მედიცინა

რა როლი აქვს ალკოჰოლურ სასმელს სისხლში ქოლესტერინის მომატებაში

ქოლესტერინი, როგორც ასეთი, დაავადება არ არის. ყველა ადამიანს აქვს სისხლში ქოლესტერინის გარკვეული რაოდენობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმმა ნორმალურად იმუშაოს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თვითონ ანსამბლი გოარი / Ensemble Goariკი არ არის ცუდი, არამედ ცუდია, როდესაც სისხლში ქოლესტერინის დონეა მომატებული. უნდა ვიცოდეთ, რომ უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს ქოლესტერინის დონის როგორც მომატებამ, ისე, დაკლებამ. ქოლესტერინი, თავის მხრივ, ხუთი ფრაქციისგან შედგება, რაც ასევე ნორმაში უნდა იყოს.

დაავადება თანდაყოლილი ჰიპერქოლესტერინომიაა და არა თვითონ ქოლესტერინი. ჰიპერქოლესტერინომია ძალზე იშვიათად გვხვდება და იწვევს სისხლძარღვების კედლის დაზიანებას, ათეროსკლეროზს, შემდეგ კი სისხლძარღვების ჩაკეტვასა და მიოკარდიუმის ინფარქტს. რაც შეეხება თვითონ ქოლესტერინს, მას ოცდამეერთე საუკუნის დაავადებას იმიტომ უწოდებენ, რომ თანამედროვე ადამიანი ვერ ირჩევს ცხოვრების მართებულ წესს, არ იკვებება სწორად რაც, თავის მხრივ, სისხლში ქოლესტერინის მომატებას იწვევს და, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა აქტუალური გახდა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ძირითადად ბევრი ცხიმიანი საკვებით ვიკვებებით და ცოტას ვმოძრაობთ, ანუ ადამიანი ცხიმს იღებს იმაზე მეტი რაოდენობით, რაც მას სჭირდება და უმოძრაობის გამო, მის დაწვას ვერ ახერხებს. ამის შედეგად, სისხლში ქოლესტერინის დონე იმატებს, მომატებული ქოლესტერინი კი სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს.

შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობა მომატებული, მაგრამ მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იყოს.

თუმცა, დაავადება შეიძლება გამოიწვიოს სისხლში მომატებულმა ქოლესტერინმა გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება. მომატებული ქოლესტერინის დონე სერიოზული რისკფაქტორია იმისათვის, რომ დაზიანდეს სისხლძარღვები, წარმოიქმნას ფოლაქები, რაც კეტავს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც ორგანიზმის ამა თუ იმ უბანზე ფერხდება ან სრულიად წყდება სისხლის მიწოდება. შესაბამისად, იმ ორგანოში უჯრედები კვდება და მათი ფუნქციონირებაც წყდება. გულმა სისხლი ყველა ორგანოს უნდა მიაწოდოს. ყველაზე სახიფათოა, როდესაც სისხლის მიწოდება უწყდება გულის კუნთს, რაც იწვევს ინფარქტს. სამწუხაროდ, ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი, პირველ ყოვლისა, სწორედ გულის არტერიებს აზიანებს და შემდეგ – პერიფერიულ ორგანოებს.

ოლესტერინის მომატება რომ ავიცილოთ, ნაკლებად უნდა მივირთვათ ცხოველური ცხიმები, კარაქი, არაჟანი, საერთოდ რძის ნაწარმი, ქათმის კანი; თევზეულიდან უნდა შევზღუდოთ ხიზილალა და ზუთხი, რადგან ამ ყველაფერში ძალიან ბევრი ქოლესტერინია.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბევრი დაავადება „გაახალგაზრდავდა“. ბოლო წლებში ძალიან ბევრი
ახალგაზრდა ორმოციოდე წლის კაცები შედიან საავადმყოფოებში მიოკარდიუმის ინფარქტით, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ქოლესტერინიც არის. საერთოდ, ინფარქტის ჩამოყალიბებისთვის სულ ხუთი რისკფაქტორი არსებობს. ესენია: ქოლესტერინის მომატება, უმოძრაო ცხოვრება, ზედმეტი წონა, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი. თუ ხუთივე რისკფაქტორი სახეზეა, ადამიანს ნამდვილად დაემართება ინფარქტი, ხოლო თუ ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორი აქტიურდება, შეიძლება ადამიანი ინფარქტს გადაურჩეს.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ალკოჰოლიური სასმელი ქოლესტერინს არ შეიცავს, მაგრამ, სამაგიეროდ, ის, ვინც ხშირად იღებს ალკოჰოლს ბევრ ცხიმიან საკვებსაც აყოლებს. სასმლის უზომოდ მიღება იწვევს წონაში მატებას. ამგვარად, პირდაპირი მნიშვნელობით სასმელი ქოლესტერინს არ ჰმატებს.

, ეს პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში დგას. ადამიანი, პირველ ყოვლისა არ უნდა გასუქდეს, რეგულარულად უნდა ივარჯიშოს, უნდა აკონტროლოს სისხლში ქოლესტერინის დონე და, თუ მომატებული აქვს, მას ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, რომელიც ამ პრობლემას მოუხსნის. ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ უშუალოდ ქოლესტერინი არ იწვევს სიკვდილს, მაგრამ ის არის ისეთი დაავადებების გამომწვევი, რომლებიც ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები