მთავარი ბლოკიპოლიტიკა

რა პრობლემები შეიძლება მოუტანოს ყარაბაღის კონფლიქტმა საქართველოს

მთიანი ყარაბაღის მთელი მოსახლეობა უნდა გაყვანილ იქნას და მათ ნაცვლად   რუსი კაზაკები უნდა ჩამოასახლონ

ყარაბაღში საომარი მოქმედებები გრძელდება. თანახმად უკანასკნელი   ინფორმაციისა, აზერბაიჯანის არმიამ  ქალაქი მადაგიზი  დაიკავა. ამის თაობაზე პრეზიდენტმა ელჰამ  ალიევმა განაცხადა. აზერბაიჯანელებმა კიდევ შვიდი დასახებული პუნქტი  აიღეს.

-ოკუპირებული   ტერიტორიის ნაწილი გათავისუფებულია!–თქვა  აზერბაიჯანის  პრეზიდენტა  ელჰამ ალიევმა.

სომხური  მხარე ამას თავდაპირველად უარჰყოფდა, მაგრამ  უცილობელი ფაქტების შედეგად  იძულებული გახდა  მარცხი ეღიარებინა. ე.წ.  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის  პრეზიდენტის პრეს სამსახურის უფროსმა პოღოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები უკან  იხევენ,  მაგრამ  ეს დროებითია.

პრემიერმა პაშინიანმა ერს  ტელევიზიით მიმართა. მან აღიარა, რომ ყარაბაღში  მძიმე მდგომარეობა შეიქმნა.

-აზერბაიჯანის არმიის მხარეს თურქეთის ოფიცრები და ჯარისკაცები იბძრძვიან!  ახლა სომეხი  ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება! -თქვა პაშინიანმა.

სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს, რომ თურქეთი კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობს. გათვლა მარტივია: სომხეთი დსთ-ს კოლექტიური  თავდაცვის  სისტემის  წევრია, რუსეთიც  მოვალეა, რომ  გარეშე აგრესიის შემთხვევაში სომხეთს დაეხმაროს.

კრემლში ამას არც თუ  ხალისით  ხვდებიან. პუტინის  თანაშემწემ დიმიტრი პესკოვმა პაშინანს  თავშეკავებულად უპასუხა. მან თქვა, რომ რუსეთი მზადაა ყარაბაღში  მშვიდობისმყოფელები განათავსოს, ოღონდ აზაერბაიჯანის თანხმობაც უნდა  იყოს.

-ორმხრივი თანხმობის გარეშე რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში   განთავსება გამორიცხულია,_ამბობს პესკოვი.

ამან სომხების უმაყოფილება გამოიწვია და ერევანიც აშკარა პროვოკაციულ ქმედებეზე გადავიდა.  დაიბომბა მინგეჩაური, შემდეგ ბაქოს გარუბნები. სომხები ვარაუდობდნენ, რომ პასუხად აზერბაიჯანი სომხეთს დაბომბავს და ოფიციალური ერევანიც  განაცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აგრესია დაწყო. შემდეგ ერევანი დახმარებისათვის რუსეთს   მიმართავს, მაგრამ  ბევრი ექსპერტი თვლის, რომ  მოსკოვს ფიზკურად  აღარ შეუძლია დაეხაროს სომხეთს.

-პუტინის ავანტიურისტულმა პოლიტიკამ რუსეთს დიდი ზიანი მიაყენა. ომები  უკრანაში, სირაში და  ლიბიაში მილიარდობით დოლარი დაჯდა. დავუმატოთ ამას სანქციები  და ცხადი ხდება ის პოლიტიკური თუ მატერიალური დანაკარგი, რაც  მოსკოვმა განიცადა. _წერს  უკრაინელი ექსპერტი იური ბუტუსოვი.

