მთავარი ბლოკირელიგია

რა მოხდა სამებაში? სამშობლოდან დევნილი ხატის გაფრთხილება სასულიერო პირებს?

მართლმადიდებლობის დღესასწაულის სადღესასწაულო წირვა ხანძრით დასრულდა!

11202949_956562424377086_7504742276695148873_oდღესასწაული დაკავშირებულია ხატმებრძოლეობის დასასრულთან (სწორედ ამ დღესასწაულზე გაჩნდა ხანძარი სამებაში – (რედაქცია), თუმცა საქართველოდან გვყავს დევნილი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი”

ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ხატის მცველები სამების საკათედრო ტაძარში განვითარებული მოვლენების გამო. სხვა კიდევ რა ნიშანი უნდა მიიღონ საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის, “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელის” დევნის გამო. როდესაც ათონის მთაზე მონასტრები უკეთურებაში იყვნენ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დიდი ხანძრებს მოუვლენდა ხოლმე მათ და მთლიანად გადაწვავდა მონასტრებს. ასეთი ისტორიული ფაქტები მრავლადაა შემონახული საისტორიო წყაროებში. უკანასკნელი ხანძარი ათონზე სამიოდე წლის წინ მოხდა, როდესაც სრულად გადაიწვა ხილანდარის მონასტერი, სადაც დაბრძანებულია “სამხელა” ღვთისმშობლის ხატი. ყველას მაგივრად ჩვენ ვთხოვთ შენდობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. – წერენ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი”-ს მცველები.

ღვთისმშობლის მადლი გვფარავდეს!

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები