგ დაიწყო რუსეთისა თუ ირანის აქტიურობა. აგერ ლუკაშენკოც კი ჩავიდა ბაქოში. მედვედევი არადელიკატურად მოიქცა ერევანში, როდესაც ბაქოში გაიქცა. აზერბაიჯანმა იგრძნო, რომ მისმა აი საქციელმა მეზობლები და პარტნიორები გააქტიურა, ისეთთებიც კი, როგორიცაა ევროკავშირი და აშშ. ამიტომ აზერბაიჯანი ცდილობს, მაქსიმალური მოგება მიიღოს შექმნილი ვითარებიდან. ერთ მნივშნელოვან ფაქტორს არ ვითვალისწინებთ: ომი რომ გაგრძელებულიყო, ის იქნებოდა თურქეთის ომი სომხეთის წინააღმდეგ, ოღონდ აზერბაიჯანის ფორმაში გამოწყობილი ადამიანების მონაწილეობით. როგორც მსოფლიო პრესა იუწყება, ომის დღეებში აზერბაიჯანის გენშტაბი სავსე იყო თურქეთის ოფიცრებით, რომლებიც ამ ოპერაციას გეგმავდნენ. არავის უნდოდა ასეთი ტიპის კონფლიქტი. ირანისთვის მიუღებელია თურქეთის აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ ურჩევნია, უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეს წარმატებამიღწეულ აზერბაიჯანთან, ვიდრე მხოლოდ თურქეთს ჰქონდეს. ამას დასჭირდება იუველური მუშაობა, რაც ირანის დიპლომატიისთვის უცხო არ არის.

თვალს ვადევნებ სომხურ მედიასაც. მათი დასკვნა ასეთია: სომხეთს საერთოდ არ ჰყავს მოკავშირეები და ისინი არიან როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ იზოლაციაშიორუსეთმა უგანა სომხეთს, როგორც თავის მოკავშირეს?

რუსეთმა, როგორ სამხედრო-პოლიტიკურმა პარტნიორმა, არ უგანა სომხეთს, მაგრამ აზერბაიჯანი მოიქცა ძალიან მართებულად. შანსი არ დაუტოვა რუსეთს, რომ სომხეთისთვის უფრო აქტიური დახმარება გაეწია. აზერბაიჯანი არ შევიდა ყარაბაღის ყოფილი ავტონომიის ტერორიტორიაზე. ამიტომ ვის უნდა დახმარებოდა რუსეთი? ყარაბაღს არ აღიარებს; არც სომხეთი აღიარებს, რომ მისი სამხედრო ნაწილები იღებენ მონაწილეობას ყარაბაღის კონფლიქტში. ერთი შეხედვით, სომხეთს თავს არავინ ესხმოდა, ამდენად, რუსეთი შეზღუდული იყო მანევრში. თან, ყარაბაღში არავინ შეჭრილა. ასე რომ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთს ხელები ჰქონდა შეკრული, მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობა შემდეგ მოექცა სომხეთს უპატივცემულოდ, ვგულისხმობ მედვედევის ვიზიტს ბაქოში. და მე არ მიკვირს ერევნის საზოგადოების აღშფოთება, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას უფრო ტაქტიანადაც შეეძლო, მოქცეულიყო.

ისევ სტამბოლს რომ დავუბრუნდეთ: მიიღეს მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელიც 200-ზე მეტი პუნქტისგან შედგება. აზერბაიჯანს ორი პუნქტი შეეხება და ორივეში ხაზგასმულია მისი ტერიტორიული მთლიანობა და მისი პოლიტიკის სამართლიანობა. საქართველოცაა ნახსენები გაკვრით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გააქტიურონ „თურქი-მესხების“ საკითხი. თუმცა თურქეთის ხელისუფლება ითხოვდა, რომ პრეტენზიცა უფრო ფართოდ ყოფილიყო გამოთქმული, მაგრამ არაბული ლობის მუშაობის შედეგად ეს თემა მიჩუმათდა.

როდის მერე ჰყავს საქართველოს არაბული ლობი? რა ინტერესი აქვთ მათ ჩვენდამი?