დღეს  რუსეთს უდიდესი პრობლემები აქვს  უკრაინაში, აფეთქდა ყირგიზეთი, რევოლუციის პირასაა  მოლდოვა,  ბელორუსი.  თავად რუსეთშიც მძიმე ვითარებაა (ხაბაროვსკი).  ასეთ სიტუაციაში საეჭვოა, რომ რუსული რეგულაეული არმია სომხეთს დაეხმაროს. მაქსიმუმი, რაზეც დღეს რუსეთი წავა, ეს ყარაბაღში  ფირმა „ვაგნერის“ ბოევიკების  გაგზავნაა.  თუმცა  ვაგნერელები დაქირავებულ ბოევიკებია. მათ შესაძლოა გავლენა მოახდინონ ერთი ბრძოლის, მაგრამ  არა  მთელი  ომის შედეგზე.  ის ფაქტი, რომ აზერაბაიჯანის გვერდით თურქეთი დგას,  აიძულებს მოსკოვს  თავისი ამბიციები დაიოკოს. ეს ამბიციები ბოლმდე  დღესაც არ  არის განეიტრაებული. ამაზე ნათლად მეტყველებს რუსი ლიბერალ-დემოკატების  ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის სიტყვები. მან ჩველებისამებრ კრემლის გარკვეული ძალების პოზიცია გაახმოვანა.

-კავკასიაში წესრიგი სწრაფი, ენერგიული მოქმედებების შედეგად უნდა დამყარდეს. მთიანი ყარაბაღის მთელი მოსახლეობა უნდა გაყვანილ იქნას და მათ ნაცვლად   რუსი კაზაკები უნდა ჩამოასახლონ! კაზაკთა დასახლებები უნდა შეიქმნას აგრეთვე საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. სხაგვარად კავკასიაში მშვიდობა  ვერ  დამყარდბა!–ამბობს ჟირინოვსკი.

ვლადმერ ვოლფოვიჩიც კი  იძულებულია აღიაროს, რომ  ამჟამინდელ   პირობებში  ეს შეუძლებელია. თუ გუშინ  რუსეთი კავკასიაში ძირითადი მოთამაშე იყო, დღეს მას უკვე თურქეთი ავიწროვებს.  თუმცა შემოდგომის ბუზი მწარედ იკბინებაო, ნათქვამია.  ტელე-კომპანა მე-5 არხის ცნობით,  უახლოესი დღეების განმავლობაში  მოსკოვი  კავკასიაში, მათ შორის საქათელოში, ახალ პროვოკაციებს გეგმავს.  სქემა  მარტივია: სომხები აზერბაიჯანის  ტერიტორიას კიდევ ერთხელ დაბომბავენ,  ამას კი უკვე პასუხი მოჰყვება. სომხეთის ხელისუფლებაც განაცხადებს,  რომ   მის წინააღმდეგ შეირაღებული აგრესია დაიწყო და დასახმარებლად რუსეთს მიმართავს. მოსკოვს კი  მიმდინარე პროცესებზე  გავლენის მოხდენა მხოლოდ საქართვლოზე კონტროლის (სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიური) აღდგენით შეუძლია.

აშკარად  პრო-რუსული  ხელისუფლება საქართელოში ვერ  იქნება. რუსეთსაც პროვოკაციების   გარდა სხვა გამოსავალი არ  რჩება. მარნეულის  და ჯავახეთის  მოვლენებმა გვიჩვენეს, რომ ეს პროცესი დაიწყო. უახლოეს დღეებში პროვოკაციები უფრო მასშტაბურ ხასიათს  მიიღებენ. მოსკოვი  საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გამოყენებასეც  შეეცდება. თუ დესტაბლიზაციის აგორება შესძლეს,  გამორიცხული არაა, რომ  რუსული  არმია მშვიდობის მაძიებლის როლში მოგვევლინოს.

-მალე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლში გაეხვევა! ერთად -ერთი ძალა, ვისაც  წესრიგის დამყარება შეუძლია, რუსეთია!  ამერიკა  თვალნათლივ დარწმუნდება რომ საქართვლო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა და მასზე ხელს  საბოლოოდ აიღებს,–ამბობს ჟირინოვსკი.

ამრიგად, ახლოვდება ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი.  კავკასიაში ძალთა გადანაწილების პროცესი  მიმდინარეობს.  რუსეთის   გავლენა ეცემა.  უკვე  ხვალ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლოა რეალობა გახდეს. მაგრამ  დღეს  გამოჩენილმა უპასუხისმგებლობამ  და შეცდომებმა  შესაძლოა ეს ჩაშალონ.  ამიტომ  საქართველოს ხელისუფლებამ,  ასევე ოპოზიციამ,  უდიდესი სიფხიზლე და გონიერება უნდა გამოიჩინონ. საბედისწერო შეცდომები, რაც 1991-92 წლებში დავუშვით,  არ   უნდა  განმეორდეს.

ნიკა  თევზაძე

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *