ეკონომიკა

რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას ანაკლიის პორტის მშენებლობა და ვინ დგას ამ პროექტის უკან?!

ლაზიკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა – ეს ის საკითხებია, რაც ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში და დღემდე  ერთ-ერთ აქტუალურ თემად რჩება. ,,ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, თუ  რა სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის საუკუნის პროექტს და ვინ დგასრეალურად ამ პროექტის უკან?

 

როგორ შენდებოდა თავიდან ლაზიკა? – სად შეიძლება ვეძიოთ ამ პროექტის სათავე?

საქმე იმაშია, რომ ეს პროექტი, ბუნებაში რეალურად არც კი არსებობდა, ვინაიდან, მისი სრულყოფილი  ნახაზი, ან გეგმა არ შედგენილა. ეს იყო მხოლოდ იდეა,  წარმოსახვითი ვიდეორგოლი, რომელიც, აღებული იყო დუბაის ანალოგიდან. იდეის მიხედვით, ზღვის პირას 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე, უდიდესი ქალაქი უნდა გაშენებულიყო, – შუშისცათამბჯენებითა და კერძო სახლებით. იქვე  უნდა ყოფილიყო რეკრეაციული  ზონა. ქალაქს კი, რკინიგზის ხაზი, აეროპორტი და საზღვაო პორტი უნდა დაკავშირებოდა.

სრული აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ეს პროექტი დაედო საფუძვლად იმას, იმას, რაც დღეს  ანაკლიაში კეთდება. ეს აბსოლუტურად სხვა პროექტებია, რაც, თავისუფალი ეკონომიკური ზონის,  ქალაქისა და პორტის მშენებლობას გულისხმობს. ეს ძალიან კარგი იდეა, იდეის სახით, საუკუნის დასაწყისშივე არსებობდა და როგორც მას ახლა თავად იბრალებენ, არავითარ შემთხვევაში არ იყო  ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს შექმნილი ახალი პროექტი. უფრო მეტიც, ეს იდეა, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის არსებობის პერიოდში, 60-იან წლებში არსებობდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, იდეის და არა – პროექტის სახით.

კონკრეტუად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის  პროექტის ინიცირება, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ,,უმაღლესი საბჭოს“ დეპუტატის, სხვადახვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრის , –  ოთარ ფაცაციას პერიოდში  მოხდა (1993 -95 წ).

რაც შეეხება თავად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს, 2010 წელს,ტენდერით, ეს ტერიტორია ბიზნესმენ თემურ ქარჩავასა და მის კომპანია ,,ანაკლია პორტს“ გადაეცა,  რომელსაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, პუნქტებად განსაზღვრული სქემით, ჩინურ კომპანია ,,ფაუერ ჩაინასთან“ ერთად,  პორტის მშენებლობა უნდა დაეწყო.

2010 წლის 17 თებერვალს, ეკონომიკის სამინისტროსა და თემურ ქარჩავას კომპანიის წარმომადგენლის,  შემდგომში შპს ,,ანაკლია პორტის“ გენერალური დირექტორის, – სპარტაკ ერაგიას სახელზე  საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც ვგებულობთ, რომ  მათ ეს კომპანია 6 340 445 ლარად შეიძინეს. ხელშეკრულების თანახმად, მისი გაფორმებიდან ზუსტად ერთ თვეში, აქტიურად უნდა დაწყებილიყო ანაკლიის სატვირთო-სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რაც, 6 წლის ვადაში უნდა დასრულებულიყო. საზღვაო ნავსადგურს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, წელიწადში არანაკლებ 100 000 000 ტონა სიმძლავრის ტვირთბრუნვა უნდა მოეხდინა. უნდა აშენებულიყო სატვირთო აეროპორტი, სარკინიგზო და საგზაო ხაზები, ტვირთის გადაზიდვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურებების ობიექტები, ახალი საცხოვრებელი დასახლება, თერთმეტსართულიანი სასტუმრო და სხვა.

საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, 6 წლის ვადაში, არაკლებ 5 000 000 000  (ხუთი მილიარი) აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო და ათასობით ადამიანი დასაქმებულიყო. თუმცა,ხელშეკრულებით გათვალისწინებული პონქტებიდან არცერთი, კომპანიას არ შეუსრულებია.

7 წლის განმავლობაში, არათუ მშენებლობა, არამედ, გარემოს კვლევაც კი არ დაწყებულა. არც  მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები  ჩატარებულა. სწორედ ამის გამო, თემურ ქარჩავას და მის კომპანია ,,ანაკლია პორტს“, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ავტომატურად  ას მილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.

რაც არ უნდა პარადოქსულიც არ უნდა  იყოს,  მიუდედავად წინა ხელისუფლების დროს, თემურ ქარჩავასა და მის კომპანიაზე  დაკისრებული ამხელა ჯარიმისა, ის უკვე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც, როდესაც მათ ამ პროექტის გაგრძელება უკვე ახალი ძალით გადაწყვიტეს, გამოცხადდა ტენდერი და ამ ადამიანმა და მისი კომპანიამ, კვლავ გააგრძელა  მუშაობა უკვე ,,თიბისი“ ჯგუფთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ,,თიბისი“ ის ჯგუფია, ვინც ამჟამად რეალურად  აშენებს ამ პროექტს. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქარჩავა, მისი კომპანიის სახელით, დღემდე საუბრობს იმაზე, რომ ვითომ ყველაფერი მათ გააკეთეს.