არაბებს აქვთ თავიანთი დამოკიდებულება აქვთ საქართველოსადმი. ერთი შეხედვით, რას წარმოადგენს საქართველო უმდიდრესი არაბული ქვეყნისთვის, მაგრამ ის, რაც საუდის არაბეთის მხრიდან ხდება საქართველოსადმი, მნიშვნელოვანია. არაბებს აქვთ თავიანთი ინტერესი კავასიაში და მიზანში ჰყავთ ამოღებული აზერბაიჯანი და საქართველო, თუმცა იციან, როი აზერბაიჯანი თურქეთის ურყევი მოკავშირეა. ჩემი აზრით, საუდის არაბეთი ფიქრობს საქართველოსთან მნიშვნელოვანი კონტაქტების სისტემის შექმნას, ერთი მხრივ, როგორც აშშ-ს მოკავშირესთან და, მეორე მხრივ, ერთგვარად უპატრონო ქვეყანასთან. ერთი საინტერესო ეპიზოდი მინდა გითხრათ, რომელიც არავინ იცის: საუდის არაბეთში უძლიერესი საელჩო გვყავს. მეორეც, საქართველოს ძალიან მაღალი დონის დელეგაცია, რომელიც საუდის არაბეთში იმყოფებოდა, შეხვდნა საუდის არაბეთის მეფეს, ის კი უფრო ძლიერი და დიდი ქვეყნების წარმომადაგენლებს არ ხვდება. რაც მთავარია, საუდის არაბეთის მეფემ უარი ათქმევინა მათ ტრანსპორტზე და თავისი თვითმფრინავით გამოუშვა.

როგორი პატივი უცია, რა დამსახურებისთვის და რის იმედით?

ეს პოლიტიკური გათვლაა. ქართული დელეგაციის წევრები შოკირებულები იყვნენ, არ ვართ მიჩვეულები ასეთ ყურადღებას და ჩვენი მნიშვნელოვნების ხაზგასმას.

რუსები, თურქები, ირანელები, აგერ არაბებიც გამოჩდნენ, მონღოლებიღა გვაკლია სრული სურათისთვის.

საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ლეგალურად მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაცია: თურქეთის, საუდის არაბეთის, ერაყის, ყატარის, ირანის… ეგვიპტე და სირია არ არის მხოლოდ. რისთვის სჭირდებათ ამდენი საგანმანათლებლო, ჰუმანიტარული, რელიგიური და სხვა ტიპის ორგანიზაციები?! არავინაა ალტრუისტი, დღევანდელი პოლიტიკა არის ცივი, პრაგმატული და არაძალადობრივი. ყველას თავისი ინტერესი აქვს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი მოიშალა და ყველა ცდილობს, რაც შეიძლება, მეტი ადგილი დაიკავოს მზის ქვეშ და საქართველოს ტერიტორიაზე ზოგჯერ ერთმანეთს ებრძვიან ერთი უცხო ქვეყნის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები.

სომხეთი, მართლაც, იზოლაციაში დარჩა?

ჩვენ ვართ უპატრონოები, თორემ სომხეთს ჰყავს მოკავშირე – მდიდარი სომხური ლობი. ბრიტანელმა მილიარდერმა კირკორიანმა შეკრიბა თანამოაზრეები და ვატიკანტს ბანკში, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, 25 მილიარდი დოლარი გადაარიცხვინა. რადგან სჭირდებათ რომის პაპის მხარდაჭერა 1915 წლის გენოციდის აღიარებაში. რაც მთავარია, სტამბოლში მოხდა სკანდალი: ირანი გააკრიტიკეს და ირანის აღშფოთებულმა დელეგაციამ დატოვა თურქეთი. თურქებმა და არაბებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ ირანი ამოეგდოთ ამ კონფერენციის ლიდერობიდან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანს, ერთი მხრივ, ნდობას უცხადებს დასავლეთი, მისი სამეზობლო კი ნდობაზე უარს ეუბნება. ეს შექმნის ახალი კონფრონტაციის ფონს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მამუკა გიორგაძე: ,,რესპუბლიკელებისა და ნაციონალური მოძრაობის „სანიმუშო“ მოქმედებების წყალობით ნახევარ საქართველოს დასავლეთზე გული აუცრუვდა”

Zaali Tsinadze

ხათუნა ლაგაზიძე: ,,ეს ხდება საქართველოსთვის და საქართველოში…”

Zaali Tsinadze

რატომ ელაპარაკებოდა პუტინი ყველაზე ხშირად ტელეფონით სააკაშვილს და რა იფარება რუსეთის სიძულვილის შირმის უკან ?

რა საჩუქარი გაუკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლეს მეჰრიბანს.

Zaali Tsinadze

აფხაზების თანხმობა და შევარდნაძის უარი ფედერაციაზე

Nino Khachidze

როგორ უნდა მოუაროთ თვალებს, რომ მაქსიმალურად დიდხანს გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

Zaali Tsinadze

ქართველი პოლიტიკოსები, როგორც თამადები, ანუ რატომ ზომავს ქართველი სამშობლოს სიყვარულს შესმული სასმისის ზომით

Nino Khachidze

რომელ ფრესკაზე აუპატიურებს ეშმაკი მამაკაცს და რაზე მიანიშნებს ნიკორწმინდის ტაძარში არსებული ჯოჯოხეთის ფრესკა

Beso Makharashvili

საკუთარი სხეულის ნაკლი ეშმაკურად უნდა დამალოთ.

Zaali Tsinadze