როგორ და რა გზით მოახერხა მან ახალ ხელისუფლებაში ხელალა თავის დამკვიდრება, – ეს უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს. უფრო მეტიც, ქარჩავა უკვე ახალი ტალღის აგორებას ცდილობს და იმუქრება. ის ანაკლიის პორტის თემებით მანიპულირებს. როგორც ის ,,ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, მას ძალიან მაგარი ჩინური კომპანია ჰყავდა და ახლაც ჰყავს, რომელთან ერთადაც, ის ყველაფერს აკეთებდა.  თუკი  ეს ასეა, რატომ არაფერი არ გაკეთდა  შვიდი წლის განმავლობაში მისი მხრიდან? რატომ დაეკისრა მას ამხელა ჯარიმა? ამ დიდ თამაშებში კი, გასაკვირი მაინც ის არის, ყველაფრის მიუხედავად, – რატომ მისცა მას ახალმა ხელისუფლებამ მეორე შანსი?!

ძალიან უცნაურია, ერთის მხრივ, ნაციონალური მოძრაობის მიერ,   ანაკლიის პორტზე ამ კამპანიის აგორება და მეორე, – ქარჩავას კომპანიის მხრივ, მისი ინტერესები.

უკვე ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში,  ანაკლიის პორტის ტენდერში2016 წლის 3 ოქტომბერს 12 კომპანია მონაწილეობდა.  საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამმიიღო გადაწყვეტილება და საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა ანაკლიის განვითარებისკონსორციუმთან, რომელიც ორი ძალიან მსხვილი კომპანიისგან შედგება. დამფუძნებლებიარიან თიბისი ჰოლდინგი“, რომელსაც საქართველოში არაერთი წარმატებული პროექტი აქვსწამოწყებული და მეორე ორგანიზაციაა ამერიკული კომპანია კონტი ინტერნეშენელი,რომელსაც 100-წლიანი ისტორია აქვს მშენებლობის მიმართულებით. ასევე არიან სხვამფლობელებიც, რომლებიც ამ პროექტის ირგვლივ გაერთიანდნენ.

აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, გაფორმდა  ხელშეკრულება ამერიკულ ტერმინალოპერატორთან, რომელიც არის ესესეი მარინი” (SSA Marine), რაც ნიშნავს, რომ ამ ტერმინალისოპერირებას ამერიკული კომპანია გაუწევს. ეს ოპერატორი მსოფლიოს 250 ლოკაციაზე მუშაობს. ანაკლიის პორტი იქნება თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურადა თანამედროვე მართვის სისტემებით მართული.

შესაბამისად, მინიმალურ დონეზე იქნება დაყვანილი, პორტის დაკეტვის დღეების რაოდენობაწელიწადში, რაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით 5% ია.

სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არსებული პორტების ინფრასტრუქტურა არ არის აღჭურვილიშესაბამისი სტანდარტით რის გამოც, უამინდობის დროს პორტები ხშირად დახურულია. ეს კისაერთაშორისო კომპანიებისთვის ძალიან დიდი დაბრკოლებაა საბოლოოდ, ქვეყანა  უდიდესი ტვირთის მოცულობას კარგავს.

თანამედროვე ანაკლიის პორტი იქნება საერთაშორისო მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი, თავისიამწეებით, გადაზიდვის ხელსაწყოებით, რაც იქნება წინაპირობა იმისა, რომ პორტის დახურვაუამინდობის გამო არ მოხდეს. ყველაფერი ეს კი, საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმას, რომსაერთაშორისო სატრანზიტო რუკაზე ანაკლიის პორტის სახით, საიმედო პარტნიორი გაჩნდეს.

პროექის წარმატებულად განხორციელების შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შესაძლებლობა ექნება   10 000 TEU-ს მოცულობის გემები მიიღოს. დიდი გემების მიღება კი ტვირთის  გადაზიდვასუფრო ეფექტურს, სწრაფს და იაფს გახდის. ეს გამოიწვევს საქართველოს მიმართ ინტერესის ბევრადგაზრდას. იგი გახდება კარიბჭე ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. ასევე, ევროპასა დასამხრეთის ქვეყნებს შორის. პორტი დიდი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, კიდევ უფროდიდი ბიძგი კი  პორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება, სადაც, ლოგისტიკური ცენტრები, სხვადასხვა წარმოება და ინფრასტრუქტურა განვითარდება. “ანაკლია სითი” და ეკონომიკური ზონა ათასობითსამუშაო ადგილს შექმნის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფნით უკვე დაინტერესდნენ მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, რაცჩვენი ქვეყანის ეკონომიკური განვითარების უდიდეს პოტენციალზე მიანიშნებს.

/თამუნა დუღაშვილი/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *